კინო სკოლაში

        წეროვნის N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასი 2 წელი ჩართული იყო  პროექტ                                                                               "კინო  სკოლაში".
                                                       რეფლექსია 

                       თავისუფალი გაკვეთილი „კინო სკოლაში“


                      საგანმანათლებლო პროექტი „კინო სკოლაში“

„კინო სკოლაში“ კინოგანათლების პოპულარიზაციაზე ორიენტირებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდებში კრიტიკული აზროვნების და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
 პროექტი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროსა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის  მხარდაჭერით მიმდინარეობდა. პროექტი არსებობს რამდენიმე წელია და ჩართულია  217 სკოლაზე მეტი, საქართველოს ყველა რეგიონიდან. სკოლის კოორდინატორი და კინოსპეციალისტი კვირამონაცვლეობით ატარებენ კინო ჩვენებებს სკოლაში და  ფილმის დასრულების შემდეგ იმართება დისკუსია და მსჯელობა ნანახი ფილმის შესახებ.
წეროვნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩართულები არიან ამ პროექტში 2016 წლიდან. კინო პროექტი ყოველ ჯერზე გვთავაზობდა ბევრ სიახლეს და საინტერესო აქტივობებს.
2018 წელს 03.05 - 06.12„თავისუფალი გაკვეთილების“-ს სახით ჩავერთეთ ამ პროექტში, რომელიც ორიენტირებული იყო: მოსწავლეთა ზოგადი განათლების,თვალსაწიერის და ინტელექტის ამაღლებაზე. ეს პროექტი მოზარდებს აძლევდა იმის საშუალებას,რომ განვითარებოდათ ანალიტიკური,ესთეტიკური აღქმის უნარები,არგუმენტირებული მსჯელობის კულტურა. საფუძვლიანად გაეცნობოდნენ მსოფლიო კინომატოგრაფიის კლასიკურ ნიმუშებს. კინოსპეციალისტებთან ურთიერთობა ხელს შეუწყობდა მოზარდების შემოქმედებითი უნარების გამოვლენას. ამისთვის ვიყენებდი მრავალფეროვან აქტივობებს რომელსაც წინასწარ ვგეგმავდი და ყოველ ჩვენების შემდეგ ვახორციელებდი მოსწავლეებთან ერთად.
      
 მოსწავლეთა ფოტო და ვიდეომასალის, ასევე მათი მონაცემების ატვირთვა აქ, მოხდა მშობელთა თანხმობით.      
  

                                        მიმართულება- კულტურა/ხელოვნება
ქვემიმართულება - კინო განათლებაში
პროექტი - „კინო სკოლაში“
                     თავისუფალი გაკვეთილი

სამიზნე ჯგუფი
წეროვნის N2 საჯარო სკოლის
VIII კლასის მოსწავლეები:
ალიევა სამირა
არგანაშვილი გიორგი
ბერიძე იოსები
გელაშვილი მარი
ვარდიშვილი ლიკა
ზარდიაშვილი თინი
კეჩხუაშვილი ვახტანგი
კოლხიტაშვილი ივანე
ჟიჟიაშვილი შოთიკო
რუხაია მურთაზი
სოხაძე ლიზი
სომხიშვილი ნიკოლოზი
შამხალაშვილი მარი
ჭიკაიძე მარი
ჭელიძე ნინო
კოორდინატორი: ირმა მესხორაძე
კურსის ხანგრძლივობა

20 საათი  
გაკვეთილის ხანგრძლივობა
120 წთ.
მიზანი
მოსწავლეებისთვის კინოხელოვნების ხელმისაწვდომობის გაზრდა. კინოხელოვნების ეროვნულ, კულტურული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების საშუალებით მოზარდების  სააზროვნო და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა-განვითარება.
შედეგები
·         ამაღლდება მოსწავლეთა ზოგადი განათლება, თვალსაწიერი და ინტელექტი;
·         ამაღლდება მოზარდების ანალიტიკური და ესთეტიკური აღქმის უნარები, არგუმენტირებული მსჯელობის კულტურა;
·         მოსწავლეები საფუძვლიანად გაეცნობიან   მსოფლიო კინემატოგრაფის კლასიკურ ნიმუშებს.
·         კინოს სპეციალისტებთან ურთიერთობა ხელს შეუწყობს მოზარდების შემოქმედებითი უნარების გამოვლენა/განვითარებას.
·         სკოლას ეყოლება პედაგოგი, რომელიც შეძლებს პროექტის დამთავრების შემდეგაც განახორციელოს ანალოგიური აქტივობები;

