გაკვეთილის გეგმები

 იხილეთ ჩემი გაკვეთილის გეგმები:

მასწავლებელი: ირმა მესხორაძე

საგანი: ინგლისური ენა
კლასი: მე-2 კლასი

თემა: “Have you got a family?“, have got/has got კონსტრუქციის გამოყენებით.

დრო:  45     წუთი
მოწავლეთა პროფილი: 12.

გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლე შეძლებს მოგვითხროს მისი ოჯახის შესახებ, გამოიყენებს სწორად have got/has got კონსტრუქციებს. შეძლებს have got/has got-ის გამოყენებას კითხვით წინადადებაში.ითანამშრომლებს მასწავლებელთან და თანაკლასელებთან.შეძლებს სწორად გაიმეოროს მასწავლებლის მიერ წარმოთქმული სიტყვები და ფრაზები,ბგერების ჟღერადობა,ინტონაციის აღქმა.წინადადებებში ჩასვამს სწორად have /has got.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:                                                                         უცხ.დ.II.10.მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა : მოკლედ პასუხობს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე,ან რეაგირებს მათზე არავერბარული საშუალებებით( საკუთარი თავის შესახებ- რა ჰყავს ,რა აქვს,რა ჰქვია.რას აკეთებს,ასახელებს ან მიუთითებს შესაბამის ილუსტრაციას.)                                                                                                                                    უცხ.დ. II.7. მოსწავლეს შეუძლია სიტყვების,წინადადებების წერა: ავსებს ნაკლულ ტექსტებს საჭირო ინფორმაციით.( გამოტოვებული სიტყვებით) .                                                             უცხ.დ. II.14. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს თანაკლასელებთან და მასწავლებელთან თანამშრომლობის საწყისი ჩვევები: ცდილობს მეწყვილესთან ერთად გადაჭრას დასმული ამოცანა.                                                                                                                                                  უცხ.დ. II.9. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ბგერების,ჟღერადობის,ინტონაციის აღქმა,მიბაძვა-გამეორება:იმეორებს მასწავლებლის მიერ წარმოთქმულ ბგერებს,სიტყვებს,მოკლე ფრაზებს.

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები: მოსწავლემ იცის ქონა/ყოლა ზმნის უღლება  მტკიცებით ფორმაში, სუბიექტური პირის ნიშნებთან ,მაგ.: I have got, He has got, they have got და ა.შ. ასევე იცის ოჯახის წევრების სახელწოდებები უცხოურ ენაზე.

შეფასება და თვითშეფასება: განმავითარებელი შეფასება. ასევე შეფასება მოხდება მთელი ჯგუფის ან რამდენიმე მოსწავლის ყოველი აქტივობის შემდეგ. კრიტერიუმი: აქტივობა: ცერები მაღლა/დაბლა 1).მესმის საკითხი და შემიძლია მისი ახსნა. 2).არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული,კარგად გავიგე თუ არა. 3).ჯერ არ მესმის საკითხი.

სასწავლო მასალა და რესურსები:. წიგნი, ქარდები სავარჯიშოსთვის, ტექსტი.ილუსტრაციები.ფოტოსურათები ოჯახის წევრების, გამოსაძახებელი ჩხირები.ქუდი,ქოლგა.

აქტივობა N1.3წთ.
აქტივობის მიზანი: საორგანიზაციო საკითხები.
აქტივობის აღწერა : სიის ამოკითხვა. გაკვეთილის მიზნის და შეფასების რუბრიკის გაცნობა.

