ჩემი სამოდელო გაკვეთილები


                                     სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი და გვარი:  ირმა მესხორაძე
საგანი:  ინგლისური ენა
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 45 წთ
სწავლების საფეხური: მე-8 კლასი  (საბაზო-საშუალო საფეხური)
მოსწავლეთა რაოდენობა: 15,                   სსსმ მოსწავლე არ არის
სამოდელო გაკვეთილის ტიპი:  გამჭოლი კომპეტენციები. ციფრული წიგნიერება
გაკვეთილის თემა: სპორტი- ჯანსაღ სხეულში,ჯანსაღი სულია.
                                   Sport – A sound mind is in a sound body   
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე შეძლებს ისაუბროს და იმსჯელოს სპორტზე.ჯანსაღი ცხოვრების წესზე და მის მნიშვნელობაზე ადამიანის ცხოვრებაში. მსჯელობის დროს გამოიყენებს მტკიცე არგუმენტებს და linking words . შეძლებს ითანამშრომლოს მასწავლებელთან,თანაკლასელებთან ჯგუფურ თუ წყვილურ მუშაობაში. მოსწავლე შეძლებს გამოიყენოს ელექტრონული რესურსი სპორტთან დაკავშირებით. შეძლებს ინტერაქციაში მონაწილეობას.
 სტანდარტთან შესაბამისობა:
უცხ.ს.II.23. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           სათანადოდ რეაგირებს თანამოსაუბრის რეპლიკებზე;
·           იყენებს კონკეტული საკომუნიკაცო სიტუაციის შესაბამის კლიშეებს, ენობრივ ფორმულებს;
უცხ.ს.II.25. მოსწავლეს შეუძლია გაბმულად ლაპარაკი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           საუბრობს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე (მაგ., ოჯახი, საცხოვრებელი ადგილი, სკოლა, საყვარელი საგნები, ყოველდღიური საქმიანობა, ჰობი და სხვა);
·           მარტივი გეგმის მიხედვით ან სურათებზე დაყრდნობით ჰყვება მარტივ ამბავს;

ცხ.ს.II.26. მოსწავლეს შეუძლია მეტყველებისას გამოიყენოს ნასწავლი ენობრივ-გრამატიკული ფორმები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ინტერაქციისას შეარჩევს საკომუნიკაციო სიტუაციის/მიზნის შესატყვის მიმართვის ფორმებს, გამოთქმებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს;

უცხ.ს.II.33. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·           იყენებს ისტ-ს ამა, თუ იმ მასალის/ტექსტის შესაქმნელად/დასამუშავებლად;
·            
·         უცხ.ს.II.36. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან თანამშრომლობა შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
·         შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მოქმედებს გუნდის წევრებთან შეთანხმებულად; მსჯელობს თანაგუნდელებთან პრობლემის გადასაჭრელად, ფუნქციების გასანაწილებლად;
·            ისმენს სხვების მოსაზრებებს, გამოთქვამს საკუთარს;
რესურსები: პროექტორი,კომპიუტერი,ფლიპჩარტები,მასწავლებლის მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსი, სპორტული ინვენტარი, ფერადი თაბახის ფურცლები, სლაიდშოუ, ვიდეო რგოლი.
წინარე ცოდნა: მოსწავლეებმა იციან სპორტული აქტივობების სახელწოდებები და შეუძლიათ ისაუბრონ მათი თამაშის წესებზე. იციან მაკავშირებელი სიტყვები.  იციან სწორად გამოიყენონ გრამატიკული დროები წინადადებებში.
N
აქტივობის აღწერა

გამოყენებული მეთოდი/
მეთოდები
კლასის ორგანიზების
ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები

დრო
1.
მასწავლებელი ესალმება კლასს. აცნობს გაკვეთილის თემას,მიზანს და შეფასების რუბრიკას რომლებიც თვალსაჩინო ადგილას არის გამოკრული.  (დანართი 1)
ვერბალური ახსნა
მთელი კლასი
ფლიპჩარტები თემა,მიზანი,შეფასების რუბრიკით

2წთ
2.
მასწავლებელი,  თხოვს მოსწავლეებს ,მათი განწყობის ამაღლების მიზნით, გამოიცნონ  ის სპორტის სახეობა, რომელსაც თვითონ აღწერს.
საუკეთესო მთარგმნელი Best Translator
მთელი კლასი


2წთ
3
მასწავლებელი, თხოვს მოსწავლეებს ჩართონ თავიანთი მობილური ტელეფონები.. ინტერნეტის მეშვეობით გააკეთონ მასწავლებლის მიერ მითითებული რესურსი ,დროის ლიმიტის დაცვით და ,მკაფიო ინსტრუქციის მიცემის შემდეგ. რესურსი არის სპორტულ თემასთან დაკავშირებით. მობილური ტელეფონის სასარგებლოდ გამოყენების მიზნით . ერთი მოსწავლე რესურს გააკეთებს კომპიუტერთან თვალსაჩინოებისთვის.     ( დანართი 2)
ვინ უფრო სწრაფად

