დამრიგებლის სამოქმედო გეგმა


                                სადამრიგებლო საქმიანობა

                               კლასის დამრიგებლის                        
                     სამოქმედო გეგმა      2018-2019 სასწ.წ.

1.   საორგანიზაციო საკითხები:
ა) მოსწავლეთა პირადი საქმეების მოწესრიგება;
ბ)) აღმზრდელობითი გეგმის შედგენა;
გ) მშობლებთან შეხვედრა და კლასის საჭიროებების დადგენა;
დ) კლასთან ერთად ქცევის წესების შემუშავება;
ე) მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა;
დ) გაცდენა-დაგვიანების კონტროლი( მშობელთან დარეკვა).
2.   სადამრიგებლო საათის ძირითადი მიმართულებები:
ა) პიროვნული და მორალური განვითარება;
ბ) მოქალაქეობრივ -პატრიოტული ცნობიერების ამაღლება;
გ) გარემოს დაცვა, ცხოვრების ჯანსაღი წესი;
დ) თვალსაწიერის გაფართოება;
3.   მშობელთა ჩართულობის პროგრამა:
ა) მშობელთა კითხვარის შევსება მოსწავლეთა საჭიროებების დადგენის მიზნით;
ბ) მშობელთა კრების ჩატარება;
გ) მშობელთა რეკომენდაციები;
დ) კლასის პროექტები მშობლებთან ერთად.
4.   კლასის პროექტები:
ა)“ ჯანსაღ სხეულში, ჯანსაღი სულია“
ბ) „ კითხვა თუ არ კითხვა“
5.   სადამრიგებლო საათი---ძირითადი აქტივობები:

 ზოგადი კითხვარი მოსწავლეებს;
 საუბრები და დისკუსია შემდეგ თემებზე:
                „მე რომ დამრიგებელი ვიყო“
                 „მე რომ პრეზიდენტი ვიყო“
                 „ მე რომ განათლების მინისტრი ვიყო“ და სხვა


                   
                                  კითხვარი  VIII  კლასის   მოსწავლეებს      
                                    კითხვები
  კი
არა
1.
იცნობენ თუ არა ოჯახში თქვენს ხასიათს? იციან რა გეწყინებათ და რა გაგიხარდებათ?
2.
მშობლებს უსაუბრიათ თქვენთან ბავშვობის ოცნებებზე, გატაცებებზე, ინტერესის სფეროზე?
3.
გექმნებათ თუ არა ოჯახში სწავლისათვის ხელსაყრელი პირობები?
4.
კარგად გიცნობთ მშობელი  რა გიყვართ? რა მოგწონთ?
5.
იცის თუ არა მშობელმა თქვენი ძლიერი და სუსტი მხარე?
6.
გიმოწმებთ თუ არა მშობელი დავალებებს, ან გეხმარებათ მის შესრულებაში?
7.
ითვალისწინებთ თუ არა იმას, რასაც მშობელი გირჩევთ?
8.
მოგიტყუებიათ მშობელი?
9.
ყოველთვის ასრულებთ თუ არა იმას, რასაც მშობლებს ჰპირდებით?
10.
 გენდობათ თუ არა მშობელი?
11.
ეხმარები თუ არა ოჯახურ საქმეებში უფროსებს?
12.
აბეზრებთ თუ არა  მშობლებს თავს ბუზღუნით?
13.
ოჯახური პრობლემების გადაჭრაში თუ მიგიღიათ მონაწილეობა?
14.
ითვალისწინებენ თუ არა თქვენს აზრს ოჯახში?
15.
გიყვართ თუ არა დისციპლინა?
16
მშობელი გეხმარებათ თუ არა ნიჭის განვითარებაში? დადიხართ დამატებით წრეებზე: ცეკვა, მუსიკა და  სხვა?

