უცხოური ენების კათედრა

              წეროვნის N 2 საჯარო სკოლის უცხოური ენების კათედრა
                                       ინგლისური ენა
                                       რუსული ენა
                     კათედრის თავმჯდომარე :            ირმა მესხორაძე
                     კათედრის წევრები:                         მაია ბასიშვილი
                                                                                 ნანა სეხნიაშვილი



          სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ  წეროვნის N2 საჯარო სკოლის
                                       უცხოური ენების კათედრის სხდომის 
                                                           ოქმი N 1
თარიღი -  06. 09. 2018 წ.
დრო  : 11:00
სხდომას ესწრებოდნენ:
სკოლის დირექტორი :  ეთერ ჩიხლაძე
კათედრის წევრები: მაია ბასიშვილი, ირმა მესხორაძე, ნანა სეხნიაშვილი
N
სახელი, გვარი
საგნის დასახელება
ხელმოწერა
1
მაია ბასიშვილი    (დირექტორის მოადგილე)
რუსული ენა

2
ირმა მესხორაძე
ინგლისური ენა
რუსული ენა
კინოხელოვნება(არჩევითი)

3
ნანა სეხნიაშვილი
ინგლისური ენა


სხდომა გახსნა სკოლის დირექტორმა ქ-ნმა ეთერ ჩიხლაძემ. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგი და მიმართა მათ, ხომ არ სურდათ დღის წესრიგში რაიმე საკითხის დამატება.
კენჭი ეყარა წინადადებას  დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ.:
მომხრე - 3
წინააღმდეგი -  0

დაადგინეს : დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით.
1.      კათედრის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა.
2.      კათედრის სამოქმედო გეგმის დამტკიცება.
3.      გრიფირებული  სახელმძღვანელოების განხილვა/შერჩევა.
4.      პედაგოგთა საათების განაწილება
5.      თემატურ კალენდარული გეგმების დამტკიცება.
6.      შემაჯამებელი დავალებების ანალიზის ფორმების განხილვა/გადახედვა
7.      სასწავლო პროცესის დაწყებისათვის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება



საკითხი N1.  კათედრის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა.
მომხსენებელი: სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ  წეროვნის  N2 საჯარო სკოლის დირექტორი ქ-ნი ეთერ ჩიხლაძე.
მოისმინეს:  ქალბატონმა ეთ. ჩიხლაძემ დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა კათედრის მუშაობის პრინციპები და გადაწყვეტილების მიღების წესი. ასევე შეახსენა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანების დანართით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კათედრის თავმჯდომარეს ირჩევს კათედრა ერთი სასწავლო წლის ვადით.

შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, სკოლამ უნდა აირჩიოს კათედრის თავმჯდომარე. კათედრის სხდომების ოქმების წარმოებისათვის კი საჭიროა არჩეულ იქნეს მდივანი. ქ-ნმა  ეთ. ჩიხლაძემ  დეტალურად აღწერა კათედრის თავმჯდომარის ფუნქციები, მათ შორის კათედრის შეხვედრების ორგანიზება, დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა; სკოლის მართვის ორგანოებისათვის კათედრის შეხვედრების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებათა მიწოდება; პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობების ორგანიზება;    

ქალბატონმა ე. ჩიხლაძემ დამსწრე საზოგადოებას შეახსენა ისიც, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანების დანართით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთი და იმავე პირის არჩევა კათედრის თავმჯდომარედ შესაძლებელია ზედიზედ სამჯერ და მოუწოდა კათედრის წევრებს წამოეყენებინათ თავიანთი კანდიდატურები.

აღნიშნულ საკითხზე აზრი გამოთქვეს:  დირექტორის მოადგილემ ქ-ნმა მაია ბასიშვილმა    კათედრის  თავმჯდომარედ დაასახელა ირმა მესხორაძე, ხოლო მდივნად  ნ.სეხნიაშვილი. მან ხაზი გაუსვა დასახელებული კანდიდატების  განათლებას, გამოცდილებას, მათ კვალიფიციურობასა და დასაკავებელ თანამდებობებთან შესაბამისობას.

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:
სასწავლო წლის ვადით,  უცხო ენების კათედრის თავმჯდომარედ არჩეულ იქნას ირმა მესხორაძე , კათედრის მდივნად---  ნანა სეხნიაშვილი

მომხრე  - 3
წინააღმდეგი - 0

საკითხი  N2.  კათედრის  სამოქმედო გეგმის დამტკიცება

მომხსენებელი:  კათედრის თავმჯდომარე - ირმა მესხორაძე

მოისმინეს:  კათედრის თავმჯდომარემ  დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ კათედრა თავისი ფუნქციების განსახორციელებლად, „ეროვნული სასწავლო გეგმის“ მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უნდა შეიკრიბოს სემესტრში მინიმუმ ორჯერ.

კათედრის ეფექტურად მუშაობისათვის საჭიროა შემუშავებულ იქნეს კათედრის სამოქმედო გეგმა, რომლითაც განისაზღვრება კათედრის მიერ სასწავლო წლის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებები და მათი განხორციელების პერიოდი. მან კათედრის წევრებს გააცნო  2018-2019 სასწავლო წლის კათედრის  სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია.
აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა კათედრაში გაერთიანებულ ყველა პედაგოგს აძლევს შესაძლებლობას და ასევე მიმართულებას ეფექტურად წარმართოს თავისი საქმიანობა.
სხდომის თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ კათედრის სამოქმედო გეგმისათვის წარმოდგენილი სახით

კენჭისყრის   შედეგები:
მომხრე  -   3
წინააღმდეგი- 0

დაადგინეს: დამტკიცდეს  უცხო ენების კათედრის 2018-2019 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა დანართი N 1 შესაბამისად.