Who is faster  
ინდივიდუალური მუშაობა
მობილური ტელეფონი. პროექტორი. კომპიუტერი .  რესურსი https://learningapps.org/display?v=pbzq1qren19

5წთ
4
მასწავლებელი,საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის მიზნით ჰყოფს მოსწავლეებს 4 ჯგუფად..აძლევს მათ ფერად ქაღალდებზე გამოსახულ სპორტულ აქტივობებს..პარალელურად პროექტორზე აჩვენებს  სხვადასხვა სპორტულ სახეობებს.მოსწავლეებს დროის ლიმიტის დაცვით ეძლევათ დავალება მოიფიქრონ რომელი სპორტული აქტივობაა გამოსახული მათ ქაღალდზე და ჯგუფიდან ერთმა აღწეროს თუ როგორ ითამაშება ისინი.
ზეპირი გამოსვლა
ჯგუფური მუშაობა
ფერადი ქაღალდები. პროექტორი, კომპიუტერი.https://www.youtube.com/watch?v=tZdNh5p0WBw

8წთ
5
მასწავლებელი, წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით სვამს კითხვას თუ რატომ არის მნიშვნელოვანი სპორტი ადამიანის ცხოვრებაში.why sport is so important in our life.მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ ვარაუდებს linking words-გამოყენებით.
გონებრივი იერიში
ვარაუდების გამოთქმა
მთელი კლასი


2წთ
6
მასწავლებელი, არგუმენტირებული მსჯელობის უნარის განვითარების მიზნით თხოვს მოსწავლეებს ყურადღებით წაიკითხონ კედელზე გაკრული გამონათქვამები: „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“ –A sound mind is a sound body , „მთავარი სიმდიდრე-ჯანმრთელობაა“- The first wealth is health. მოსწავლეები გამოთქვამენ საკუთარ აზრს გამონათქვამების შესახებ და ასაბუთებენ არგუმენტებით.კედლის ერთ მხარეს გაკრულია “Agree” - ვეთანხმები , მეორე მხარეს გაკრულია   “Disagree”-არ ვეთანხმები. შემდეგ გაიყოფიან ორ ჯგუფად ,დადგებიან იმ ადგილას სადაც წარმოადგენენ საკუთარ პოზიციას და დაასაბუთებენ თავიანთ აზრს თუ რატომ ფიქრობენ ასე. (დანართი 4)
არგუმენტირებული მსჯელობა

სად დგახარ.  where you stand.
მთელი კლასი







ორი ჯგუფი


ფლიპჩარტები გამონათქვამებით.

8წთ
7
მასწავლებელი, ახალ თემაზე გადასვლის მიზნით თხოვს მოსწავლეებს დაფიქრდნენ და თქვან, გარდა სპორტისა რა გზით შეიძლება  ადამიანმა შეინარჩუნოს ჯანმრთელობა  და იყოს კარგ ფორმაში.(Besides going in for sport,what kind of activities help people to keep themselves fit) .აჩვენებს ვიდეო რგოლს. მოსწავლეები ვიდეო რგოლის ნახვის შემდეგ გამოთქვამენ ვარაუდებს.
ზეპირი მეტყველება ვაჩვენო ვიდეო რგოლი
მთელი კლასი

5წთ
8
მასწავლებელი, თემის განმტკიცების მიზნით, გამოსაძახებელი ჩხირების დახმარებით, ინტერვიუსთვის აირჩევს ერთ მოსწავლეს ცნობილი სპორტსმენის როლის შესასრულებლად...დანარჩენი მოსწავლეები მოიფიქრებენ 4 კითხვას და დაუსვამენ ცნობილ სპორტსმენს..
ინტერვიუ . ცნობილ სპორტსმენთან..როლური თამაში. 
1+ მთელი კლასი
გამოსაძახებელი ჩხირები

5წთ
9
 გაკვვეთილის შეჯამების მიზნით მასწავლებელი ყოფს მოსწავლეებს წყვილებად და  თხოვს მისცენ რამდენიმე რჩევა ადამიანებს ,,რატომ უნდა მისდიონ სპორტს და ჯანსაღი ცხოვრების წესს.
ზეპირი  მეტყველება
წყვილებში მუშაობა


4წთ
10
საშინაო დავალების მიცემა.- “ A sound mind is a sound body” დაწერონ მცირე კომპოზიცია  ვიდეო რგოლზე დაყრდნობით..
ვერბალური ახსნა
მთელი კლასი


1წთ
11
შეფასება განმავითარებელი  და განმსაზღვრელი-გაკვეთილის ბოლოს.. თვითშეფასება- გასავლელი ბილეთები. (დანართი 5)
ვერბალური ახსნა
მთელი კლასი
გასასვლელი ბილეთები

3წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოსწავლე შეძლებს ისაუბროს და იმსჯელოს სპორტზე.ჯანსაღი ცხოვრების წესზე და მის მნიშვნელობაზე ადამიანის ცხოვრებაში. მსჯელობის დროს გამოიყენებს მტკიცე არგუმენტებს და linking words . შეძლებს ითანამშრომლოს მასწავლებელთან,თანაკლასელებთან ჯგუფურ თუ წყვილურ მუშაობაში. მოსწავლე შეძლებს გამოიყენოს ელექტრონული რესურსი. შეძლებს ინტერაქციაში მონაწილეობას.
შეფასების და თვითშეფასების ინსტრუმენტები:  ანალიტიკური რუბრიკა, გასასვლელი ბილეთები.

