„მშობელთა ჩართულობა სასკოლო
ცხოვრებაში“
სტატიის ავტორი: წეროვნის N2 საჯარო სკოლის
უცხო ენის მასწავლებელი
ირმა მესხორაძე.
სტატია მომზადდა განათლების საერთაშორისო აკადემია
IAE
საუნივერსიტეტო კონფერენციაზე წარსადგენად.
სკოლა-ოჯახი
მომავალი თაობისათვის სკოლა საფუძველია,
ოჯახი კი საყრდენი.მშობელსა და სკოლას ერთობლივი პასუხისმგებლობა აკისრიათ ბავშვისათვის
წარმატების მომტანი გარემოს შექმნაში ზრდა-განვითარების ყველა სფეროში. სკოლა ის ადგილია
სადაც მასწავლებელი და მშობელი ერთად იმუშავებენ. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების
თანახმად, საქართველოში ზოგადი განათლების სისტემის მიზანია: თავისუფალი პიროვნების
ჩამოყალიბებისათვის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი ხელსაყრელი
პიროვნების შექმნა; მოზარდისათვის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება,
საჭირო ცოდნის მიცემა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ლიბერალურ და დემოკრატიულ
ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება დ მათი ოჯახის, საზოგადოებისა
და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში დახმარება ( სკოლა
და საზოგადოება-სალომე გორგოძის სტატია 2016წ)
მშობელთა ჩართულობა
მშობელთა
აქტიური ჩართულობა სკოლის ცხოვრებაში ამდიდრებს სკოლის კულტურას, რაც დადებითად აისახება
მისი დემოკრატიულობის ხარისხზე. ბოლოდროინდელი გამოცდილება გვკარნახობს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თვით მოსწავლეებისთვისაც
მშობლების აქტიური მონაწილეობა საგანმანათლებლო პროცესში. მსგავსი პრაქტიკის შემთხვევაში
მოსწავლეები ავლენენ საუკეთესო შედეგებს. იზრდება მათი მოსწრების დონე და გამოირჩევიან
პოზიტიური ქცევით. ( ინტერნეტ რესურსი „კარგი სკოლა“)
ეფექტური
კომუნიკაცია მშობელთან
„მასწავლებელმა
იცის, როგორ გამოიყენოს კომუნიკაციის სხვადასხვა ხერხი კოლეგებთან, მშობლებთან და სასწავლო
პროცესთან დაკავშირებულ სხვა პირებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობისთვის“. ( მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი. 2008 წ.)
წარმატებული სასწავლო პროცესის ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მშობელსა და სკოლას შორის
დამყარებული კეთილგანწყობაა. იმისათვის, რომ
მასწავლებელსა და მშობელს შორის ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული
კომუნიკაცია შედგეს, პირველი გადამწყვეტი ნაბიჯი პედაგოგმა უნდა გადადგას. ამ შემთხვევაში,
მისი როლი შეუცვლელია. მასწავლებელი ის შუალედური როლია, რომელიც სკოლას და ოჯახს ერთმანეთთან
აკავშირებს. მას შეუძლია, კომუნიკაციის სხვადასხვა ხერხის გამოყენებით, მშობელი სასწავლო
პროცესში ჩართოს და თავის მოკავშირედ აქციოს.
მათ ერთი მიზანი აქვთ - ბავშვის წარმატება და მისი ნიჭის მაქსიმალურად გამოვლენის ხელშეწყობა.
(მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ გამოცემული სახელმძღვანელო „სასწავლო
და პროფესიული განვითარების გარემო“ გვ.129-137). მშობელთან კომუნიკაცია, ერთადერთი თუ არა, ერთერთი მთავარი და აუცილებელია. კომუნიკაციის
სახეები შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი: მაგ.: სკოლაში მიმდინარე მოვლენების მიმოხილვა,
მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ყოველკვირეული კომუნიკაცია
ინტერნეტ სივრცეში, სატელეფონო თუ წერილობით. და აქვე დავამატებდი იმას რომ მშობლის
ინფორმირება უნდა ხდებოდეს ბავშვის როგორც ცუდი ასევე კარგი საქციელის და მიღწევების
შესახებ.
კითხვა
თუ არ კითხვა? საკითხავი აი ეს არის
რამდენიმე დღის წინ, ერთ ფრიად საინტერესო ვიდეო
მასალას წავაწყდი ინტერნეტ საიტზე, 2005 წელს ამერიკის ერთერთ საჯარო სკოლაში, კერძოდ
ოჰაიოს შტატში,მიმდინარეობდა ძალზედ საინტერესო პროგრამა.მთელი სკოლის პედკოლექტივი
და ადმინისტრაცია მიმართული იყო მშობლების ინფორმირებულობაზე, თუ როგორ განუვითარონ
შვილებს კითხვითი უნარები. მასწავლებელი და
მოსწავლეები ერთად არჩევენ წიგნს, ბავშვები მშობლებან ერთად კითხულობენ სახლში, შემდეგ
სკოლა აწყობს საღამოს, სადაც ბავშვებთან ერთად მშობლებიც არიან მოწვეულნი, მასწავლებელი
სვამს კითხვებს წაკითხული წიგნის შესახებ და ბავშვები, მშობლებთან ერთად პასუხობენ.
