პატივცემულო ქალბატონო/ბატონო
მოგესალმებით
მაქვს 21 წლის სამუშაო გამოცდილება და სათანადო უნარ-ჩვევები.
მოსკოვში ,223-ე საშუალო სკოლაში მუშაობის პერიოდში,
შესაძლებლობა მქონდა გავცნობოდი მსგავსი ტიპის პროექტს, სადაც მე და ჩემმა მოსწავლეებმა
მივიღეთ მონაწილეობა.
გადავიღეთ კიდეც 5 წუთიანი ფილმი „ ბუნება გვასწავლის ჩვენ“, რამაც დიდი
მოწონება დაიმსახურა ცნობილი რუსი რეჟისორის მ. მიხალკოვის მიერ.
სწორედ ამ მცირე გამოცდილებამ მიბიძგა იმისკენ რომ ჩავრთო
პროექტში „ კინო სკოლაში“, ჩემი ამჟამინდელი სკოლის მოსწავლეები, ვაზიაროთ ამ ჯადოსნურ
სამყაროს, რასაც კინო ჰქვია. მოგეხსენებათ ჩემი მოსწავლეები არ არიან განებივრებული
კინოთეატრებში სიარულით,
რადგან ისინი ცხოვრობენ რეგიონში ,აქ არ არსებობს
კინოთეატრები და თავისთავად კინოში სიარულის კულტურაც არ გააჩნიათ. ამ პროექტში ჩართვის
შემთხვევაში ბავშვები ისწავლიან არა მარტო კინოს გადაღებას , ასევე ისინი ეზიარებიან
ქართულ და მსოფლიო კინოხელოვნებას, გაეცნობიან ქართული კინოს ცოცხალ ლეგენდებს. ამ პროექტში ჩართვით, ჩემი სკოლის მოსწავლეები
ისწავლიან არამარტო კინოს პოპულარიზაციას თანამედროვე ცხოვრებაში, არამედ ისინი მიეჩვევიან
დისკუსიის გამართვას და დისკუსიაში ჩართვას ნანახი ფილმის შესახებ< რადგან ასეთი
აქტივობით ბავშვებს უვითარდებათ ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, მათ უვითარდებათ
ასევე ესთეტიკური აღქმის უნარი კინოს სფეროში ცნობიერების ასამაღლებლად.
და ბოლოს, მოხარული ვიქნებოდი, თუკი მე და ჩემს
მოსწავლეებს ჩაგვრთავთ ამ შესანიშნავ პროექტში ‘კინო სკოლაში“. ჩვენმა ბავშვებმა რომლებმაც
მომავალი უნდა შექმნან და ბევრი კულტურული ღონისძიება განახორციელონ, აცნობიერებენ
იმასაც ასევე, რომ აუცილებელი არ არის ყველამ კინოინდუსტრიაში დაიწყოს მოღვაწეობა, მაგრამ მათ მიეცემათ
დიდი შანსი შეეხონ ამ ჯადოსნურ სამყაროს ,
რომელსაც სახელად კინო ჰქვია, და თუკი ჩემი მოსწავლეები ჩაერთვებიან ამ საინტერესო
პროექტში, ეს უდიდეს კვალს დატოვებს მათ ცხოვრებაში და გაულამაზებს ბავშვობის წლებს.
მადლობას მოგახსენებთ დათმობილი დროისა და ყურადღებისათვის
პატივისცემით
სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N 2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის
პედაგოგი ირმა მესხორაძე.
ელ.ფოსტა irmana-70@mail.ru
T- 577 62 59 16
No comments:
Post a Comment