                                                           
                                         

                                             შეფასების  რუბრიკა

კრიტერიუმები
საშუალოზე მაღალი 10-9
მაღალი
8-7    
საშუალო     5-6
საშუალოზე დაბალი 4-3
დაბალი 2-1
შეუძლია გამოიყენოს მყარი არგუმენტები და linking words მსჯელობისა და ვარაუდების გამოთქმის დროს.
სრულყოფილად ახერხებს  მყარი არგუმენტებისა და მაკავშირებელი სიტყვების გამოყენებას
იყენებს არგუმეტებს და მაკავშირებელ სიტყვებს, მცირე ხარვეზებით
ახერხებს  მწირი არგუმენტების გამოყენებას
უჭირს მსჯელობის დროს არგუმენტებით საუბარი
არ შეუძლია საუბარი და მსჯელობა
შეუძლია ისაუბროს სპორტზე და ჯანსაღი ცხოვრების წესზე
კარგად საუბრობს სპორტთან დაკავშირებულ თემებზე
ახერხებს საუბარს  სპორტის თემაზე პაუზებით.
საუბრობს  მასწავლებლის დახმარებით
უჭირს საუბარი სპორტის თემაზე..არ აქვს საკმარისი ცოდნა
ვერ ახერხებს საუბარს.
შეუძლია გამოიყენოს ელექტრონული რესურსი საგაკვეთილო პროცესში. სწრაფად  და ხარისხიანად
ძალიან კარგად იცის ელექტრონული რესურსის გამოყენება
იყენებს ელექტრონულ რესურს გაკვეთილზე  მცირედი დაყოვნებებით,
იყენებს გაკვეთილზე მაგრამ დროის ლიმიტის დაცვა არ შეუძლია
დამოუკიდებლად უჭირს ელექტრონული რესურსის გაკეთება
არ იცის მისი გამოყენება
თანამშრომლობს მასწავლებელთან,კლასელებთან ჯგუფურ და წყვილურ მუშაობაში
ძალიან კარგად შეუძლია ითანამშრომლოს ჯგუფის წევრებთან..
კარგად ახერხებს თანამშრომლობას მაგრამ ცოტა გამბედაობა აკლია
ახერხებს თანამშრომლობას თუმცა არ შეუძლია მოუსმინოს სხვისაზრს
უჭრს ერთ ადგილზე გაჩერება
არ შეუძლია თანამშრომლობა ჯგუთან.
                         


                         გასასვლელი ბილეთები

1.   ყველაზე მნიშვნელოვანი რაც დამამახსოვრდა გაკვეთილიდან
2 .  ყველაზე ბუნდოვანი საკითხი  გაკვეთილზე                      
3 .  ყველაზე საინტერესო აქტივობა გაკვეთილზე                                                                                                                                                                 