საკითხი N3 გრიფირებული სახელმძღვანელოების არჩევა

მომხსენებელი: სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნისN2  საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე  ქ-ნი   მაია ბასიშვილი.

მოისმინეს: ქ მ. ბასიშვილმა დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ  2011 წლის 11 მარტის N 36/ნ ბრძანების დანართის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ,,შერჩეული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო კონკრეტულ სკოლაში მოქმედებს არჩევიდან 5 წლის განმავლობაში’’. აქედან გამომდინარე, სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N2  საჯარო სკოლამ 2018-2019 სასწავლო წელს აირჩია გრიფირებული სახელმძღვანელოები მე-7, მე-8, მე-9 ,10, მე-11,მე- 12 კლასებში, რომლითაც უნდა ასწავლონ მიმდინარე სასწავლო წელს.  ასევე აღნიშნა ის რომ  2018-2019 სასწავლო წლისთვის , I-VI კლასებში შეირჩა ახალი სახელმძღვანელოები .
  ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად მე-5 კლასში მოსწავლეებს ეძლევათ უფლება აირჩიონ ორი უცხო ენიდან ერთ ერთი. საკითხი განხილული იქნა საერთო კრებაზე და მშობელთა მოთხოვნის საფუძველზე, მეორე უცხო ენად დამტკიცდა რუსული ენა.


დამტკიცდა  სახელმძღვანელოების    სია  რომლითაც  წარიმართება  სასწავლო პროცესი  სკოლაში
- VI კლასები -    ინგლისური  - new building blocks
VII –VIII  კლასი - ინგლისური  -  ჯუდი კარტონი  new inspiration 1,2
IX – Top Score 2
X- Activate
XI –Gatewey B1
XII- Gatewey B1+
 რუსული ენა -  V-VI ს/1, VII –VIII ს/2, IX – ს/3, X- ს/4, XI - ს/5, XII - ს/6  - მ.ლორთქიფანიძე

სახელმძღვანელოების გარდა, სწავლებისას დამატებითი რესურსის სახით გამოიყენოს სხვა საგანმანათლებლო რესურსი და თვალსაჩინოება.    

აღნიშნულიდან გამომდინარე, კათედრის სხდომაზე მასწავლებლების მიერ მოხდა დამხმარე სახელმძღვანელოების შერჩევა.

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:
2018-2019 სასწავლო წლისათვის გამოსაყენებელი გრიფირებული და დამხმარე სახელმძღვანელოების  ნუსხა.

მომხრე  -   3
წინააღმდეგი  - 0


საკითხი N 4. პედაგოგთა საათების  განაწილება

მომხსენებელი: სსიპ  მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის   საჯარო სკოლის დირექტორი -  ქ-ნი ეთერ ჩიხლაძე

მოისმინეს: ქალბატონმა ეთ. ჩიხლაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო პედაგოგებისათვის საათების სავარაუდო გადანაწილების გეგმა და მოუწოდა კათედრის წევრებს შენიშვნების შემთხვევაში დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი.

კათედრის წევრები გაეცნენ სავარაუდო საათობრივ ბადეს და შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

კათედრის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა პედაგოგთა საათების გადანაწილების საკითხი.

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:

პედაგოგთა საათები გადანაწილდეს შემდეგნაირად:

ირმა მესხორაძე  --  19 საათი კვირაში -I-XII კლ
მაია ბასიშვილი   -    10 საათი კვირაში-VIII-XII კლ
 ნანა სეხნიაშვილი- 19 საათი კვირაში-  IV-XII კლ
                                                                      
მომხრე  -  3
წინააღმდეგი - 0

დასაკითხი  N5.  შემაჯამებელი დავალებების ანალიზის ფორმების განხილვა/გადახედვა
მომხსენებელი: ნ. სეხნიაშვილი

მოისმინეს:  ქალბატონმა ნ. სეხნიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას  შეახსენა,  რომ
თითოეული მასწავლებლის მოვალეობაა გააკეთოს შემაჯამებელი დავალებების ანალიზი. კერძოდ, კლასების მიხედვით ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შეგროვება და შენახვა. აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურებოდა კონკრეტული შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდა ეს დავალებები; მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული სამუშაოს რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული სამუშაოს ამსახველი ვიზუალური მასალა; თითოეული კლასის მოსწავლეთა მიერ მიღებული ქულები.

აზრი გამოთქვა: ქ-ნმა მაია ბასიშვილმა. მან აღნიშნა,  რომ  შემაჯამებელი  დავალებების ანალიზი გვიჩვენებს  მოსწავლეების  მიერ   მიმდინარე  თემების   ათვისების  ხარისხს, რაც საშუალებას აძლევს მასწავლებელს ინდივიდუალურად იმუშაოს მოსწავლეებთან შედეგების გაუმჯობესების მიზნით.

თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის              
                  
       კენჭისყრის შედეგები:
მომხრე -  3
წინააღმდეგი - 0
დაადგინეს: კათედრის   წევრებმა  იხელმძღვანელონ   წარმოდგენილი  შემაჯამებელი  დავალების ანალიზების   ფორმებით .