მეთოდოლოგია
ფილმების ჩვენება, განხილვა/დებატები, ინტელექტუალური თამაშები.
კურსის მოკლე აღწერილობა

პროექტი განხოლციელდება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით. მის განხორციელებში უშუალოდ  იქნებიან ჩართული მათი წარმომადგენლები.  მოეწყობა ქართული და უცხოური ფილმების, როგორც მხატვრული, ასევე დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ჩვენება და გაიმართება დისკუსიები. კინოჩვენებისთვის განკუთვნილი ფილმებით პროექტს უზრუნველყოფს კინოცენტრი. აღნიშნული ფილმები შერჩეულია  კინომცოდნეების,  განათლების ექსპერტების, ეროვნული სასწავლო გეგმების ექსპერტებისა და ბავშვთა ფსიქოლოგების მიერ. გათვალისწინებულია სამიზნე ჯგუფის ინტერესები, სააზროვნო უნარები, ასაკი და ფსიქოლოგიური თავისებურებები. სკოლაში ყოველკვირეულად გაიმართება კინოჩვენება, რომელსაც კვირაგამოშვებით ჩაატარებს  კინოცენტრის მიერ სკოლაში მივლენილი  კინოსპეციალისტი და სკოლის მიერ გამოყოფილი კოორდინატორი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენებისთვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებების გამართულ მუშაობას, ასევე დაესწრება ყველა ჩვენებას და კინოსპეციალისტის რეკომენდაციების გათვალისწინებით, კვირაგამოშვებით დამოუკიდებლად გამართავს ჩვენება-დისკუსიას.
სკოლამ უნდა უზრუნველყოს
·         წვდომა პროექტის ვებ. გვერდთან  www.kinoskilashi.ge და ონლაინ სივრცეში საკუთარი სკოლის „კინოკლუბის“ პროფილის შექნმა, სადაც  განათავსებს პროექტის მიმდინარეობის ამსახველ ფოტომასალებს.
·         პროექტის ვებგვერდზე განთავსებულ სასწავლო მასალების გამოყენება და მოსწავლეების  მონაწილეობა ამ გვერდზე გამოცხადებულ კონკურსებში და სხვა აქტივობებში.
·         ჩვენება-დისკუსიებია პარალელურად სკოლის კინოკლუბში მინიმუმ ორი აქტივობის გამართვა, მაგალითად: ღია ჩვენება მთელი სკოლისთვის, დისკუსია ფილმში დასმული აქტუალური თემის შესახებ, კინოსთან დაკავშირებული სტუმრის(ების) ან ექსპერტის მოწვევა, კინოაფიშების გამოფენის,  პრეზენტაციის  მოწყობა და ა.შ.
ძირითადი აქტივობების ჩამონათვალი
1.      კინოჩვენების და შემდგომი დისკუსიის გამართვა;
2.      კინოჩვენების და შემდგომი დისკუსიის გამართვა;
3.      კინოჩვენების და შემდგომი დისკუსიის გამართვა;
4.      დამატებითი აქტივობა (მაგ: ღია ჩვენება მთელი სკოლისთვის, პრეზენტაციის, გამოფენის მოწყობა, სტუმრის-ექსპერტის მოწვევა და ა.შ.)
5.      კინოჩვენების და შემდგომი დისკუსიის გამართვა;
6.      ნანახი ფილმების აფიშების ხატვა;
7.      კინოჩვენების და შემდგომი დისკუსიის გამართვა;
8.      ნანახ ფილმებზე რეცენზიების წერა;
9.      კინოჩვენების და შემდგომი დისკუსიის გამართვა;
10.  დამატებითი აქტივობა (მაგ: ღია ჩვენება მთელი სკოლისთვის, პრეზენტაციის, გამოფენის მოწყობა, სტუმრის-ექსპერტის მოწვევა და ა.შ.)
სავარაუდო რესურსები
სასწავლო მასალა
20-მდე მსოფლიო და ქართული კინოკლასიკა. სასწავლო მასალები, რომლებიც  მოიცავს აღნიშნული ფილმების შესახებ მოკლე ინფორმაციას და დისკუსიის წარმართვისთვის აუცილებელ რჩევებს.
აღნიშნული რესურსებით პროექტს უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული კინოცენტრი.
საჭირო მატერიალური რესურსი
კინოჩვენებებისთვის საჭირო აღჭურვილობა (პროექტორი, ეკრანი ან თეთრი კედელი, რომელზეც შეიძლება ფილმის ჩვენება, დინამიკები, კომპიუტერი, სკამები)  
ოთახი, რომელიც შეასრულებს კინოკლუბის ფუნქციას, მოხდება მისი დაბნელდება, გათბობა და გაფორმება თემატური მასალებით (კინოპლაკატები, პოსტერები, ფოტოები და ა.შ).  პროექტის დასრულების შემდეგ შეძლებს იფუნქციონიროს როგორც „კინოკლუბმა“, სადაც პერიოდულად გაიმართება კინოჩვენებები;
საკანცელარიო ნივთები