                      სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
საგანი: ინგლისური ენა
კლასი: მე-8
 მასწავლებელი: ირმა მესხორაძე
დრო : 45 წუთი
გაკვეთილის თემა: „A sound mind is in a sound body”
გაკვეთილის ტიპი: გამჭოლი კომპეტენციები, ციფრული წიგნიერება.                                             გაკვეთილის „ ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“ , ჩატარება გადავწყვიტე მარტივი მიზეზის გამო, ვფიქრობ რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი დღევანდელ ცხოვრებაში ძალიან აქტუალურია და ამავე დროს რთულიც არის მისი განხორციელება.ამიტომ ჩავთვალე რომ აღნიშნულ თემაზე ჩემი სამოდელო გაკვეთილი, გამოვიდოდა საინტერესო და თუ გამოვიყენებდი გაკვეთილზე მრავალფეროვან რესურსებს თემის განმტკიცების მიზნით, ეს თავად მოსწავლეებსაც და გაკვეთილზე დამსწრე საზოგადოებასაც უკეთ დაანახებდა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრება და სპორტი ადამიანებისთვის.
    გაკვეთილის მსვლელობით კმაყოფილი დავრჩი.ერთი მხრივ მოსწავლეებმა გაამართლეს ჩემი მოლოდინი,მეორე მხრივ დაგეგმილმა აქტივობებმა და საგაკვეთილო მრავალფეროვანმა რესურსებმა სათანადოდ იმუშავა.გააკვეთილი წარვმართე გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვით, მნიშვნელოვანი გადახვევა, მოდიფიცირება არ დამჭირვებია.ჩატარებული გაკვეთილის მიხედვით შემიძლია ვთქვა,რომ დასახული მიზნები მიღწეულია.შესაბამისად ვფიქრობ,რომ გაკვეთილის შედეგები შეესაბამებოდა წინასწარ განსაზღვრულ საგაკვეთილო მიზნებს.
მინდა ვისაუბრო გაკვეთილის მსვლელობაზე და გამოვყო ძლიერი და სუსტი მხარეები: გაკვეთილის დასაწყისშივე მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის თემა, მიზანი და შეფასების რუბრიკა. მოსწავლეები თავიდანვე აქტიურად ჩაერთვნენ საგაკვეთილო პროცესში. აქტივობებმა „საუკეთესო მთარგმნელი“ და „ვინ უფრო სწრაფად“ მობილურ ტელეფონებში გაკეთებულმა ელექტრონულმა რესურსებმა გამოიწვია მათი მობილიზება და მოტივირება. ისინი ჯგუფების მიხედვით აკეთებდნენ მცირე პრეზენტაციას სპორტის ამათუ იმ სახეობაზე  და დამაჯერებლად გადმოსცემდნენ თუ როგორ ითამაშება ისინი. ხოლო ჩემს მიერ დასმულმა კითხვამ თუ რატომ არის მნიშვნელოვანი სპორტი ადამიანის ცხოვრებაში, საშუალება მიეცა მათ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გაეცათ პასუხი. ვეცდე რომ შემდეგი აქტივობა სახალისო და ამავე დროს მიზანმიმართული ყოფილიყო, ამისთვის შევთავაზე მათ წაეკითხათ პოსტერები : „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“ და „ მთავარი სიმდიდრე - ჯანმრთელობაა“..გამოეთქვათ თავიანთი აზრი ამის შესახებ, ემსჯელათ არგუმენტირებულად, შემდეგ გაიყვნენ ორ ჯგუფად.კედლის ერთ მხარეს  დადგა ჯგუფი რომელიც ეთანხხმებოდა ამ აზრს agree  და მეორე მხარეს მეორე ჯგუფი რომლებიც არ ეთანხმებოდა  disagree და ასაბუთებდნენ თავიანთ პოზიციას linking words-ის გამოყენებით.
კიდევ უფრო საინტერესო იყო მათვის მომდევნო აქტივობა როცა ვიდეო რგოლი ვაჩვენე, და ვთხოვე გამოეთქვათ ვარაუდები როგორ შეიძლება ადამიანმა  შეინარჩუნოს კარგი ფორმა და ჯანმრთელობა..მათ გამოთქვეს თავიანთი აზრი ამის შესახებ. რომ სპორტის გარდა ადამიანმა უნდა მიიღოს ჯანსაღი საკვები, აკეთოს კეთილი საქმეები, ისეირნოს  სუფთა ჰაერზე. ამის შემდეგ მათ მისცენ რჩევები საზოგადოებას  ჯანსაღი ცხოვრების შესახებ.
მინდა გამოვყო როლური თამაში,რომელიც შევთავაზე მათ გაკვეთილის შეჯამების მიზნით. სტუმრად ჰყავდათ ცნობილი სპორტსმენი და მასთან გააკეთეს  ინტერვიუ, დაუსვეს კითხვები ჯანსაღი ცხოვრების აქტუალობასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება შეფასებას, მოსწავლეები შევაფასე გაკვეთილის ბოლოს განმსაზღვრელი შეფასებით, წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკის მიხედვით, რომელიც მათ გავაცანი გაკვეთილის დაწყების წინ. განმავითარებელ შეფასებას ვაძლევდი გაკვეთილის მსვლელობისას.ხოლო თვითშეფასებისთვის გამოვიყენე „გასასვლელი ბილეთები“ რომელთა დახმარებითაც გავიგე მოსწავლეთა მოსაზრებები ჩატარებულ გაკვეთილთან დაკავშირებით. საშინაო დავალებად მივეცი მცირე კომპოზიციის დაწერა ვიდეო რგოლზე დაყრდნობით,რომელსაც გადავუგზავნიდი გაკვეთილის შემდეგ.
     გაკვეთილის მსვლელობისას გამოიკვეთა ხარვეზებიც. ჯგუფური მუშაობის დროს ორი მოსწავლე არ იყო ჩართული აქტიურად და ცდილობდა სხვების ხარჯზე გამოსულიყვნენ.კარგი იქნებოდა ვიდეო რგოლის ნახვის შემდეგ, მეტი დრო მიმეცა მოსწავლეებისთვის ვარაუდების გამოსათქმელად, რადგან დრო არ მიმიცია მათ მოსაფიქრებლად. ვფიქრობ უკეთესი იქნებოდა სამის ნაცვლად გამომეყო ოთხი ჯგუფი, უკეთესად დავინახავდი თითოეული მოსწავლის აქტიურობას და წვლილს დასახული მიზნის მისაღწევ სამუშაოში.მომავლში მსგავსი ტიპის გაკვეთილის მომზადებისას,გავითვალისწინებ ამ გაკვეთილის გამოცდილებას და სხვაგვარად წარვმართავდი იმ მონაკვეთებს სადაც ხარვეზები გამოიკვეთა.
აქვე მინდა დავამატო ის რომ დამსწრე კოლეგებს დააინტერესებდათ  შერჩეული თემა, აქტივობების მრავალფეროვნება, გამჭოლი კომპეტენციის უნარის განვითარების პროცესის ასახვა გაკვეთილზე. და თვით შერჩეული თემატიკა, რადგან ეს უკანასკნელი აქტუალობას არ კარგავს დღემდე. მოსწავლეებისთვის ეს გაკვეთილი სასარგებლო იყო იმით რომ მათ გაიღრმავეს ცოდნა სპორტსა და ჯანსაღი ცხოვრების შესახებ ვიდეო რგოლის ჩვენებით,ელექტრონული რესურსების გაკეთებით..ვიმედოვნებ რომ ჩემი კოლეგების პედაგოგიურ პრაქტიკაშიც შეიცვლება ცოტა რამ ჩემი ჩატარებული გაკვეთილით, რადგან გაკვეთილის დასრულების შემდეგ მათ გამოთქვეს სურვილი ჩაეტარებინათ მსგავსი გაკვეთილები და  გამოიყენებდნენ მსგავს აქტივობებს,რომლებსაც მოარგებდნენ თავიანთ საგაკვეთილო პროცესს.
საერთო ჯამში გაკვეთილის მსვლელობით კმაყოფილი დავრჩი.გაკვეთილის განმავლობაში ვცდილობდი ვყოფილიყავი ფასილიტატორი, ეტაპობრივად დავხმარებოდი მოსწავლეებს და მიმეცა მათთვის თავისუფლად აზროვნების შესაძლებლობა. ჩატარებული გაკვეთილის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ დასახული მიზნები მიღწეულია და გაკვეთილის გეგმის მოდიფიცირება არ დამჭირვებია.