საკითხი N6.   სასწავლო პროცესის დაწყებისათვის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება

მომხსენებელი: სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N2  საჯარო სკოლის უცხო ენების  კათედრის თავმჯდომარე  ირმა მესხორაძე

მოისმინეს:   ქალბატონმა ირმა მესხორაძემ  ასევე ისაუბრა კოორდინირებული მუშაობის უპირატესობაზე და აღნიშნა, რომ წარმატებული მუშაობისათვის აუცილებელია საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება. კათედრა მიმდინარე სასწავლო წელს გეგმავს სხვადასხვა თემებზე ღია და ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარებას, რაშიც სასურველია თითოეული მასწავლებელი ჩაერთოს და  სასწავლო წლის განმავლობაში რამდენიმე აქტივობა განახორციელოს.

კათედრის თავმჯდომარემ კათედრის წევრებს დაავალა ერთობლივად შეიმუშაონ 2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში განსახორციელებელი აქტივობების/ღონისძიებების გეგმები. თავმჯდომარემ  კათედრის წევრებს მიმართა კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:

ცნობად იქნეს მიღებული კათედრის თავმჯდომარის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სასწავლო პროცესის დაწყებისათვის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით.

მომხრე  - 3
წინააღმდეგი - 0



დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დაიხურა.

სხდომის დასრულების დრო: 1
2:00 სთ

კათედრის თავმჯდომარე:                                                 ირმა მესხორაძე

მდივანი:                                                                            ნანა სეხნიაშვილი





                სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლის     
                                       უცხოური ენების კათედრის სხდომის                                           
                                                          ოქმი N2
წეროვანი                                                                                                            26.09.2018 წ.
სხდომის დაწყების დრო:    14:00 სთ.
სხდომას ესწრებოდნენ :
სკოლის დირექტორი: ეთერ ჩიხლაძე,
კათედრის წევრები:
N
სახელი, გვარი
საგნის დასახელება
ხელმოწერა
1
მაია ბასიშვილი.. დირექტორის მოადგილე
რუსული ენა... 

2
ირმა მესხორაძე
ინგლისური ენა,  რუსული ენა

3
ნანა სეხნიაშვილი
ინგლისური ენა


სხდომა გახსნა კათედრის თავმჯდომარემ ირმა მესხორაძემ. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგი და მიმართა მათ, ხომ არ სურდათ დღის  წესრიგში რაიმე საკითხის დამატება.


კენჭი ეყარა წინადადებას დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ:
 მომხრე:  3
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
დაადგინეს: დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით.
                                                      დღის წესრიგი:

!. კათედრის მიერ სკოლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასების ჯგუფის წევრის არჩევა.

საკითხი N1. კათედრის მიერ სკოლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასების ჯგუფის წევრის არჩევა.
მომხსენებელი:  უცხოური ენების კათედრის თავმჯდომარე ირმა მესხორაძე
მოისმინეს: ქალბატონმა მესხორაძემ დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართულ მასწავლებელთა  შეფასების ჯგუფი შექმნილი იყო სამი წლის ვადით. ვადის გასვლის გამო დღის წესრიგში დადგა კათედრიდან შეფასების ჯგუფის ახალი წევრის წარდგენის საკითხი და შესთავაზა კათედრის წევრებს დაესახელებინათ შეფასების ჯგუფის წევრობის კანდიდატები.
 აღნიშნულ საკითხზე აზრი გამოთქვეს: კათედრის წევრებმა მაია ბასიშვილმა და ნანა სეხნიაშვილმა. მათი გადაწყვეტილებით ირმა მესხორაძე არჩეულ იქნა შეფასების ჯგუფის წევრად.

კენჭის ყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:
უცხოური ენების კათედრიდან წარმომადგენელი შეფასების ჯგუფში დასახელებულ იქნა ირმა მესხორაძე.
 მომხრე : 3
 წინააღმდეგი : 0
 სხდომის დასრულების დრო : 15;00 სთ.

 კათედრის თავმჯდომარე :                                                    ი. მესხორაძე

 მდივანი:                                                                                    ნ.სეხნიაშვილი


სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლის უცხოური ენების კათედრის სხდომის
ოქმი 3
                                                                                                08.11.2018წ.

სხდომის დაწყების დრო: 14:00 სთ
სხდომას ესწრებოდნენ:
კათედრის წევრები: 
                                     ირმა მესხორაძე
                                     ნანა სეხნიაშვილი
სხდომას აგრეთვე ესწრებოდა სკოლის დირექტორი: ქ.-ნი ეთერ ჩიხლაძე

სხდომა გახსნა უცხოური ენების კათედრის თავმჯდომარემ ირმა მესხორაძემ. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგი და  მიმართა, ხომ არ სურდათ დღის წესრიგში  რაიმე საკითხის დამატება.

კენჭი ეყარა წინადადებას დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ:

მომხრე  3  მასწავლებელი
წინააღმდეგი- 0

დაადგინეს:  დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით.

დღის წესრიგი:
1.      ეროვნული და კერძო ოლიმპიადებისთვის მოსწავლეების მომზადების საკითხის განხილვა;

საკითხი N1. ეროვნული და კერძო ოლიმპიადებისთვის მოსწავლეების მომზადების საკითხის განხილვა;
მომხსენებელი:  დირექტორის მოადგილე ქ.-ნი მაია ბასიშვილი

