თვალსაჩინოების სათაურია "ამინდი სხვადასხვაგვარია,წელიწადის სხვადასხვა დროს".
ინსტრუქცია: ცარიელ ადგილებში, ქინძისთავის გამოყენებით ან წებოვანით მიამაგრეთ ქვემოთ მოცემული თვალსაჩინოებები ისე რომ შეესაბამებოდეს ფრაზები და ამინდის გამოხატველი თვალსაჩინოება ერთმანეთს
თვალსაჩინოება
-- სასწავლო რესურსი
წეროვნის N2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელი,ირმა
მესხორაძე პირადი ნომერი: 60001028167
თვალსაჩინოება სასწავლო რესურსის რეფლექსია
ჩემს მიერ,2019წლის 18 აპრილს შექმნილი თვალსაჩინოება- სასწავლო რესურსის სათაურია „ამინდი სხვადასხვაგვარია წელიწადის
სხვადასხვა დროს“. აღნიშნული რესურსი შექმნილია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთათვის,
კერძოდ პირველი,მეორე,მესამე კლასებისთვის. მასწავლებლებისა და სხვა დაინტერესებული
პირებისთვის. მოსწავლემ უნდა მიამაგროს ამინდის თემაზე დაწერილ ფრაზებს ამინდის შესაფერისი
თვალსაჩინოებები.
საშუალო სკოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება
გაკვეთილის იმგვარად დაგეგმვას, რომ გეგმის თითოეული კომპონენტი შეესაბამებოდეს მოსწავლეთა
შესაძლებლებლობებს, ითვალისწინებდეს მათ ინტერესებს და ხელს უწყობდეს შინაგან მოტივაციას.
ინტერესის აღძვრასა და შინაგანი მოტივაციის შექმნაში, დიდი როლი ენიჭება რესურსებს,
კერძოდ კი თვალსაჩინოებას. თვალსაჩინოებები დამხმარე საშუალებებია,რომელთაც აჩვენებენ,
დემონსტრირებას უკეთებენ გაკვეთილზე, რათა უფრო გასაგები და ადვილად აღსაქმელი გახდეს
სასწავლო მასალა თუ მიწოდებული ინფორმაცია.
აღნიშნული რესურსის
შექმნა გდავწყვიტე იმიტომ რომ მე-3 კლასის მოსწავლეებს უჭირს ახალი სიტყვების დამახსოვრება ინგლისურ ენაში,ამიტომ
შევქმენი ეს თვალსაჩინოება ამინდის თემაზე. რესურსი სახალისოა და საინტერესო. იძლევა
რამდენჯერმე შესრულების საშუალებას, რის შედეგადაც მოსწავლე ხალისით ასრულებს დავალებას.
თითოეულმა
მოსწავლემ შეიძლება დაუშვას შეცდომები რესურსის გამოყენებისას, რესურსი კი იძლევა საშუალებას
დაუბრუნდეს აღნიშნულ აქტივობას რამდენჯერმე
სანამ არ მიამაგრებს შესაფერის ნივთს
ახალ სიტყვებს.
კონკრეტული ინსტრუქცია დევს შემდეგ ბმულზე:
მიამაგრეთ შესაფერისი ნივთი ახალ სიტყვებს-put the
items in the empty place
ფორმატზე დაწერილი სიტყვებს მიამაგრეთ ამინდის შესატყვისი ნივთი,ისე რომ
თანხვედრა გამოვიდეს ერთმანეთან.put the items in the empty place.
თვალსაჩინოება შექმნილია ესგ-ეს უცხოური ენის სასწავლო სტანდარტის შესაბამისად
.უცხ.დ.III.4. მოსწავლეს
შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების დამოუკიდებლად
ამოცნობას ნაცნობ ვერბალურ თუ არავერბალურ ელემენტებზე დაყრდნობით (მაგ., ჟესტიკულაცია,
სხვადასხვა ტიპის ხმაური, ინტონაცია, ილუსტრაცია).