ერთი თვის შემდეგ ისევ იკრიბებიან და ამჯერად სხვა ფორმით და სხვა კუთხით განიხილავენ
წაკითხულ წიგნს.მალე ამავე სკოლაში ჩამოყალიბდა მშობელთა და ბავშვთა წიგნის კლუბები,
სადაც ბებიები, ბაბუები, და სხვა დაინტერესებული პირები მიდიოდნენ და უკითხავდნენ ბავშვებს
წიგნებს. ეს პროგრამა იმდენად პოპულარული გახდა, რომ შემდეგ თვითონ მშობლებმა ჩამოაყალიბეს
საზაფხულო - სამკითხველო კლუბი, რომელსაც დაარქვეს -„კითხვის ოსტატი“. ამჟამად ამ კლუბში
უამრავი ბავშვია გაერთიანებული და მშობლების დიდი მხარდაჭერაც აქვს. როგორც სკოლის
დირექტორი ამბობს:“ნებისმიერ ჩართულობას აქვს ერთგვარი გადამდები ხასიათი, მშობლების
ჩართულობას თავად ბავშვები ითხოვდნენ, როცა
ხედავდნენ სხვისი მშობლების აქტიურობას,სწორედ ეს სკოლა არის მაგალითი მშობლების გრძელვადიანი
პროგრამების არსებობისა, სადაც მშობელთა ჩართულობის შედეგად ბავშვთა მოსწრების დონე
ამაღლდა. აგრეთვე არცისე დიდი ხნის წინ სკოლამ შესთავაზა მშობლებს ახალი პროექტი „შესანიშნავი
ოთხშაბათი“,რომელიც შესაძლებლობას აძლევს მშობელს მივიდნენ,ისაუბრონ,რა შეუძლიათ გააკეთონ
სკოლის დასახმარებლად.ასევე სკოლა იზიარებს მათ პრობლემებსაც.გასულ წელს გაიხსნა მშობელთა
რესურსების ოთახი, სადაც მათ უტარდებოდათ ტრენინგები და სემინარები, შეეძლოთ კომპიუტერის
გამოყენება. აქ უკვე ბავშვები ეხმარებოდნენ მშობლებს კომპიუტერული უნარების სწავლაში.ამ
დროს მასწავლებელს საშუალება აქვს მშობელთან ერთად იმუშაოს ბავშვების ინდივიდუალურ
საკითხებზე და სტრატეგიებზე“.
მოსალოდნელი პრობლემები
ამ პროგრამის განხორციელებას ვფიქრობ რომ შესაძლებელია
მრავალი სხვადასხვა პრობლემა მოჰყვეს. რა შეიძლება
იყოს ეს? მშობელთა დაბალი მოტივაცია, მოუცლელობა,სოციალური
მდგომარეობა, ენობრივი ბარიერი და ბოლოს სტერეოტიპული შეხედულებები და ძველი გამოცდილება
რაც წლების მანძილზე არსებობს სკოლასა და მშობელს შორის. გამომდინარე იქიდან როცა
მშობელს ეშინოდა რაიმეს გაპროტესტების,ფიქრობდნენ რომ მათი შვილები დაიჩაგრებოდნენ
მასწავლებლისა და დირექტორის მხრიდან.მინდა ავღნიშნო აგრეთვე,რომ დღესდღეობით საქართველოში
მშობელთა ჩართულობის ცნება ახალია,მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ,მონდომებით,სწორად შერჩეული და
დაგეგმილი პროექტებით და აქტივობებით ვფიქრობ მივაღწევთ მიზანს და ბევრ მშობელს ჩავრთავთ
სასკოლო ცხოვრებაში.
რა სურთ მშობლებს?