1. ფილმი „ ანიმაციური ფილმები.: chup chupsi. 14 minioni. Simpsonebi.11 moon“-ის ჩვენება. ჩვენების შემდეგ  მოსწავლეებმა დახატეს  ანიმაციური გმირები ფილმიდან. და გამოფინეს ‘კინო კლუბის ოთახში, რომელიც მოეწყო  სკოლის პირველ სართულზე.  ასევე ბავშვებმა  მოირგეს ანიმაციის გმირების ფორმები და გაითამაშეს მცირე ინსცენირება ანიმაციური ფილმიდან.  03.05.18წ
 2. ფილმი „ ბიჭუნა“ ჩვენება. მოსწავლეებმა გამართეს  დისკუსია და გააკეთეს აფიშები რომელიც ხელს უწყობს მათ  შემოქმედებითი უნარების განვითარების გაღვივებას. 10.05.18წ
3. ფილმი. - ჰუგო- ჩვენების შემდეგ მოსწავლეებმა ნათლად დაინახეს ის  დიდ ფანტაზია რომელიც ყოველთვის თან სდევს ყოველი მოსწავლის ცხოვრებას...როლური თამაშით გაითავისეს გმირთა ცხოვრება. .მოსწავლეებმა გააკეთეს მოკლე რეცენზია , ამ აქტივობით მათ განუვითარდათ შემოქმედებითი წერის უნარი უნარი. 17.05.18წ
4. ფილმი „ ჰეფი მილი“ - ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია ფილმის შესახებ.   მოსწავლეებმა შეასრულეს მთავარი  გმირების ჩანახატები .აქტივობა ემსახურებოდა შემოქმედებითი უნარების განვითარებას. 24.05.18წ
5. ფილმის „საშობაო ისტორია“  ჩვენება. მოსწავლეებმა იმსჯელეს ფილმის შესახებ. გააკეთეს ჩანახატები ფილმის გმირებზე . როლური თამაშით გაითავისეს გმირთა წინაშე მდგარი პრობლემები. 31.05.18წ
6. ფილმი -„როცა აყვავდა ნუში“ - ჩვენების შემდეგ მოსწავლეებმა გაანალიზეს  თავიანთი თანატოლების მიერ წარმოქმნილი პრობლემები, ისინი მიხვდნენ რომ წინა თაობას და მათ შორის  წარმოქმნილი  პრობლემა ერთიდაიგივეა  ყველა თაობისთვის.  ამ აქტივობამ  ხელი შეუწყო მოსწავლეებში  ლოგიკური აზროვნების ჩამოყალიბებას. 7.06.18წ
7. ფილმები  „ქვევრი“ „ღვინის ქურდები“- ჩვენება. მოსწავლეებმა  გამართეს დისკუსია მთავარი გმირების ცხოვრების შესახებ. ამ აქტივობით მოსწავლეებს განუვითარდათ კრიტიკული აზროვნების უნარი. 21.09.18წ
8. ფილმი „დედის მოლოდინში“.. გაიმართა დისკუსია ფილმის შესახებ.  ამ აქტივობის დროს მოსწავლეები დაფიქრდნენ საკუთარი ქმედების პასუხისმგებლობასა და დამოუკიდებლად პრობლემის გადაჭრის გზებზე. მოსწავლეებმა გააკეთეს აფიშები, ,ფილმის  შესახებ...რამაც ხელი შეუწყო შემოქმედებითი აზროვნების უნარის განვითარებას. 28.09.18წ
9. ფილმები „ნათელი წყვდიადი“. „ ქუჩის ბოლოში“. ფილმების ნახვის შემდეგ მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ სოციალურ პრობლემებზე სადაც მთავარ გმირებს უწევდათ ცხოვრება. ...გაიმართა დებატები მოსწავლეებს შორის რამაც მოსწავლეებს განუვითარა პრობლემის მოგვარების  და მისი გადაჭრის უნარები.05.10.18წ
10. ფილმი „ივანე კოტორაშვილის ამბავი“. ფილმის ნახვის შემდეგ მოსწავლეებმა დაწერეს მცირე რეცენზია ,,. ამ ფორმით მათ განუვითარდათ შემოქმედებითი წერის უნარი.12.10.18წ.