მოსწავლის სახელი და გვარი:_____________________________________

           პრეზენტაცია- მშობელთა ჩართულობა                                   

                                          კითხვარი მშობლებს       
                              მშობლისა და შვილის ურთერთობა    ჩაწერეთ X

კითხვები
კი
არა
1.
გისაუბრიათ თუ არა შვილთან თქვენი ბავშვობის შესახებ?
2.
საუბრობთ თუ არა შვილთან საოჯახო საქმეებზე?
3.
ესაუბრებით თუ არა შვილს თქვენთვის საინტერესო თემებზე: სპორტზე, მწერლებზე, მუსიკოსებზე ან სხვა...
4.
იცით თუ არა რა აინტერესებს თქვენს შვილს ყველაზე მეტად, რა არის მისი ჰობი?
5.
იცით თუ არა თქვენი შვილის განსაკუთრებული, დადებითი თვისება?
6.
დახმარებიხართ  თუ არა შვილს გაკვეთილის მომზადებაში?
7.
ცდილობთ თუ არა შვილმა განამტკიცოს დადებითი თვისება?
8.
იცით რომელია მისი ძლიერი და სუსტი მხარე?
9.
ენდობით თუ არა მის სიტყვას?
10.
თავისუფალ დროს თუ ატარებთ მასთან ერთად?
11.
დაგყავთ თუ არა დამატებით მუსიკაზე, სპორტზე ან სხვა?
12.
გითამაშიათ თუ არა შვილთან ერთად?
13.
აგრძნობინებთ თუ არა, რომ თქვენ ხართ ძლიერი, რათა მან მოგბაძოს?
14.
უზიარებთ თუ არა განცდებს?
15.
დადებითად აფასებთ თუ არა თქვენს ურთიერთობას?

მშობლის სახელი და გვარი:_____________________________________

გარემო, სადაც ბავშვები იძენენ თვისებებს
                                    კითხვები
კი
არა
1.
ცდილობთ თუ არა ოჯახში შექმნათ გარემო, რომლითაც თქვენი შვილი დადებით თვისებებს შეიძენს?
2.
იცით თუ არა ვისთან მეგობრობს თქვენი შვილი?
3.
იცით თუ არა სად ატარებს თავისუფალ დროს ან ვისთან ერთად?
4.
აკვირდებით თუ არა თქვენი შვილის ქცევებს სისტემატურად?
5.
აკონტროლებთ თუ არა მის მეტყველებას?
6.
იყენებთ თუ არა რაიმე მეთოდს თქვენი შვილოს დადებითი
 თვისებების განსამტკიცებლად     
7.
თვლით თუ არა ოჯახს შვილის სარკედ?
8.
ითვალისწინებთ თუ არა შვილის აზრს?
9.
შეგიქიათ თუ არა კარგი ქცევის გამო?
10.
ფიქრობთ თუ არა, რომ თქვენს შვილს გარდატეხის ასაკში ქცევებთან დაკავშირებით ჰქონდეს გართულება?
11.
ყოველთვის შეგისრულებიათ თუ არა ის, რასაც ჰპირდებით?



მშობლის სახელი და გვარი:___________________________________________

                           გარემო, სადაც ბავშვი სწავლობს     
                                         კითხვები
კი
არა
1.
უქმნით თუ არა შვილს ოჯახში მეცადინეობისათვის უსაფრთხო გარემოს, მშვიდსა და მყუდროს?
2.
აკონტროლებთ თუ არა კომპიუტერის ან ტელეფონის გამოყენების დროს?
3.
დაინტერესებულხართ თუ არა როგორ ასრულებს თქვენი შვილი საშინაო დავალებებს?
4.
შეგიმოწმებიათ თუ არა როგორ მეცადინეობს, გამოგიკითხიათ გაკვეთილები?
5.
ურეკავთ თუ არა საგნის მასწავლებლებს თქვენი შვილის საქმიანობის გასარკვევად?
6.
მოგწონთ თუ არა თქვენი შვილის სკოლაში სწავლის პირობები?
7.
როგორ ფიქრობთ, ტელევიზორი დაეხმარება თუ არა თქვენს შვილს შემეცნებასა და ინტელექტუალურ განვითარებაში?
8.
თქვენ თვითონ ურჩევთ თუ არა შვილს საკითხავ ლიტერატურას?
9.
იყენებთ თუ არა რაიმე მეთოდს თქვენი შვილის გასააქტიურებლად,  გაგითვალისწინებიათ პედაგოგის ან ფსიქოლოგის რჩევები.
10.
მასტიმულირებელი არის თუ არა თქვენი შვილისათვის სასწავლო გარემო?


მშობლის სახელი და გვარი:_______________________________________________






No comments:

Post a Comment