                                   სამოდელო გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი და გვარი:  ირმა მესხორაძე
საგანი:  ინგლისური ენა
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 45 წთ
სწავლების საფეხური: მე-3  კლასი  (დაწყებითი საფეხური)
მოსწავლეთა რაოდენობა: 13                   სსსმ მოსწავლე არ არის
სამოდელო გაკვეთილის ტიპი:  ინტეგრირებული ბუნებასთან.
გაკვეთილის თემა:  Different weather in different season!  ამინდი სხვადასხვაგვარია წელიწადის სხვადასხვა  დროს...
                                   
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე შეძლებს ისაუბროს და იმსჯელოს წელიწადის სხვადასხვა დროის შესაბამისი ამინდის მრავალფეროვნებაზე. გამოიყენებს ელექტრონულ რესურს თემის განმტკიცების მიზნით. შეძლებს მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობას. შეძლებს თანაკლასელებთან ჯგუფურ და წყვილებთან მუშაობას.
 სტანდარტთან შესაბამისობა:
 ინგლისური ენა
მისაღწევი შედეგები შეფასების ინდიკატორები

/Iუცხ. დაწყ.(I).10. მოსწავლემ უნდა შეძლოს
სწავლის ხელშემწყობი სტრატეგიებისა
და სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო
რესურსების (ბეჭდვითი და მულტიმედიური*
რესურსების, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების) გააზრებულად გამოყენება.
მოსწავლე:

ეფექტურად იყენებს
სახელმძღვანელოს რესურსებს
(ილუსტრაციებს, ლექსიკონს,
სარჩევს, ლოგოებს, სამოდელონიმუშებს);
მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო
მასალას ინფორმაციულ-
საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
(ისტ) მეშვეობით.

Iუცხ. დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა
შეძლოს კალიგრაფიული ნორმების
დაცვა; მოდელის მიხედვით
სხვადასხვა ტიპის მარტივი
ტექსტების შედგენა.
მოსწავლე:
შეარჩევს სათანადო ლექსიკას, შესიტყვებებსა
და გამოთქმებს;

13Iუცხ. დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა
შეძლოს ნაცნობ თემატიკაზე მარტივ
ინტერაქციაში მონაწილეობა,
ნაცნობი თემატიკის გარშემო
საუბარი.
მოსწავლე:
პასუხობს კითხვებს ნასწავლ თემატიკაზე;

Iუცხ. დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა
შეძლოს სიტყვების, წინადადებებისა
და ტექსტების გარკვევით და
შესაბამისი ინტონაციისა თუ
მახვილის დაცვით წარმოთქმა.
მოსწავლე:
ზეპირად გაითამაშებს დიალოგებს, სცენებს;

 ბუნება
ბუნ.III 7. მოსწავლემ უნდა შეძლოს ამინდის განმსაზღვრელი ბუნებრივი მოვლენების დახასიათება:
შედეგი თვალსაჩინოა თუ:
ჩამოთვლის და ახასიათებს მისთვის ნაცნობ ბუნებრივ მოვლენებს (მაგ.: წვიმა სეტყვა ცისარტყელა თოვლი ქარი,ჭექა-ქუხილი და სხვა)
რესურსები:  ფლიპჩარტები, კომპიუტერი, პროექტორი, ელექტრონული რესურსი, ფერადი ქაღალდები, თვალსაჩინოებები. კალამი,თაბახის ფურცლები. თვითშეფასების კონვერტები.
წინარე ცოდნა: მოსწავლეებმა იციან წელიწადის დროები და თვეები. იციან wh-questions  გამოყენება კითხვით წინადადებებში.
N
აქტივობის აღწერა