11. ფილმი „ფეოლა“. „ბურთი და მოედანი“.. ფილმის ნახვის შემდეგ  მოსწავლეებმა ისაუბრეს ფილმის მთავარი გმირის,გენიალური ქართველი მსახიობის იპოლიტე ხვიჩიაზე, მის ცხოვრებაზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია წინასწარ ჰქონდათ მოძიებული. ამ აქტივობამ ხელი შეუწყო სწორად და ლოგიკურად მსჯელობის უნარის განვითარებას... 12.10.18წ.
12.  ფილმი „ საშიში ფიქრები“. მოსწავლეებმა დახატეს ნახატები ფილმის გმირების შესახებ...როლური თამაშით გააკეთეს  ინსცენირება. ამ აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარის განვითარებას. 19.10.18წ
13. ფილმი „ლონდრე“....ნახვის შემდეგ. .მოსწავლეებმა გამართეს დისკუსია ,რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეებში განევითარებინა არგუმენტირებული მსჯელობის კულტურა და უნარი.26.10.18წ
14. „ქრისტინე“ „ელისო“ - მუნჯი  ფილმები რომელმაც დიდი მოწონება გამოიწვია  მოსწავლეებში.  მოსწავლეებმა თვითონ გაახმოვანეს მუნჯი ფილმები ცოცხალი შესრულებით ..ფორტეპიანოზე უკრავდა ნინო ჭელიძე.. გააკეთეს აფიშა.  ამ აქტივობამ მათ განუვითარდებათ შემოქმედებითი  უნარები. 2.11.18წ.
15.  იქედან გამომდინარე რომ მომდევნო კინო ჩვენება ემთხვეოდა მოსწავლეთა გასვლას ქ. ქუთაისში, ქართული კინოს ფორუმზე, სადაც ისინი მიწვეულნი იყვნენ საპატიო სტუმრებად, შევცვალეთ ფილმების ჩვენების გრაფიკი. ამ ეტაპზე ვაჩვენეთ  ნანა მჭედლიძის ფილმი „პირველი მერცხალი“ და დავგეგმეთ აქტივობა ცნობილ მსახიობთან ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობთან  ანზორ  ხერხაძესთან,  ფილმის ერთერთ მთავარ გმირთან, რომელსაც განვახორციელებდით 17 ნოემბერს.. კინო სკოლელებმა გააკეთეს აფიშა და მოამზადეს კითხვები ინტერვიუსთვის.  9.11.18წ.
16. პროექტ „კინო სკოლაში“ ფარგლებში, წეროვნის N 2 საჯარო სკოლის კინო სკოლელები მიწვეულნი იყვნენ ქართული კინოს ფორუმზე ,რომელიც ჩატარდა ქ. ქუთაისში .ფორუმი მიმდინარეობდა 4 დღე 16-17-18-19 ნოემბერს. ნაჩვენები იქნა ახალი ქართული ფილმები, ყოველი ფილმის შემდეგ  იმართებოდა დისკუსია და ფილმის გარჩევა.
     კინო სკოლელებმა ნახეს სამი ახალი ქართული ფილმი : „ურსუსი“ რეჟ. ოთარ შამათავა , ჰორიზონტი“ რეჟ. თინათინ ყაჯიშვილი, „აღლუმი“ რეჟ. ნინო ჟვანია. რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბავშვებზე. კინო სკოლელები აქტიურად იყვნენ ჩაბმული ფილმების განხილვაში, საკუთარ აზრს გამოთქვამდნენ ამა თუ იმ ფილმში ნანახ პრობლემებზე და  არგუმენტირებულად ასაბუთებდნენ  რატომ ფიქრობდნენ ასე.
      კინო სკოლელები შეხვდნენ ხელოვნების ქურუმს, არაჩვეულებრივ მსახიობს ბ.-ონ ანზორ ხერხაძეს.  მეგა ვარსკვლავი, ქართული თეატრის მსახიობი, მათ იხილეს ნანა მჭედლიძის ქართულ მხატვრულ ფილმში „პირველი მერცხალი“, სადაც მან არაჩვეულებრივად ითამაშა და შექმნა სახასიათო როლი. შეხვედრა შედგა ქ. უთაისის  ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრში. კინო სკოლელებს ჯერ მცირე ექსკურსია ჩაუტარდათ თეატრის ისტორიის შესახებ, ხოლო  შემდეგ შეხვდნენ ბატონ ანზორს. მსახიობმა გაიხსენა ფილმი, მისი გადაღების მომენტები, მასში მონაწილე უნიჭიერესი მსახიობები, რომლის უმეტესი მათგანი დღეს ცოცხალიც აღარ არის.  ბავშვებმა უამრავი შეკითხვა დაუსვეს მსახიობს, რომელიც დიდი სიყვარულით და სითბოთი პასუხობდა. შეხვედრის დასრულებისას სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს ამ უნიკალურ ადამიანთან.