ერთერთ მორიგ მშობელთა კრებაზე ჩემს სადამრიგებლო
კლასის მშობლებს დავუსვი ეს შეკითხვა და სრულიად ადეკვატური პასუხი მივიღე.მათ სურთ
თავიანთი შვილები იყვნენ მოტივირებულებ სწავლისადმი,პასუხისმგებლიანი,განათლებული,კრიტიკულად
მოაზროვნენი და ასევე ისიც ხაზგასმით აღნიშნეს,რომ ამისთვის სკოლას დიდი როლი აკისრია.მე
ვუთხარი მათ რომ სკოლას დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის განათლებისა და აღზრდის საქმეში,მაგრამ
თქვენ რით ეხმარებით სკოლას რომ თქვენი შვილი განათლებული და კარგად აღზრდილი იყოს.მათი
გულწრფელი პასუხი მოიაზრებდა მხოლოდ მშობელთა კრებაზე დასწრებას.აქედან გამომდინარე
ჩანდა რომ მშობელთა ჩართულობა მხოლოდ მშობელთა კრებაზე სისტემატიური სიარული იყო,რომელიც
ხშირად არ იმართება,სემესტრში ორჯერ ან სამჯერ,იქაც ყველა ვერ ახერხებს მოსვლას მოუცლელობის
გამო.ვინაიდან ვინაიდან მხოლოდ ასეთი ფორმით ვერ ვუზრუნველყოფდი მათ ჩართვას სასწავლო
პროცესში,ინფორმირებას მიმდინარე პროცესების და სიახლეების თაობაზე გადავწყვიტე შემემუშავებინა
ისეთი აქტივობები და სტრატეგიები რაც მიზნის მიღწევაში დამეხმარებოდა.დავიწყე ყველაზე
მარტივიდან, შემეცნებითი სახის ექსკურსიების გაკეთება და მშობლების დაპატიჟება.ისე
ვარჩევდი მარშუტებს რომ მოსწავლეებიც დაინტერესებულიყვნენ და მშობლებიც.ჩემდა გასახარად
კლასის ყველა მშობელმა მიიღო მონაწილეობა ამ გასვლით აქტივობებში. ამის შემდეგ გადავწყვიტე
მშობლების მიწვევა სასკოლო ღონისძიებებში.. ბატონ მურმან ჯინორიას პოეზიის საღამო და
ჩვენი საყვარელი მწერლის ბატონ გურამ დოჩანაშვილთან შეხვედრა,სადაც მათი შვილებიც მონაწილეობდნენ.
რამდენიმე წელია ჩემი კლასი და მე ჩართული ვართ პროექტ „კინო სკოლაში“,მშობლებმა უკვე
თვითონ გამოთქვეს სურვილი დაგვხმარებოდნენ და ერთიანი ძალით გავაკეთეთ კინო კლუბი.რის
შედეგადაც პროექტის დასკვნით საღამაზე პრიზი ავიღეთ „საუკეთესო კინო კლუბი“.ასევე მშობლებთან
ერთად განვახორციელეთ გასვლა ქ.ქუთაისში „ქართული კინოს ფორუმზე“,სადაც მიწვეულნი ვიყავით
როგორც საპატიო სტუმრები „ნორჩი კინოსკოლელები“. ამის შემდეგ მოვიფიქრე პროექტის გაკეთება
„ჩემი თვალით დანახული ევროპა“.მშობელთა ჩართულობა ამ შემთხვევაში არ იყო ძალიან მაღალი,სხვადასხვა
მიზეზების გამო,მაგრამ მშობლების ნაწილმა ვინც მოახერხა მოსვლა დარბაზის გაფორმებაშიც
მომეხმარეს,გაკვეთილზე დაესწრნენ კიდეც და გულშემატკივრობდნენ თავიანთ შვილებს.საახალწლო
ზეიმის ჩატარება გადავწყვიტეთ მცხეთის „იმედის სხივი“-ში,სადაც სწავლობენ და მოღვაწეობენ
სსმ პირები.მშობლების დახმარებით შევაგროვეთ საახალწლო საჩუქრები და ვეწვიეთ იმედის
სხივს.სულ ახლახან გაზაფხულის დასაწყისში გადავწყვიტეთ სკოლის ეზოს დასუფთავება მშობლებთან ერთად.მათ თვითონ მოიტანეს
საჭირო აღჭურვილობა(ხელთათმანები,პოლიეთილენის პარკები ნარჩენების შესაგროვებლად) და
ერთობლივი ძალით მოვახდინეთ ეზოს დასუთავება. მშობელთა ასეთი ჩართულობა იმას მოწმობდა
რომ ჩემს მიზანს ვაღწევდი ნელ-ნელა,ნაბიჯ-ნაბიჯ და მთლიანად თუ არანახევრად მაინც,ამით
იმის თქმა მინდა რომ, როცა მშობელი ხშირად დადის სკოლაში,მას ეძლევა საშუალება თავისი
თვალით დაინახოს მასწავლებელი როგორ ასწავლის,ნახოს თავისი შვილი მეცადინეობის პროცესში.რაც
უფრო ინტენსიურ ხასიათს ღებულობს მშობლის სკოლაში მოსვლა და ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში,მასწავლებელი
მით უფრო მეტად აცნობს მშობელს მისი შვილის შედეგებსა და მუშაობის პროცესს,რაც ეხმარება
მას სკოლის ცხოვრების თანაზიარი გახდეს,რომრლიც ხშირ შემთხვევაში სახალისოც არის და
საინტერესოც.
გამოყენებული ლიტერატურა:
„სკოლა და საზოგადოება“-სალომე გორგოძის სტატია
2016წ)
მასწავლებლის
პროფესიული სტანდარტი 2008წ.
სახელმძღვანელო
: „სასწავლო და პროფესიული განვითარების გარემო“
No comments:
Post a Comment