მოისმინეს: ქ.-მა მაია ბასიშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგით წარმოდგენილი პირველი საკითხი. მან კათედრის წევრებს შეახსენა, რომ აუცილებელია დაიწყოს მოსწავლეების აქტიური მზადება ეროვნული და კერძო ოლიმპიადებისათვის. მან აღნიშნა, რომ ოლიმპიადების მიზანია სწავლისადმი ინტერესების გაღვივება, ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა და მათი წახალისება, რაც მნიშვნელოვანია არამარტო მოსწავლეებისთვის, არამედ სკოლისთვისაც.
ქ.-მა მაიამ დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ სსიპ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორის 2018 წლის 26 მარტის N56 ბრძანებით დამტკიცებული „მასწავლებლის შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტების“ შესაბამისად, ოლიმპიადისთვის მოსწავლეთა მომზადებისათვის მასწავლებელს მიენიჭება 0.5 კრედიტქულა. ამისათვის კი მასწავლებელმა უნდა შეიმუშაოს ოლიმპიადისათვის მოსამზადებლად მოსწავლეებთან ჩასატარებელი გაკვეთილების პროგრამა, რომელშიც დეტალურად იქნება ასახული საქმიანობის მიზანი და მისი მიღწევის გზები, განსახორციელებელი აქტივობების თანმიმდევრობა და მათი შესაბამისობა საქმიანობის მიზანთან, ასევე სწავლების დროს გამოსაყენებელი რესურსების ჩამონათვალი. საბოლოოდ კრედიტქულის მისაღებად მასწავლებელმა თავის პროფესიულ საქაღალდეში უნდა ატვირთოს ოლიმპიადაში მოსწავლეთა მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.  მომხსენებელმა კათედრის წევრებს ასევე შეახსენა, რომ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2018 წლის 15 ოქტომბრის ,,2018-2019 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის თითოეულ საგანში კონკრეტული კლასის/კლასების განსაზღვრის შესახებ’’  N155/18  ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, 2018-2019 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური ტარდება 17 ნოემბრიდან 02 დეკემბრის ჩათვლით. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადაზე მოსწავლეებმა გამოთქვეს  მონაწილეობის სურვილი რუსულ და ინგლისურ ენებში  და  დარეგისტრირდა 11 მოსწავლე, (დანართიN1.)
 ქ.მა მაიამ მოუწოდა მასწავლებლებს აქტიურად დაიწყონ ოლიმპიადისათვის მოსწავლეების მომზადება.

რაც შეეხება კერძო ოლიმპიადებს, ჩვენი  სკოლის მოსწავლეები არ  დარეგისტრირებულან.

აღნიშნულ საკითხზე აზრი გამოთქვეს: ნანა სეხნიაშვილმა და ირმა მესხორაძემ აღნიშნეს მოსწავლეთა მონდომება და წარმატება წინა სასწავლო წლებში. მათი აზრით, საჭიროა, მასწავლებლებმა მაქსიმალურად შეუწყონ ხელი მოსწავლეებს ოლიმპიადებისთვის სათანადოდ მომზადებაში, რათა კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწიონ.

კათედრის თავმჯდომარემ მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის.

კენჭისყრის შედეგები:

მომხრე  3
წინააღმდეგი- 0

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:

ცნობად იქნეს მიღებული კათედრის თავმჯდომარის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ეროვნულ ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დაიხურა.



სხდომის დასრულების დრო: 15:00სთ

კათედრის თავმჯდომარე:                    ირმა მესხორაძე.

მდივანი:                                                ნანა სეხნიაშვილი.




სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის  სოფ. წეროვანის  N2 საჯარო სკოლის                                               უცხოური ენების კათედრის
სხდომის ოქმი N4

წეროვანი                                                                        4 იანვარი  2019 წელი

სხდომის დაწყების დრო:  12:00 სთ

სხდომას ესწრებოდნენ:
კათედრის თავმჯდომარე:  ირმა მესხორაძე
მდივანი:    ნანა სეხნიაშვილი
კათედრის წევრები:  მაია ბასიშვილი

N
სახელი, გვარი
საგნის დასახელება
1
ირმა მესხორაძე
ინგლისური ენა
რუსული ენა
2


მაია ბასიშვილი

რუსული ენა
3


ნანა სეხნიაშვილი

ინგლისური ენა

დღის წესრიგი:
  1. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგებში მონაწილეობის დაგეგმვა;
2.    პირველი სემესტრის  შედეგების  განხილვა/ანგარიში;
3.    პირველი სემესტრის განმავლობაში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზი.


კენჭი ეყარა წარმოდგენილ დღის წესრიგს:
მომხრე    3
წინააღმდეგი - 0

საკითხი №1.  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგებში მონაწილეობის დაგეგმვა
მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე  :    ირმა მესხორაძე

მოისმინეს: კათედრის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ მასწავლებელთა პროფესიული ზრდა უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც მთლიანად სკოლის განვითარებისათვის, ისე თითოეული ჩატარებული გაკვეთილის პროდუქტიულობის ასამაღლებლად და მოსწავლეთა მიღწევების გასაზრდელად.
თითოეულ მასწავლებელს შესაძლებლობა აქვს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით დაესწროს სხვადასხვა უფასო ტრენინგებს. ტრენინგები ტარდება სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, მაგ: მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომებზე, გაკვეთილის დაგეგმვაზე, სასწავლო რესურსის მნიშვნელობაზე სწავლება-სწავლის პროცესში, შეფასების პრინციპებზე და ა.შ. აღნიშნულ ტერნინგებზე მასწავლებელებს მიეცემათ  რეკომენდაციებ, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვისას და წარმართვისას. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტერნინგები მასწავლებელებს ჩაეთვლებათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში განხორციელებულ ერთ-ერთ აქტივობად და მიიღებენ შესაბამის კრედიტქულებს.

კათედრის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას მოუწოდა დარეგისტრირებულიყვნენ ტრენინგებზე და პროფესიული ან/და საგნობრივი კომპეტენციის ამაღლებისათვის, მათი საჭიროების შესაბამისად გაევლოთ ტრენინგები.