   თავისუფალ დროს კინო სკოლელებმა მოინახულეს ძველი კინოთეატრი „აპოლო“, რამაც დიდი შთაბეჭდილება დატოვა მათზე.
   წეროვნის N 2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, კინო ფორუმზე გატარებული დღეები დაუვიწყარი იქნება. 17.11.18წ.
17.  ფილმის„ მიშა კობახიძის ფილმები“ - მოსწავლეებმა  კოორდინატორთან ერთად ითამაშეს აქტივობა  - რა?  სად?  როდის? . ხალისით ჩაებნენ ამ აქტივობაში, რომელიც მიმდინარეობდა ჯგუფური მუშაობით. ეს აქტივობა ხელს უწყობს პირველ რიგში თანამშრომლური მუშაობის უნარის განვითარებას. 23.11.18წ.
18. ფილმი „საოცრება“ ...  სანამ ფილმს ნახავდნენ მოსწავლეებმა წაიკითხეს ნაწარმოები ..შემდეგ უფრო ადვილად შეძლეს  ფილმის გაგება...კოორდინატორის დახმარებით ფილმი გაანალიზეს ..მოაწყვეს დებატები, რომელიც ემსახურებოდა ტოლერანტობისა და ემპათიის განცდის გაღვივებას. რომელიც აისახა ამ ფილმში. 27.11.18წ
19 ფილმი .“კუჩხი ბედინერი“. სანამ ფილმს ნახავდნენ მოსწავლეებმა გააკეთეს აფიშა და კინო კლუბის ოთახში გამოფინეს. ხოლო ფილმის ნახვის შემდეგ შედგა დისკუსია.  მოსწავლეებმა  ისაუბრეს იმაზე თუ რას ნიშნავს მათთვის მადლიერება და როგორ აღიქვამს ადამიანი ამ გრძნობას. ამ აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში კრიტიკული და ლოგიკური უნარების განვითარებას.30.11.18წ.
20.  კინო სკოლელებმა გადაწყვიტეს  დასკვნითი ჩვენება განეხორციელებინათ მცხეთის დღის ცენტრ „მომავლის რწმენა“-ის აღსაზრდელებთან ერთად, ეს იყო ერთობლივი ჩვენება ფილმის ,რომელიც გაკეთდა ერთერთი აქტივობის ,კერძოდ,  გარეთ ჩვენების მოსაწყობად. ფილმის ნახვა დაგეგმილი იყო პარასკევს ,მაგრამ ცენტრის აღსაზრდელების მდგომარეობიდან გამომდინარე ხუთშაბათს ვაჩვენეთ. 6.12.2018
კინო სკოლელები ესტუმრნენ ცენტრს და ნახეს გიორგი პატარაიას  ქართული ფილმი „რეკორდი“ .ფილმის მსვლელობის დროს ხდებოდა მცირე კომენტარების გაკეთება ,რაც აუცილებლობას მოითხოვდა ( ვინაიდან მაყურებლის ნაწილი შშმ მოზარდები არიან). ხოლო ფილმის დასრულების შემდეგ დაიწყეს დისკუსია ,ფილმის გარჩევა.. ბავშვებმა შეძლებისდაგვარად გამოხატეს თავიანთი აზრი. .რა მოეწონათ, რა არ მოეწონათ დამაჯერებელი არგუმენტების დართვით.
ეს დღე არ დაავიწყდება წეროვნის N2 საჯარო სკოლის კინო სკოლელებს და გადაწყვიტეს რომ ასეთი ვიზიტი ერთჯერადი არ ყოფილიყო და ხშირად წვეოდნენ ამ თბილ და მოსიყვარულე ბავშვებს.  „ჩვენ ქრომოსომებს არ ვითვლით“...
  რაც შეეხება ფილმებს  „12 განრისხებული მამაკაცი“  და „ოქროს ციებ-ცხელება“ რომელიც მითითებული იყო  გრაფიკში, მოსწავლეებს ნანახი ჰქონდათ რამდენჯერმე და ეს ფილმები კოორდინატორთან  შეთანხმებით  ჩავანაცვლეთ  „ მიშა კობახიძის ფილმებით და „ელისო“