აქტივობა N2. 9წთ. საკლასო მუშაობა
აქტივობის მიზანი: მოსწავლე შეძლებს  ფონური ცოდნის გამოვლენას ნასწავლი მასალიდან  have got/has got კონსტრუქციის გამოყენებით.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი წარუდგება კლასს „მერი პოპინსის“ სახით და თხოვს მოსწავლეებს უამბონ კეთილ ძიძას თავიანთი ოჯახის წევრების შესახებ. მოსწავლეები ისაუბრებენ  თავიანთი ოჯახის წევრების შესახებ. მაგ.: I HAVE GOT A FAMILY.წაიკითხავენ ტექსტს წიგნში „My Family”

აქტივობა N3  5 წთ. ინდივიდუალური
აქტივობის მიზანი: მოსწავლე სწორად შეუსაბამებს გამოტოვებულ სიტყვებს: have got/has got პირის ნაცვალსახელებს (we you they he she it)

აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი დაურიგებს მოსწავლეებს ქარდებს სადაც გამოტოვებულია have got/has got , შეეცდება სწორად შეუსაბამოს პირის ნაცვალსახელებს.
აქტივობა N4   3 წთ.  საკლასო საერთო
აქტივობის მიზანი: მოსწავლე სწორად გამოიყენებს you have got-მასწავლებლის მიერ მითითებულ სიტუაციაში.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი აჩვენებს რამდენიმე საგანს რაც მას აქვს  ხელში ან ჩანთაში და მოსწავლე პასუხობს სწორი ფორმით you have got a dress და ა.შ.

 აქტივობა N5      7 წთ. საკლასო საერთო
აქტივობის მიზანი: მოსწავლე  სწორად გამოიყენებს he has got , she has got ილუსტრაციებში

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს სურათებს და ეკითხება ვის რა აქვს ან ჰყავს.

აქტივობა N6   10წთ  წყვილებში მუშაობა
აქტივობის მიზანი:  მოსწავლე შეეცდება სწორად დასვას კითხვა „have you got?”…და გამოიყენოს დიალოგში..

აქტივობის აღწერა: როლური თამაში,  მასწავლებელი აძლევს ინსტრუქციას მთელ კლასს, ჰყოფს წყვილებად და მოსწავლეები ერთმანეთს ეკითხებიან ისე თითქოს ინტერვიუს იღებს ჟურნალისტი რესპოდენტთან: მაგ.: who are you? How old are you? Have you got a family? და ა.შ.

აქტივობა N7   5 წთ.  საერთო საკლასო
 აქტივობის მიზანი: მოსწავლე შეძლებს განამტკიცოს ახალ ნასწავლი მასალა მასწავლებლის მიერ დასმული კითხვების საშუალებით.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი სვამს კითხვებს have got / has got გამოყენებით.

აქტივობა N8      2წთ.
აქტივობის მიზანი: საშინაო დავალების მიცემა
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი დაფაზე წერს საშინაო დავალებას, გვ.86 სავ.1 და 2,the dialogue და წიგნში უთითებს სავარჯიშოს მოსწავლეებს.
აქტივობა N9  1წთ
აქტივობის მიზანი: შეფასება/თვითშეფასება
აქტივობის აღწერა“ მასწავლებელი აძლევს განმავითარებელ შეფასებას კომენტარი მთელ კლას,ხოლო კლასი აკეთებს თვითშეფასებას „ ცერები მაღლა/დაბლა: საშუალებით

                                              
                                                    

                                                             შეფასების რუბრიკა                                                    
        
კრიტერიუმები
არადამაკმაყოფილე ბელი
დამაკამყოფილებელი
კარგი
ძალიან კარგი
მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება
ვერ ახერხებს დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემას.
შეუძლია დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა,მაგრამ უშვებს შეცდომებს.
კარგად სცემს პასუხს დასმულ კითხვებს მინიმალური შეცდომების დაშვებით
უშეცდომოდ პასუხობს დასმულ კითხვებს.
მოახერხებს სწორად შეავსოს ტექსტი ან წინადადება გამოტოვებული სიტყვებით.
ვერ ახერხებს ტექსტის შევსებას
ახერხებს მასწავლებლის დახმარებით
ახერხებს მცირე შეცდომების დაშვებით
სწორად სვამს გამოტოვებულ სიტყვებს ტექსტში
შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელთან და მასწავლებელთან
არ შეუძლია ითანამშრომლოს თანაკლასელებთან.
ცდილობს ითანამშრომლოს მაგრამ უჭირს
აქტიურად შეუძლია ითანამშრომლოს თანაკლალებთან,მინიმალური ხარვეზებით
სწრაფად და აქტიურად თანამშრომლობს თანაკლასელებთან და მასწავლებელთან
მოსწავლე სწორად იმეორებს მასწავლებლის მიერ წარმოთქმულ ფრაზას ან სიტყვას.
უჭირს გაიმეოროს წარმოთქმული ფრაზები და სიტყვები
ცდილობს გაიმეოროს წარმოთქმული ფრაზები მასწავლებლის დახმარებით
კარგად ახერხებს გაიმეოროს  ფრაზები და სიტყვები მცირე შეცდომებით
სწორად იმეორებს მასწავლებლის მიერ წარმოთქმულ ფრაზს და სიტყვებს