გამოყენებული მეთოდი/
მეთოდები
კლასის ორგანიზების
ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები

დრო
1.
მასწავლებელი ესალმება კლასს. აცნობს გაკვეთილის თემას,მიზანს და შეფასების რუბრიკას რომლებიც თვალსაჩინო ადგილას არის გამოკრული.  (დანართი 1)
ვერბალური ახსნა
მთელი კლასი
ფლიპჩარტები თემა,მიზანი,შეფასების რუბრიკით

2წთ
2.
მასწავლებელი,  მოსწავლეთა  განწყობის ამაღლების მიზნით,თხოვს მათ დასხდნენ წრეზე..ბავშვები ერთმანეთს ეუბნებიან წელიწადის რომელ დროს წარმოადგენენ. (დანართი 2)
„ჯაჭვი წრეზე“.
მთელი კლასი
სკამები

5წთ
3
მასწავლებელი,საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის მიზნით, თხოვს მოსწავლეებს იპოვონ დამალული თვეები და მიაკრან კედელზე გაკრულ თვალსაჩინოებაზე  გამოსახულ წელიწადის დროებს.
   „დამალული თვეები“
მთელი კლასი
ფერადი ქარდები და ფლიპჩარტი.

4წთ
4
მასწავლებელი, წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით, აძლევს მოსწავლეებს მცირე ტექსტებს,სადაც უნდა შემოხაზონ სწორი პასუხი, თუ რომელ წელიწადის დროზეა საუბარი.(დანართი 3)
„აბა გამოიცანი“
წყვილებში მუშაობა
თაბახის ფურცლები.კალმები

6წთ
5
მასწავლებელი, ახალ თემაზე გადასვლის მიზნით აჩვენებს მოსწავლეებს  სლაიდშოუს სადაც ნაჩვენებია ახალი სიტყვები ამინდის შესახებ, შემდეგ თხოვს მათ, ჯგუფების მიხედვით მივიდნენ კედელზე გაკრულ თვალსაჩინოებასთან, დააკვირდნენ იქვე დადებულ ამინდის გამომსახველ რეკვიზიტებს(მაგ.: ღრუბელი, თოვლი, წვიმა, სათვალე, ქარისგან გადახრილი ხეები და ყვავილები) და მიამაგრონ მასწავლებლის დახმარებით შესაფერის წარწერას ფორმატზე.
„გასეირნება გალერეიაში“
ჯგუფური მუშაობა
პროექტორი,კომპიუტერი. თვალსაჩინოება- რესურსი. რეკვიზიტები რესურსის.

5წთ
6
მასწავლებელი, მოსმენილ მასალაზე ახალი სიტყვების გაცნობის მიზნით, მოსწავლეებს ასმენინებს სიმღერას „What’s the weather like today” ..
 სიმღერის მოსმენა
მთელი კლასი





2წთ
7
მასწავლებელი, ურიგებს მოსწავლეებს ქარდებს,სადაც  ახალი სიტყვებია დაწერილი ინგლისურ და ქართულ ენაზე. მოსწავლეები შეეცდებიან გააკეთონ შესაბამისობა ამ სიტყვებს შორის.(დანართი 4)
„შეამოწმე მეგობარი“
წყვილებში მუშაობა
თაბახის ფურცლები და კალმები

5წთ
8
მასწავლებელი, ახალი სიტყვების განმტკიცების მიზნით, თხოვს მოსწავლეებს გააკეთონ თავიანთ „ბუკებში“ საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსი.
ისტ-ის გამოყენებით სიტყვების განმტკიცება
წყვილებში მუშაობა
https://learningapps.org/display?v=pht2owanj19

5 წთ
9
 გაკვეთილის შეჯამების მიზნით, მასწავლებელი თხოვს ჯგუფებს შეარჩიონ მათთვის სასურველი წელიწადის დრო. ისაუბრონ ამ დროისთვის დამახასიათებელ ამინდზე და გააკეთონ მცირე პრეზენტაცია ახალი სიტყვების გამოყენებით.
პრეზენტაცია

ჯგუფური და წყვილებშიმუშაობა


8წთ
10
საშინაო დავალების მიცემა. დახატონ თავიანთი“ საყვარელი წელიწადის დრო“(my favorite season)  და აღწერონ როგორი ამინდია გამოსახული ზედ.
ვერბალური ახსნა
მთელი კლასი


1წთ
11
შეფასება განმავითარებელი კომენტარით-. თვითშეფასება-  დაფაზე გაკრულია ფორმატი ღია კონვერტებით , სადაც გაკვეთილის ბოლოს ისინი ჩადებენ ფერად ქარდებს: 1. მზე - გავიგე ყველაფერი და შემიძლია სხვას ვუთხრა. 2. ღრუბელი- ყველაფერი გავიგე, მაგრამ გამიძნელდება სხვას მოვუყვე. 3. წვიმის წვეთი- მე უნდა ვივარჯიშო ამაზე.  4.ფიფქი -  მინდა რომ კიდევ ამიხსნან. (დანართი 5)
ვერბალური ახსნა
მთელი კლასი


2წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოსწავლე შეძლებს ისაუბროს და იმსჯელოს წელიწადის სხვადასხვა დროის შესაბამისი  ამინდის მრავალფეროვნებაზე. გამოიყენებს ელექტრონულ რესურს თემის განმტკიცების მიზნით. შეძლებს მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობას. შეძლებს თანაკლასელებთან ჯგუფურ და წყვილებთან მუშაობას.
შეფასების და თვითშეფასების ინსტრუმენტები:  ანალიტიკური რუბრიკა. ფერადი ქარდები: მზე, ღრუბელი, წვიმის წვეთი,ფიფქი.