უცხ.დ.III.16. მოსწავლეს
შეუძლია არსებული რესურსების გამოყენება და ახლის შექმნა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს სახელმძღვანელოს
ილუსტრაციებს, საკლასო ოთახში არსებულ თვალსაჩინოებებს;
სასწავლო პროცესში თვალსაჩინოების გამოყენების მიზანია ხელი შეუწყოს
მოსწავლეების ვიზუალურ მხატვრული აზროვნების განვითარებას;ააქტიურებს ყურადღებას და
შემეცნების უნარს; ნანახ მოვლენებს უკეთებს
კლასიფიცირებას; პოზიტიური მოტივაციის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და სასწავლო მასალის
ათვისების დონის შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას იძლევა.ასეთი
თვალსაჩინოების გამოყენება რესუსრსად ხელს შეუწყობს მოსწავლეებს სწორად და ლაკონურად
აღიქვან და დაუკავშირონ თვალსაჩინოების ნივთები და ლექსიკური ერთეულები ამინდზე, ერთმანეთს,რადგან
მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა იცოდნენ რომელი ახალი სიტყვა ამინდის შესახებ, შეესაბამება
წარმოდგენილ ნივთებს. მაგალითად მოიფიქრონ,გაიაზრონ რომელი გამოჭრილი თვალსაჩინოების
ნივთი მიემაგრება წარწერებს ცარიელ ადგილზე. ამის გარკვევაში ეხმარებათ უკვე რამდენიმე
ნაცნობი სიტყვა, მაგ.: the Sun და sunny,
rain და rainy. ამ სავარჯიშოთი მოსწავლეები
განიმტკიცებენ ცოდნას სხვადასხვა და მრავალფეროვან
ამინდის შესახებ წელიწადის სხვადასხვა დროს.რადგან ეროვნული სტანდარტის განსაზღვრული
ინდიკატორი ეფუძნება:
.უცხ.დ.III.4. მოსწავლეს
შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ცდილობს უცნობი სიტყვების,
გამოთქმების დამოუკიდებლად ამოცნობას ნაცნობ ვერბალურ თუ არავერბალურ ელემენტებზე დაყრდნობით
(მაგ., ჟესტიკულაცია,
სხვადასხვა ტიპის ხმაური, ინტონაცია, ილუსტრაცია).
უცხ.დ.III.16. მოსწავლეს
შეუძლია არსებული რესურსების გამოყენება და ახლის შექმნა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს სახელმძღვანელოს
ილუსტრაციებს, საკლასო ოთახში არსებულ თვალსაჩინოებებს;
მოსწავლისთვის სასურველია იცოდეს სიტყვები ამინდზე და ასევე შეძლოს ამ ცოდნის
ტრანსფერი ყოფა-ცხოვრებაში. საინტერესო იქნება
ისიც, თუკი არ ეცოდინებათ რამდენიმე ახალი სიტყვა, ვინაიდან ისინი მეტად დაინტერესდნენ,
მოიფიქრონ და შეუსაბამონ ნივთები და წარწერები ერთმანეთს . მასწავლებელს შეუძლია რესურსი
გამოიყენოს გაკვეთილის მსვლელობისას, დააჯგუფოს მოსწავლეები და დროის ლიმიტით აკონტროლოს დაწყვილების ბოლომდე დასრულებისას ჯგუფი და შემდეგ
გამოავლინოს საუკეთესო გუნდი.
ასეთი ტიპის რესურსის კეთებისას მოსწავლეები განიმტკიცებენ
ცოდნას თუ როგორ იმუშაონ სასწავლო რესურსზე.თვალსაჩინოება
შეესაბამება სწავლების არსებულ მოთხოვნებს. ამ მხრივ შეძენილი ცოდნა გაუადვილებს მოსწავლეებს
შემდგომი სასწავლო აქტივობების ორგანიზებას.
აღნიშნული სასწავლო რესურსი შექმნილია მოსწავლეთა ასაკობრივი
შესაძლებლობების გათვალისწინებით.
ჩემი აზრით, ასეთი ფორმით მასალის მიწოდება ხელს უწყობს
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას, მრავალფეროვანს ხდის სასწავლო პროცესს
და ეხმარება მოსწავლეს დროისა და სივრცეში ტრანსფორმაციაში, ინტეგრაციაში, ცოდნის კატეგორიზაციაში და სხვა.
No comments:
Post a Comment