ირმა მესხორაძე
                      გაკვეთილის   რეფლექსია
2018 წლის 16 აპრილს, ჩავატარე გაკვეთილი მე-2 კლასში.
გაკვეთილის თემა იყო “have you got a family?’.
ჩემს მიერ ჩატარებულ გაკვეთილზე თითქმის სრულად იყო მიღწეული დასახული მიზნები.გამოვიყენე აქტივობები,რომლებიც უზრუნველყოფდნენ მოსწავლეთა ჩართულობას და დასახულ მიზნების მიღწევას.შერჩეული მეთოდები შეესაბამებოდა სასწავლო აქტივობებს და კლასის ორგანიზების ფორმებს.
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს სწორად გამოეყენებინა have/has got კონსტრუქციები კითხვით წინადადებებში, სწორად ჩასვამდნენ have got,has got წინადადებებში გამოტოვებულ ადგილებში,სწორად გაიმეორებდნენ ჩემს მიერ წარმოთქმულ ფრაზებს,სიტყვებს,გამოთქმებს,ბგერებს,ინტონაციებს.
გაკვეთილი გამოვიდა საინტერესო,სახალისო.მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ კითხვა-პასუხში,ჯგუფურ მუშაობაში,წყვილებში მუშაობაში,ვთვლი რომ ყველა აქტივობა შეესაბამებოდა გაკვეთილის მიზნებს.
გაკვეთილი დავიწყე კლასის ორგანიზებით (სიის ამოკითხვა).
კლასს გავაცანი გაკვეთილის თემა, გაკვეთილის მიზანი, შეფასების რუბრიკა, თვითშეფასების ინსტრუმენტი “ცერები მაღლა/დაბლა.”
მოსწავლეთა მოტივაციის და ინტერესის გაღვივების მიზნით გავითამაშე პატარა ინსცენირება, სადაც გამოვედი „ მერი პოპინსის“  როლში ,როგორც კეთილი ძიძა და მასწავლებელი,რაც დამეხმარა მოსწავლეების ყურადღების მობილიზებაში გაკვეთილის დასაწყისშივე.
წინარე ცოდნის გააქტიურება დავიწყე: მოსწავლეებმა წაიკითხეს ტექსტი “my family” სასკოლო წიგნიდან და ამის შემდეგ აღწერეს ოჯახის წევრები თავიანთ ოჯახურ ფოტოსურათებზე.
მოსწავლეები ასრულებდნენ თითოეული აქტივობის წინ მასწავლებლის მითითებებს და ინსტრუქციებს, რაც დიდი მონდომებით შეასრულეს, თუმცა წინადადებებში have/has got ჩასმის დროს დამჭირდა ინსტრუქციის ორჯერ გამეორება, ცოტა სირთულესაც წააწყდნენ მოსწავლეები, თუმცა ჩემი დახმარებით თავი გაართვეს ამ დავალებას.
მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა მთელი კლასი, როცა ისინი პასუხობდნენ მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებს ნაცნობ თემატიკაზე და ახერხებდნენ ყურადღების კონცენტრირებას. აქტივობების დროს,თითქმის სრულად იცავდნენ დროის ლიმიტს.
 მინდა დავამატო ის რომ მოხდა ფამილიარული  მიმართვა მოსწავლის მიმართ ინსტრუქციის ვერ გაგების დროს.
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩაბმული სასწავლო პროცესში,როგორც ჯგუფურ ისე ინდივიდუალური დავალებების შესრულების დროს.შეცდომების დაშვების დროს მოსწავლეები ხელის აწევით ასწორებდნენ დაშვებულ შეცდომებს.
მაგრამ  ასევე მინდა ავღნიშნო რომ  დასახვეწია მასწავლებელთან და თანაკლასელებთან თანამშრომლობისა და ქცევის წესები. გაკვეთილზე,ჯგუფური მუშაობის დროს ,რამდენიმე მოსწავლე არ უსმენდა თანაკლასელების პასუხს.
მინდა დავამატო ისიც რომ დრო გავანაწილე მიზნობრივად და თითქმის სრულად გამოვიყენე გაკვეთილის გეგმაში გათვალისწინებული აქტივობები.
გაკვეთილის ძლიერ მხარედ მიმაჩნია: მოსწავლეებმა შეძლეს სწორად დაესვათ კითხვა და ასევე სწორად გაეცათ პასუხი დასმულ კითხვაზე. გამოიყენეს საჭირო ლექსიკური მარაგი კითხვით და მტკიცებით წინადადებებში, რამაც ისინი შეამზადა წყვილური მუშაობისთვის. ეს აქტივობა პირდაპირ ემსახურებოდა გაკვეთილის მიზანს. აქტიურად იყო ყველა მოსწავლე ჩართული  გაკვეთილის აქტივობებში, რაც დაეხმარათ გაკვეთილის მიზნის მიღწევაში.
ამავე გაკვეთილის ხელმეორედ ჩატარების შემთხვევაში უფრო მეტ ყურადღებას  დავუთმობდი მოსწავლეთა ქცევის წესებს  გაკვეთილზე. სიტყვების სწორად გამოთქმას, უფრო ხშირად ვამუშავებ მოსწავლეებს  ჯგუფურად.
საბოლოო ჯამში  ჩემმა მოსწავლეებმა შესანიშნავად შეძლეს  შედეგზე გასვლა.