აზრი გამოთქვა:  ნანა სეხნიაშვილმა აღნიშნა, რომ  კათედრის წევრები მზად არიან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით დაესწრონ სხვადასხვა ტრენინგებს.

სხდომის თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის.
კენჭისყრის   შედეგები:
მომხრე    3
წინააღმდეგი- 0

დაადგინეს: ცნობად იქნას მიღებული წარმოდგენილი ინფორმაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგებში მონაწილეობის დაგეგმვასთან დაკავშირებით.

საკითხი N2. პირველი სემესტრის  შედეგების  განხილვა/ანგარიში
მომხსენებელი:  მაია ბასიშვილი

მოისმინეს:  ქალბატონმა მაიამ  დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია მოსწავლეთა პირველი სემესტრის აკადემიური მოსწრების შესახებ. დეტალურად ისაუბრა კლასების მიხედვით მოსწავლეთა შეფასებებზე, მისი თქმით 2018-2019 სასწავლო წლის პირველ სემესტრში  გამოიკვეთა ის რომ შემაჯამებელი სამუშაოები პირველი ნაწილი უფრო მაღალი შედეგების მაჩვენებელია ვიდრე მეორე, რაც მიუთითებს იმაზე რომ უფრო ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი მასწავლებლების მხრიდან და გააგრძელებენ მუშაობას  მოსწავლეტა შედეგების გასუმჯობესებლად.

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. წეროვნის N2 საჯარო სკოლის პრიორიტეტია მნიშვნელოვნად გაიზარდოს სხვადასხვა პროექტებში მოსწავლეთა ჩართულობისა და აქტივობების ხვედრითი წილი. პირველ სემესტრში მოსწავლეთა ოლიმპიადებში  მონაწილეობა დადებითად აისახა მათ აკადემიურ შედეგებზეც.  სასურველი იქნება II სემესტრიდან დაიგეგმოს ერთობლივი ღონისძიებები, პროექტები, სადაც აქტიურად ჩაერთვებიან  სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. წეროვნის N2  საჯარო სკოლის მოსწავლეები.
მისი თქმით, მოსწავლეების ოლიმპიადებსა და პროექტებში მონაწილეობა ზრდის მათ მოტივაციას, წარმატებით დაძლიონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწირებული სავალდებულო და არჩევითი საგნები.  
გარდა ამისა, ქალბატონმა მაიამ  აღინიშნა, რომ მოსწავლეთათვის საჭირო უნარების გასაუმჯობესებლად აუცილებელია აქტივობების მინიმალური რაოდენობის შესრულება თითოეული საგნისათვის. მათ შორის, პრეზენტაციების, პროექტების, ინტეგრირებული გაკვეთილებისა და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება.

 ასევე ქალბატონმა მაიამ ისაუბრა იმის შესახებ რომ ნოემბერში  მან  უზრუნველყო შიდა ოლიმპიადის ჩატარება, რუსულ და ინგლისურ ენებში. (დანართი 1 იხილეთ ქვემოთ.)

აღნიშნულ საკითხზე აზრი გამოთქვეს:  ირმა მესხორაძემ და ნანა სეხნიაშვილმა.მათ  აღნიშნეს სხვადასხვა აქტივაბაში მოსწავლეთა  მონაწილეობა, მათი მონდომება და დაინტერესება დადებითად აისახება მათ შედეგებზე. დადებითად შეაფასეს მთლიანად პირველ სემესტრში კათედრის მიერ გაწეული მუშაობა.

კათედრის თავმჯდომარემ მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას კენჭი ეყარათ წარმოდგენილი საკითხისათვის.

კენჭისყრის შედეგები:
მომხრე   3
წინააღმდეგი - 0

დაადგინეს: ცნობად იქნას მიღებული პირველი სემესტრის შედეგებთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაცია.


საკითხი N3. პირველი  სემესტრის განმავლობაში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზი.
მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე :  ირმა მესხორაძე

მოისმინეს:  ქალბატონმა ირმამ დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის N40/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ 32-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, თითოეულმა მასწავლებელმა უნდა შეადგინოს და კათედრას წარუდგინოს  მის მიერ ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზი. აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს:შემაჯამებელი დავალების ნომერი, შემაჯამებელი დავალების პირობა, საგნის სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურება კონკრეტული შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდება ეს დავალებები; ასევე, მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული შემაჯამებელი დავალების რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული შემაჯამებელი დავალების ამსახველი ვიზუალური მასალა. უცხოური ენების კათედრაზე გაერთიანებულ თითოეულ საგანში, კლასების მიხედვით ჩატარდა სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული შემაჯამებელი დავალებები. თითოეულმა მასწავლებელმა კათედრის სხდომაზე წარმოადგინა მათ მიერ ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზი.