                                                           
                                             






                                                



                                                  

                                        შეფასების  რუბრიკა

კრიტერიუმები
ძალიან კარგი
კარგი
დამაკმაყოფილებელი
არადამაკმაყოფილებელი
მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა
უშეცდომოდ პასუხობს დასმულ კითხვებს.
კარგად სცემს პასუხს დასმულ კითხვებს მინიმალური შეცდომების დაშვებით
შეუძლია დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა,მაგრამ უშვებს შეცდომებს.
ვერ ახერხებს დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემას.
შეუძლია ისაუბროს და იმსჯელოს წელიწადის სხვადასხვა დროის შესაბამისი ამინდის შესახებ
კარგად საუბრობს ამინდზე ,,შუძლია იმსჯელოს მის მრავალფეროვნებაზე.
ახერხებს საუბარს  და მსჯელობს ამინდის თემაზე მცირე ხარვეზებით
საუბრობს  მასწავლებლის დახმარებით
უჭირს საუბარი .არ აქვს საკმარისი ცოდნა
შეუძლია გამოიყენოს ელექტრონული რესურსი საგაკვეთილო პროცესში.
ძალიან კარგად იცის ელექტრონული რესურსის გამოყენება
იყენებს ელექტრონულ რესურს გაკვეთილზე  მცირედი დაყოვნებებით,
იყენებს გაკვეთილზე მაგრამ დროის ლიმიტის დაცვა არ შეუძლია
დამოუკიდებლად უჭირს ელექტრონული რესურსის გაკეთება
შეძლებს კლასელებთან ჯგუფურ და წყვილებთან მუშაობას
ძალიან კარგად შეუძლია იმუშაოს ჯგუფის წევრებთან..
ახერხებს მუშაობას მცირე ხარვეზებით
ცდილობს იმუშაოს ,მაგრამ საკმარისი ცოდნა არ აქვს.
უჭრს ერთ ადგილზე გაჩერება
                        




          

                    თვითშეფასების ინსტრუმენტი
1.  მზე --გავიგე ყველაფერი და შემიძლია სხვას ვუთხრა
2 . ღუბელი  -  გავიგე ყველაფერი მაგრამ გამიძნელდება სხვას ვუთხრა            
3 .  წვიმის წვეთი - მე უნდა ვივარჯიშო ამაზე                                                                4.   ფიფქი --მინდა რომ კიდევ ამიხსნან


სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
საგანი: ინგლისური ენა
კლასი: მე-3
 მასწავლებელი: ირმა მესხორაძე
დრო : 45 წუთი
გაკვეთილის თემა: „Different weather in different season
გაკვეთილის ტიპი: ინტეგრირებული ბუნებასთან.
 ჩემს მიერ ჩატარებულ სამოდელო გაკვეთილზე,რომელიც ინტეგრირებული იყო ბუნებასთან,“Different weather in different season“ სრულად იყო მიღწეული დასახული მიზნები.გამოვიყენე აქტივობები,რომლებიც უზრუნველყოფდნენ მოსწავლეთა ჩართულობას და დასახულ მიზნების მიღწევას.შერჩეული მეთოდები შეესაბამებოდა სასწავლო აქტივობებს და კლასის ორგანიზების ფორმებს.
 ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს ესაუბარათ და ემსჯელათ  წელიწადის სხვადასხვა დროის შესაბამისი ამინდის მრავალფეროვნებაზე. გამოეყენებინათ ელექტრონული რესურსი თემის განმტკიცების მიზნით. შეძლებოდათ მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა. თანაკლასელებთან ჯგუფურ და წყვილებთან მუშაობა.
გაკვეთილი გამოვიდა საინტერესო,სახალისო.მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ კითხვა-პასუხში,ჯგუფურ მუშაობაში,წყვილებში მუშაობაში,ვთვლი რომ ყველა აქტივობა შეესაბამებოდა გაკვეთილის მიზნებს.
გაკვეთილი დავიწყე კლასის ორგანიზებით (სიის ამოკითხვა).
კლასს გავაცანი გაკვეთილის თემა, გაკვეთილის მიზანი, შეფასების რუბრიკა, თვითშეფასების ინსტრუმენტი ფერადი ქარდები : მზე (გავიგე ყველაფერი და შემიძლია სხვას ვუთხრა). ღრუბელი ( ყველაფერი გავიგე,მაგრამ გამიძნელდება სხვას მოვუყვე), წვიმის წვეთი ( მე უნდა ვივარჯიშო ამაზე) და ფიფქი ( მინდა რომ კიდევ ამიხსნან).
გაკვეთილის ყველაზე წარმატებული მხარე იყო: მოსწავლეთა მოტივაციის და ინტერესის გაღვივების მიზნით გავითამაშეთ „ჯაჭვი წრეზე“, სადაც მოსწავლეები ჩემთან ერთად ერთმანეთს ეუბნებოდნენ წელიწადის რომელ დროს წარმოადგენდნენ.ეს აქტივობა დამეხმარა მოსწავლეების ყურადღების მობილიზებაში გაკვეთილის დასაწყისშივე.  ასევე საინტერესოდ წარიმართა მომდევნო აქტივობა, მათ საგაკვეთილო პროცესში ჩასართავად,მოუწიათ „დამალული თვეების“ პოვნა და შესაფერის წელიწადის დროებთან შესაბამება. არანაკლებ საინტერესო იყო მომდევნო აქტივობები ახალი თემის ახსნის დროს. თვალსაჩინოების,როგორც რესურსის გაკეთება და „მეჩინგის“ გაკეთება ახალ სიტყვებზე. ასევე დიდი მონდომებით გააკეთეს ჩემს მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსი თავიანთ „ბუკებ“-ში, რომელიც შევთავაზე ახალი სიტყვების განმტკიცების მიზნით. გაკვეთილი შევაჯამეთ პრზენტაციებით წელიწადის დროებზე,სადაც გამოიყენებდნენ ახალ ნასწავლ სიტყვებს. საშინაო დავალების მიცემის შემდეგ, მოსწავლეები შევაფასე განმავითარებელი შეფასებით.
გაკვეთილის მსვლელობისას გამოიკვეთა ხარვეზებიც: წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მოსწავლეებს შევთავაზე საინტერესო სავარჯიშო,  ისინი მუშაობდნენ წყვილებში. კარგად გაართვეს თავი ამ სავარჯიშოს თუმცა გამოიკვეთა ის, რომ ორმა მოსწავლემ არასწორად გაიგეს ინსტრუქცია და პასუხებიც შესაბამისად არასწორი იყო. სხვა დროისთვის გავითვალისწინებ ამ შეცდომას.მოსწავლეებს გავამეორებინებ ჩემს მიერ მიცემულ ინსტრუქციას.
ვთვლი რომ დასახვეწია თანაკლასელებთან თანამშრომლობისა და ქცევის წესები. გაკვეთილზე, ჯგუფური მუშაობის დროს ,რამდენიმე მოსწავლე არ უსმენდა თანაკლასელების პასუხს. თვითშეფასების ინსტრუმენტის გამოყენების დროს მომისწრო ზარმა და 1 წუთი გადავაცილე გაკვეთილს და ისე დავასრულე გაკვეთილი.
ამ გაკვეთილის გამოცდილებიდან გამომდინარე სხვა დროისთვის როცა ჩავატარებ მსგავს გაკვეთილს ყურადღებას მივაქცევ  სწორად ახსოვთ თუ არა მოსწავლეებს ქცევის წესები. გავაუმჯობესებ დროის მენეჯმენტს. ინსტრუქციას გავცემ ორივე ენაზე და საჭიროების შემთხვევაში გავიმეორებ რამდენჯერმე.
 ჩემი ჩატარებული გაკვეთილი ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის სხვადასხვა მიმართულების განვითარებას, კერძოთ: გაკვეთილზე გამოყენებული იყო მოსმენის, წერის, ლაპარაკის მიმართულებების განმავითარებელი აქტივობები. ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის მიხედვით, ამიტომ მათი მოდიფიცირება არ დამჭირვებია.
როცა ამ გაკვეთილს ვატარებდი, ღრმად ვიყავი დარწმუნებული იმაში რომ კოლეგებს დააინტერესებდათ ამ გაკვეთილის თემა, რადგან ინტეგრაცია საგნებს შორის, მოსწავლეებს  აძლევს საშუალებას ერთმანეთთან დააკავშიროს რამდენიმე თემა,რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ცოდნის გამთლიანებას და შეძენილი ცოდნისა და უნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანას. მოსწავლეებისთვის ეს გაკვეთილი სასარგებლო იყო იმით რომ მათ გაიღრმავეს ცოდნა წელიწადის სხვადასხვა დროის შესაბამისი ამინდის მრავალფეროვნებაზე. საგანთა შორის კავშირების განხორციელებით შეძლეს  ცოდნის კონსტრუირებით ახალი მასალის გაგება - გააზრება.
ვფიქრობ რომ კოლეგები თვითონაც დაგეგმავენ ინტეგრირებულ გაკვეთილებს თავიანთ საგაკვეთილო პროცესში და გამოიყენებენ არა მარტო ჩემს მიერ დაგეგმილ აქტივობებს,ასევე რესურსებსაც.
საერთო ჯამში გაკვეთილის მსვლელობით კმაყოფილი ვარ, დასახული მიზნები მიღწეულია და გაკვეთილის გეგმის მოდიფიცირება არ დამჭირვებია.






















No comments:

Post a Comment