                                                გაკვეთილის გეგმა


მასწავლებელი :  ირმა მესხორაძე

საგანი: ინგლისური ენა

კლასი: მე-7 კლასი
თემა:   The most dangerous animal” Amaizing Animal Facts” .

დრო: 45 წუთი
მოსწავლეთა პროფილი: 14 მოსწავლე
 
გაკვეთილის მიზანი:მოსწავლე კითხვის უნარის გაუმჯობესების მიზნით შეძლებს წაიკითხოს და გაიგოს შემეცნებითი ხასიათის ტექსტი.ამოიცნობს მთავარ თემას/საკითხებს,ფაქტობრივ ინფორმაციას ილუსტრაციების დახმარებით კითხვის პროცესში.ტექსტის დეტალურად კითხვის დროს მოიძიებს კონკრეტულ ინფორმაციას. მოსწავლე სწორად გამოიყენებს კითხვის გაცნობით ტექნიკას.მოსწავლე შეძლებს სწორად გამოიყენოს ახალი ტექსტიდან საკვანძო სიტყვები   ზეპირი გამოსვლის დროს.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
უცხ.ს.II.12.მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს  შემეცნებითი ტექსტი სხვადასხვა თემაზე.( კულტურა და საბუნებისმეტყველო სფეროდან):
-ამოიცნობს მთავარ თემას/საკითხებს.
-ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას.
უცხ.ს.II.15.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კითხვის მიზანი და შესაბამისად გამოიყენოს კითხვის სხვადასხვა ტექნიკა (გაცნობითი, შემეცნებითი, ძიებითი).
ა) მიმართავს გაცნობითი კითხვის ტექნიკას ზოგადი შინაარსიის გასაგებად; მთლიანობაში აკვირდება ტექსტს,განსაზღვრავს ტექსტის ესა თუ ის ნაწილი რა შინაარსის ინფორმაციას შეიცავს; გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ სხვადასხვა ელემენტებზე ( მაგ.: სათაურზე,ქვესათაურზე,ილუსტრაციაზე,საკვანძო სიტყვებზე) დაყრდნობით.
გადაიკითხავს ტექსტს,ყურადღებას არ ამახვილებს უცხო სიტყვებზე,ეყრდნობა ნაცნობ სიტყვებს ზოგადი შინაარსის ამოსაცნობად.
უცხ.ს.II.27.მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს ზეპირმეტყველების სათანადო სტრატეგიები:
კომუნიკაციის წარმართვისათვის იყენებს აუცილებელ რესურსებს (მაგ.: მოდელებს,საკვანძო სიტყვებს,ფრაზებს,გამოთქმებს და ა.შ.).