განხილვის შედეგად აღმოჩნდა, რომ პირველ სემესტრში პირველი ნაწილი დავალებისა უფრო მაღალი შედეგი დაფიქსირდა ვიდრე მეორე ნაწილისა. რაზეც მასწავლებლების მხრიდან მეტი სამუშაოა გასატარებელი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის N40/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ 32-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, შემაჯამებელი დავალების კომპონენტში სავალდებულოა კომპლექსური, კონტექსტის მქონე დავალებების გამოყენება (მაგ., ესეს დაწერა, პროექტის მომზადება, ლაბორატორიული კვლევის ჩატარება, რეფერატის დაწერა, ამოცანის ამოხსნა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშის შექმნა, მოთხრობის შედგენა, მონაცემთა ბაზის შექმნა, კონკრეტული პრობლემის გადაჭრა, საველე-გასვლითი სამუშაოს ან სასწავლო ექსკურსიის ანგარიშის მომზადება და სხვ.). ამგვარ დავალებაში შესრულებული სამუშაოს მრავალმხრივი შეფასებისათვის პედაგოგმა უნდა შეიმუშავოს მოსწავლეების შეფასების კრიტერიუმები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სკოლაში იშვიათად, მაგრამ მაინც, ადგილი აქვს შემაჯამებელი სამუშაოების მხოლოდ ერთი ფორმის გამოყენებას (ტესტური დავალებები), რომელიც უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ დახურული ტიპის დავალებებია და დაბალ დონეზე ამოწმებს მოსწავლის უნარს. გამოვლინდა, რომ მასწავლებლებმა, რომლებმაც გამოიყენეს მხოლოდ დახურული ტიპის დავალებებ, უფრო დაბალ შედეგს მიაღწიეს ვიდრე, იმ მასწავლებლებმა, რომლებმაც გამოიყენეს  შემაჯამებელი დავალების მრავალფეროვანი ფორმები (პრეზენტაცია, რეფერატი და ა.შ)

საგულისხმოა, რომ მოსწავლემ ზოგჯერ არ იცის  შემაჯამებელი დავალების კონკრეტული ფორმატი, შეფასების კრიტერიუმები, შემაჯამებელი გაკვეთილის ჩატარების დრო (ზოგჯერ მოსწავლე მთელი კვირის განმავლობაში მოლოდინის რეჟიმშია). აღნიშნული გარემოება პრობლემაას წარმოადგენს, რამდენადაც შემაჯამებელი სამუშაოს მთავარი მიზანია  დიაგნოსტიკური და სწავლების ფუნქცია - დაადგინოს თითოეული მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარე, მისცეს შესაბამისი რეკომენდაციები. თუ შემაჯამებელი დავალების შესრულების შემდეგ სწრაფად არ ხდება უკუკავშირის გაკეთება, მოსწავლე ინტერესს კარგავს თავისი ნამუშევრის შედეგების მიმართ. შესაბამისად, მოსწავლე მომავალში ვეღარ იყენებს მიღებულ ცოდნას ეფექტურად.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასურველი იქნება მასწავლებლებმა თითოეული მოსწავლის ნაშრომები შეაგროვონ საქაღალდეში, გააკეთონ კომენტარები და შენიშვნები მოსწავლეთა შეფასებებზე, ასახონ როგორც თითოეული მოსწავლის განვითარების გეგმა (ანუ თუ რა მიმართულებით სჭირდება კონკრეტულ მოსწავლეს გაძლიერება), ასევე, ყველა მოსწავლის შედეგების ანალიზზე დაყრდნობით, იმსჯელონ  მთელი კლასის მიღწევებსა და საჭიროებებზე.

ასევე, მოსწავლეებისა და თავად მასწავლებლების პროფესიული განვითარებისათვის მიზანშეწონილი იქნება,  მასწავლებლებმა გამოიყენონ შეფასებების რაოდენობრივი ანალიზი. დააკვირდნენ ნიშნებს სემესტრების მიხედვით, შეადარონ თითოეული მოსწავლის მიღწევები კლასის ან შესაძლებელია, სკოლის საშუალო შედეგებს.

აღნიშნული ანალიზის საშუალებით სკოლის ადმინისტრაციას შესაძლებლობა ექნება დააკვირდეს ზოგად ტენდენციებს სხვადასხვა კლასებსა და საგნებში. მიიღოს მხედველობაში არსებული შედეგები და მის გასაუმჯობესებლად დასახოს სხვადასხვა გზები/აქტივობები.

აღნიშნულ საკითხზე  აზრი გამოთქვეს: - მაია ბასიშვილმა აღნიშნა, რომ შემაჯამებელი დავალებების ანალიზი ეხმარება მასწავლებელს გაანალიზოს თითოეულ კლასში ჩატარებული სამუშაოები. რა ქმედითი ნაბიჯებია საჭირო უკეთესი შედეგის მისაღებად, დაგეგმოს ამ კლასში განსახორიელებელი ღონისძიებები და ა.შ 2018-2019 სასწავლო წლის შემაჯამებელი დავალებების ანალიზის შედეგად გამოვლინდა მოსწავლეთა სუსტი მხარეები, რომელზეც მასწავლებლები გააგრძელებენ მუშაობას და გაითვალისწინებენ შემდგომში სამუშაო პროცესის დაგეგმვისას.

კენჭისყრის შედეგები:
მომხრე   3.
წინააღმდეგი - 0

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:

ცნობად იქნას მიღებული მასწავლებელთა მიერ წარმოდგენილი შემაჯამებელი დავალების ანალიზი.


დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დახურულად გამოცხადდა.

სხდომის დასრულების დრო   15:30. სთ


კათედრის თავმჯდომარე:                                              ირმა მესხორაძე
მდივანი:                                                                 ნანა სეხნიაშვილი


სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ.წეროვნის N2 საჯარო სკოლის  უცხოური ენების კათედრის
 სხდომის ოქმი N 5

                                                                                      19. 04. 2019წ.
სხდომის დაწყების დრო:  14:00  -  15:00 სთ

სხდომას ესწრებოდნენ კათედრის წევრები:

ირმა მესხორაძე          კათედრის თავ.-რე
მაია ბასიშვილი          დირექტორის მოადგილე
ნანა სეხნიაშვილი      კათედრის წევრი

სხდომას აგრეთვე ესწრებოდა: დირექტორი   ქ.-ონი ეთერ ჩიხლაძე

სხდომა გახსნა კათედრის თავმჯდომარემ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ 2019 წლის 11 აპრილს ცვლილება შევიდა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით კათედრის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული დღის წესრიგი უნდა შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

დღის წესრიგი:
Ø  კათედრის წევრთა შორის ურთიერთდასწრების განხილვა.