პროექტ „კინო სკოლაში“ ფარგლებში, წეროვნის N 2 საჯარო სკოლის კინოსკოლელები მიწვეულნი იყვნენ ქართული კინოს ფორუმზე ,რომელიც ჩატარდა ქ.ქუთაისში .ფორუმი მიდინარეობდა 4 დღე. ნაჩვენები იქნა ახალი ქართული ფილმები, ყოველი ფილმის შემდეგ  იმართებოდა დისკუსია და ფილმის გარჩევა.
     კინოსკოლელებმა ნახეს სამი ახალი ქართული ფილმი : „ურსუსი“ რეჟ.ოთარ შამათავა , ჰორიზონტი“ რეჟ.თინათინ ყაჯიშვილი, „აღლუმი“ რეჟ.ნინო ჟვანია. რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბავშვებზე. კინოსკოლელები აქტიურად იყვნენ ჩაბმული ფილმების განხილვაში, საკუთარ აზრს გამოთქვამდნენ ამა თუ იმ ფილმში ნანახ პრობლემებზე და  არგუმენტირებულად ასაბუთებდნენ  რატომ ფიქრობდნენ ასე.
      კინოსკოლელები შეხვდნენ ხელოვნების ქურუმს, არაჩვეულებრივ მსახიობს ბ.-ონ ანზორ ხერხაძეს.ეს მეგა ვარსკვლავი, ქართული თეატრის მსახიობი, მათ იხილეს ნანა მჭედლიძის ქართულ მხატვრულ ფილმში „პირველი მერცხალი“, სადაც მან არაჩვეულებრივად ითამაშა და შექმნა სახასიათო როლი. შეხვედრა შედგა ქ.უთაისის ლ.მესხიშვილის სახელობის თეატრში. კინოსკოლელებს ჯერ მცირე ექსკურსია ჩაუტარდათ თეატრის ისტორიის შესახებ, ხოლო  შემდეგ შეხვდნენ ბატონ ანზორს. მსახიობმა გაიხსენა ფილმი, მისი გადაღების მომენტები, მასში მონაწილე უნიჭიერესი მსახიობები, რომლის უმეტესი მათგანი დღეს ცოცხალიც აღარ არის.  ბავშვებმა უამრავი შეკითხვა დაუსვეს მსახიობს, რომელიც დიდი სიყვარულით და სითბოთი პასუხობდა. შეხვედრის დასრულებისას სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს ამ უნიკალურ ადამიანთან.
   თავისუფალ დროს კინოსკოლელებმა მოინახულეს ძველი კინოთეატრი „აპოლო“, რამაც დიდი შთაბეჭდილება დატოვა მატზე.
   წეროვნის N 2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, კინო ფორუმზე გატარებული დღეები დაუვიწყარი იქნება.



       პროექტის დასასრულს დაჯილდოვება საუკეთესო "კინო კლუბი.









პროექტი „კინო სკოლაში“ სადაც წეროვნის N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასმა აიღო პრიზი "საუკეთესო კინო კლუბი"

No comments:

Post a Comment