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ_ჩვევები: მოსწავლემ იცის ზედსართავი სახელების ხარისხები და მათი გამოყენება კითხვა-პასუხის, თხრობის, საუბრის დროს. ზედაპირული წარმოდგენა აქვთ დედამიწაზე ყველაზე საშიში ცხოველების შესახებ. მოსწავლეს აქვს საკმარისი ლექსიკური მარაგი ახალი ტექსტის გასააზრებლად და ასევე აქვს ზეპირი კომუნიკაციის უნარი.

შეფასება და თვითშეფასება: განმავითარებელი,კომენტარი.კითხვა-პასუხი. თვითშეფასების ინსტრუმენტი: „შუქნიშანი“წითელი,ყვითელი,მწვანე ბარათები.

სასწავლო მასალა და რესურსები: წიგნი,ქარდები,პროექტორი,ფანქარი,კომპიუტერი,გამოსაძახებელი ჩხირები,ვიდეო მასალა https://www.youtube.com/watch?v=iqsh4PREmcM

აქტივობა N1.3წთ.
აქტივობის მიზანი: საორგანიზაციო საკითხები.
აქტივობის აღწერა: სიის ამოკითხვა, გაკვეთილის მიზნისა და შეფასების რუბრიკის გაცნობა.
აქტივობაN2.საერთო საკლასო. გონებრივი იერიში 7წთ.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეს შეექმნება მოტივაცია ახალი ცოდნის შესაძენად  და გაიზრდება მაქსიმალური ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი აჩვენებს ვიდეო რგოლს ყველაზე საშიშ ცხოველებზე და სვამს კითხვას :” What did you see on this video”?

აქტივობაN3   წყვილებში მუშაობა.  მინი ინტერვიუ 4წთ.
აქტივობის მიზანი: დაეხმარება მოსწავლეებს არსებული ცოდნის ორგანიზებაში
აქტივობის აღწერა:მასწავლებელი ჰყოფს მოსწავლეებს წყვილებად.თითოეულ მათგანს თხოვს მოამზადოს თითო კითხვა თუ რომელ საშიშ ცხოველს იცნობენ.კითხვა-პასუხის დროს გამოიყენონ  ზედსართავი სახელები  აღმატებით ხარისხში.