სხდომა გახსნა კათედრის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას მიმართა მათ ხომ არ სურდათ რაიმე საკითხის დამატება და მოუწოდა კენჭი ეყარათ დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ წინადადებისთვის.

მომხრე   3
წინააღმდეგი - 0

დაადგინეს:  დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით:

საკითხი N1. კათედრის წევრთა შორის ურთიერთდასწრების განხილვა
მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე - ირმა მესხორაძე
მოისმინეს: თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას განუმარტა, რომ  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის N40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ეროვნული სასწავლო გეგმის“ მე-20 მუხლის მეორე პუნქტის ,,ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, კათედრის ფუნქციაა: ,,კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება“, ,,ზრუნვა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის“. მისი  მოსაზრებით, ურთიერთდასწრება პედაგოგებს საშუალებას აძლევს გამოავლინონ აქტუალური პრობლემები, შეიმუშაონ გადაჭრის გზები და მიიღონ მეტი გამოცდილება. ყოველივე ეს ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას.

მიმდინარე სასწავლო წელს აქტიურად მიმდინარეობდა სასწავლო პროცესის მონიტორინგი, გაკვეთილებზე დასწრება, საგანმანათლებლო პროცესის დიაგნოსტირება და სწავლების ხარისხის შეფასება.

მონიტორინგის ანალიზი დამუშავდა და კონფინდენციალურად განხილულ იქნა ცალკეულ პედაგოგთან. შეფასების ზოგადი დადებითი და უარყოფითი ტენდენციები განხილულ იქნა პედაგოგთა და ადმინისტრაციის შეხვედრებზე, დაისახა პრობლემის გადაჭრის გზები. საბოლოოდ, მასწავლებელთა გაკვეთილებზე დასწრების შედეგად გაკეთდა SWOT-ანალიზი.  გაკვეთილებზე დასწრების SWOT ანალიზის შედეგად გამოიკეთა:

ძლიერი მხარე
გაუმჯობესების გზები
Ø    მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კეთილგანწყობილი და თანასწორობაზე აგებული ურთიერთობა;
Ø    კლასის მართვა;
Ø    საგნის ცოდნა (საგნობრივი კომპეტენცია);
Ø    მოსწავლეებთან კომუნიკაცია;
Ø    მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში;
Ø    საკუთარ პრაქტიკაში ახალი/თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების სურვილი;
Ø    მასწავლებელმა გაკვეთილი უნდა ააგოს აზროვნების დონეების განმავითარებელი კითხვებით;
Ø    მასწავლებელი უნდა ეცადოს დანერგოს საკუთარ პრაქტიკაში ახალი მეთოდები და ტექნოლოგიები (საჭიროებს ტრენინგებს);
Ø    მასწავლებელი უფრო ღრმად გაეცნოს საგნობრივ სტანდარტს და სტანდარტში მითითებული შედეგების ინდიკატორების დახმარებით დაგეგმოს საგაკვეთილო პროცესი;
Ø    მასწავლებელმა აქტიურად უნდა გამოიყენოს სხვადსხვა სასწავლო რესურსები, თვალსაჩინოებები;
სუსტი მხარე
საფრთხეები
Ø    სასწავლო რესურსის გამოყენებლობ ან არაეფექტური გამოყენება.
Ø    თანამედროვე სწავლების სტრატეგიებისა და მეთოდოლოგიის მეტ-ნაკლები ცოდნა
Ø    ყველა პედაგოგს ბოლომდე არ აქვს გათავისებული ახალი მიდგომების არსი (ხშირად გაკვეთილებზე დომინირებდა დახურული კითხვები);
Ø    პედაგოგების ნაწილს გაკვეთილის აგების პრინციპი ბოლომდე არ აქვს გათავისებული;
Ø    რამდენიმე პედაგოგი არ იცნობს სტანდარტს, ვერ იყენებს მას სწავლება/სწავლის პროცესში;
Ø    შეფასების სისტემის გაუმჭვირვალობა.
Ø    მხოლოდ საგნის ცოდნა საკმარისი არ არის, სასურველია სწავლების მეთოდების გამრავალფეროვნება, მათი მორგება მოსწავლეთა საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე;
Ø    სწავლება/სწავლის პროცესისადმი შემოქმედებითი მიდგომის დროს მასწავლებელმა არ გადააჭარბოს სტანდარტის მოთხოვნებს;
Ø    კონკრეტული აქტივობები მჭიდრო კავშირში უნდა იყოს საგაკვეთილო თემის შინაარსთან;

სასწავლო პროცესის მონიტორინგი და გაკვეთილებზე დასწრება მიზნად ისახავს სასწავლო პროცესის შემდგომ გაუმჯობესებას.

კათედრის სხდომაზე დეტალურად იქნა განხილული კათედრის წევრთა ურთიერთდასწრების შედეგად მიღებული განხილვა-შეფასებები, ასევე დაიგეგმა გამოკვეთილი პრობლემების გადაჭრისა და აღმოფხვრისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები.  

კათედრის თავმჯდომარის აზრით, სასურველია მასწავლებლებს ჩაუტარდეთ ტრენინგები თანამედროვე სწავლების სტრატეგიებისა და მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით,  უფრო აქტიურად მოხდეს დამატებითი სასწავლო   რესურსების მოძიება და ეფექტურად გამოყენება, რიგ შემთხვევებში უმჯობესი იქნება გაკვეთილებზე გამოყენებული იყოს თვალსაჩინოებები,  ასევე შეფასების სისტემის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, უმჯობესი იქნება მოსწავლეებმა წინასწარ იცოდნენ შეფასების რუბრიკა.

აზრი გამოთქვა: დირქტორის მოადგილემ და ამავე კათედრის წევრმა ქ.-მა მაია ბასიშვილმა აღნიშნა, რომ მასწავლებელთა ხშირი ურთიერთდასწრება პედაგოგებს დაეხმარება პრაქტიკის გაუმჯობესებასა და უკეთესი შედეგის მიღწევაში.

სხდომის თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის.
კენჭისყრის   შედეგები:
მომხრე - 3
წინააღმდეგი- 0

დაადგინეს: ცნობად იქნას მიღებული კათედრის თავმჯდომარის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, კათედრის წევრთა შორის ურთიერთდასწრებასთან დაკავშირებით.


დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დაიხურა.

სხდომის დასრულების დრო:                15:00

კათედრის თავმჯდომარე:                          ირმა მესხორაძე
მდივანი:                                                         ნანა სეხნიაშვილი





სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ.წეროვნის N2 საჯარო სკოლის  უცხოური ენების კათედრის
 სხდომის ოქმი N 6
                                                                                                               19. 06. 2019წ.
სხდომის დაწყების დრო:  12:00  -  14:00 სთ

სხდომას ესწრებოდნენ:    სსიპ მცხეთის  მუნიციპალიტეტის სოფ.წეროვნის N2 საჯარო სკოლის დირექტორი: ქ-ნი ეთერ ჩიხლაძე.                                                                                                                                         
კათედრის წევრები:
ირმა მესხორაძე          კათედრის თავ.-რე
მაია ბასიშვილი          დირექტორის მოადგილე
ნანა სეხნიაშვილი      კათედრის წევრი

სხდომა გახსნა კათედრის თავმჯდომარემ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგი.
დღის წესრიგი:
v  უცხოური ენების კათედრის  წლიური ანგარიში.
კათედრის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას მიმართა, ხომ არ სურდათ რაიმე საკითხის დამატება და მოუწოდა კენჭი ეყარათ წინადადებებისთვის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ.

მომხრე   3
წინააღმდეგი - 0
კათედრის გამგემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა 2018-2019 სასწავლო წლის, წლიური
 ანგარიში.
2018-2019 სასწავლო წლის პირველ და მეორე სემესტრების განმავლობაში ჩავატარე ყველა დაგეგმილი კათედრის სხდომა, რომლებზეც ვარჩევდით აქტუალურ საკითხებს და ვცდილობდით გადაგვეჭრა კათედრასთან არსებული საკითხები და პრობლემები როგორიცა: საათების განაწილება, თემატურ-კალენდარული გეგმების შედგენა, ახალ სახელმძღვანელოებში გარკვევა. გარდა ამისა პერიოდულად ორგანიზებას ვუწევდი კათედრის დამატებით შეხვედრებს, რომლებზეც განვიხილავდით გაკვეთილებზე ურთიერთდასწრებას თუ გამოცდილების ურთიერთგაზიარება.
კათედრის წევრები მთელი წლის განმავლობაში ზრუნავდნენ პროფესიულ განვითარებაზე. პირადად მე გავიარე ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებული ტრენინგი „დებატები და მოლაპარაკება“. დირექტორის მოადგილემ და ამავე დროს კათედრის წევრმა, მაია ბასიშვილმა გაიარა მასწავლებელთა პროფესიული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი -„რუსული ენის სწავლება, როგორც უცხოური ენა“. ტრენინგზე მიღებული ცოდნა გავუზიარეთ ერთმანეთს კათედრის წევრებმა.
2019 წლის 28 მაისს ქ-ნმა მაია ბასიშვილმა , მე-8 კლასში ჩაატარა პროექტი გაკვეთილი „„თბილისის ღირსშესანიშნაობები“, სადაც ნათლად ჩანდა მოსწავლეთა ჩართულობა და თანამშრომლური მუშაობის უნარები საგაკვეთილო პროცესში. ასევე ქ-ონ მ. ბასიშვილის ინიციატივით, მთელი სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებულ ოლიმპიადებში.
მე პირადად, მე-8 კლასში დავგეგმე საწრეო მუშაობა „ზეპირი კომუნიკაცია“ და განვახორციელე სპექტაკლი ინგლისურ ენაზე „პინოქიოს თავგადასავალი“ ,სადაც მოსწავლეები ჩართულები იყვნენ მასში, ზეპირი კომუნიკაციის უნარების განვითარების მიზნით, რაც მათთვის სასწავლო პროცესს უფრო სახალისოს და საინტერესოს ხდიდა. 
კათედრის მუშაობას ვაფასებ დადებითად და მადლობას ვუხდი ყველა პედაგოგს გაწეული სამუშაოსთვის. იმედი მაქვს რომ შემდეგი სასწავლო წელი უფრო აქტიური, ნაყოფიერი და წარმატებული იქნება.
აზრი გამოთქვა: დირექტორის მოადგილემ კათედრის მუშაობა შეაფასა დადებითად.



დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დაიხურა.

სხდომის დასრულების დრო:                14:00

კათედრის თავმჯდომარე:                          ირმა მესხორაძე
მდივანი:                                                         ნანა სეხნიაშვილი








No comments:

Post a Comment