აქტივობაN4   საერთო საკლასო  5წთ.
აქტივობის მიზანი:  დაეხმარება მოსწავლეს ტექსტის ზოგადი შინაარსის გაგებაში. გაუადვილდებათ ახალი ტექსტის აღქმა.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს სლაიდ შოუს.თხოვს მოსწავლეებს წაიკითხონ ახალი ტექსტი წიგნში გვ.94 „ Amaizing Animal Facts”და სლაიდ შოუს ილუსტრაციების დახმარებით გაიგონ ტექსტის ზოგადი შინაარსი.
აქტივობა N5 ინდივიდუალური მუშაობა. მარკირება 6წთ
აქტივობის მიზანი: მოსწავლე შეძლებს დამოუკიდებლად ამოიცნოს  საკვანძო სიტყვები ტექსტში.
აქტივობის აღწერა:მასწავლებელი თხოვს მოსწავლეებს ფანქრით ხაზი გაუსვან საკვანძო სიტყვებს ტექსტში და გააკეთონ სავარჯიშო  წიგნში გვ.94.ს.1.
აქტივობა N6.ჯგუფური მუშაობა. კითხვა “in details”  7წთ.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეს უვითარდება ტექსტის დეტალურად კითხვის უნარი,შეძლებს კონკრეტული ინფორმაციის მოძიებას ტექსტში.
აქტივობის აღწერა:  კლასი რომელიც გაყოფილია  4 ჯგუფად გაკვეთილის დასაწყისშივე,თხოვს თითოეულ ჯგუფს წაიკითხონ დეტალურად ტექსტში მითითებულ საშიშ ცხოველებზე ის აბზაცები, სადაც მოთხრობილია მათზე საინტერესო ფაქტები.
აქტივობა N7. ჯგუფური მუშაობა. 7წთ.
აქტივობის მიზანი: მოსწავლე შეძლებს გამოიყენოს საკვანძო სიტყვები ზეპირ გამოსვლაში.
აქტივობის აღწერა: ტექსტის წაკითხვის შემდეგ თითოეული ჯგუფი გამოყოფს ერთ წევრს,რომელიც ისაუბრებს ჯგუფის  მიერ არჩეულ საინტერესო ფაქტის შესახებ.
აქტივობა N8.საერთო საკლასო  3წთ
 აქტივობის მიზანი:მოსწავლეები შეძლებენ კიდევ ერთხელ გაიაზრონ წაკითხული ტექსტი,კითხვა-პასუხის რეჟიმის გამოყენებით.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი ახალი მასალის შესაჯამებლად სვამს კითხვებს .მაგ.:Which is the fastest land animal? Which is the fastest animal in the sea? Which is the fastest animal in the air? Which is the fastest animal of all? Which is the most dangerous animal on the world?
აქტივობა N9. საერთო საკლასო 1წთ
აქტივობის მიზანი: საშინაო დავალების მიცემა
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები მოამზადებენ ესეს საშიში ცხოველების შესახებ.მათი ყოფა ცხოვრება,კვება,სიცოცხლის ხანგრძლივობა და ა.შ.
აქტივობაN10. 2წთ
აქტივობის მიზანი: შეფასება / თვითშეფასება
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი აძლევს განმავითარებელ კომენტარს კლასს,ხოლო კლასი აკეთებს თვითშეფასებას „შუქნიშანი“-ის გამოყენებით(,წითელი,ყვითელი,მწვანე ბარათები)

                                                   შეფასების      რუბრიკა            
კრიტერიუმები
არადამაკმაყოფილებელი
დამაკმაყოფილებელი
კარგი
ძალიან კარგი
მოსწავლე შეძლებს წაიკითხოს და გაიგოს შემეცნებითი ხასიათის ტექსტი.
უჭირს ტექსტის წაკითხვა და გაგება
კითხულობს მაგრამ უჭირს გაგება ტექსტის
კარგად კითხულობს და იგებს ტექსტ, მაგრამ მცირე ხარვეზები შეინიშნება.
უშეცდომოდ კითხულობს და ესმის შემეცნებითი ხასიათის ტექსტი.
მოსწავლე შეძლებს მოიძიოს   კონკრეტული ინფორმაცია ტექსტში, დეტალურად კითხვის დროს.
არ შეუძლია მოიძიოს კონკრეტული ინფორმაცია ტექსტში
ცდილობს მოიძიოს კონკრეტული ინფორმაცია ტექსტში მაგრამ უჭირს.
მოსწავლეს შეუძლია კარგად გაართვას თავი ტექსტის დეტალურად  კითხვას,მაგრამ კონკრეტული ინფორმაციის მოძიებას დიდ დროს ანდომებს.
ძალიან კარგად და სწრაფად ახერხებს კონკრეტული ინფორმაციის მოძიებას ტექსტში,დეტალურად კითხვის დროს.
შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან და მასწავლებელთან
არ შეუძლია ითანამშრომლოს თანაკლასელებთან და მასწავლებელთან
ცდილობს ითანამშრომლოს მაგრამ გაუბედავია.
აქტიურად შეუძლია ითანამშრომლოს თანაკლასელებთან და მასწავლებელთან მაგრამ მცირე ხარვეზებს უშვებს.
სწრაფად და აქტიურად თანამშრომლობს თანაკლასელებთან და მასწავლებელთან.




No comments:

Post a Comment