ჩემი კლასგარეშე გაკვეთილები


თემა - ევროპა ჩემს გაკვეთილზე

კლასი/კლასები
მე 7 კლასი
მასწავლებელი
ირმა მესხორაძე უცხო ენის მასწავლებელი
ჩატარების დრო
12.12.2017წ.
გაკვეთილის თემა
ჩემი თვალით დანახული ევროპა. „ქვეყნები და ეროვნებები“
გაკვეთილის ხანრძლივობა
45წთ

კლასის დახასიათება
კლასში ირიცხება 14 მოსწავლე. აქედან არცერთი არ არის სპეციალური საჭიროების მოსწავლე.
სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები (შესაბამისობა ე.ს გ)
უცხ.ს.VI   17.   უცხ.ს.VI   18.  უცხ.ს.VI  19.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე,ზეპირი მეტყველების გაუმჯობესების მიზნით შეძლებს: 1) ისაუბრებს გაბმულად და გასაგებად. 2) საუბრის დროს გამოიყენებს რთული კონსტრუქციის წინადადებებს. 3)
ისაუბრებს ლექსიკურ-გრამატიკული ერთეულების სწორად გამოყენებას.
გაკვეთილის მსვლელობა
(აქტივობები)
საორგანიზაციო საკითხები.
1). მასწავლებელი აჩვენებს კლასს ვიდეორგოლს,სადაც ნაჩვენებია ევროპის ქვეყნების ზოგადი მიმოხილვა.( ქალაქები,ტანსაცმელი,ღირშესანიშნაობები) და ა.შ.

2) ვიდეოს ჩვენების შემდეგ მასწავლებელი კლასს უსვამს კითხვებს,ისეთი როგორიცაა „ What Europian countries did you see on the video?, Have you ever been there?, what is special in each country? და ა.შ.

3) კითხვებზე ამომწურავი პასუხების გაცემის შემდეგ მასწავლებელი ჰყოფს კლასს 4 ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს აძლევს საშუალებას თვითონ აარჩიონ ევროპის რომელიმე ქვეყანა.ქვეყნის არჩევის შემდეგ მასწავლებელი თხოვს თითოეულ ჯგუფს გააკეთონ ცხრილი (დანართი)1. და შეავსონ თუ რითია ცნობილი ეს ქვეყნები.

4)მასწავლებელი ეკრანზე აჩვენებს მოსწავლეებს სლაიდშოუს სადაც გამოსახულია ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი ადამაინები.ამის შემდეგ ყოფს კლასს წყვილებად და თხოვს აიღონ წინასწარ მომზადებული „დომინოს ქვები“ ანუ ბარათები,რომელსაც ერთ მხარეს ექნება დაწერილი ქვეყანა და მეორე მხარეს სხვა ქვეყნის ეროვნულ სამოსში გამოსახული ადამიანები.და დააწყვილონ ისინი ერთი და იმავე ქვეყნის და ეროვნების მიხედვით.
შესაბამისი ინსტრუქციის მიცემის შემდეგ მოსწავლეები აწყვილებენ „დომინოს ქვებს“

5) დომინოს ქვების დაწყვილების შემდეგ მოსწავლეები აკეთებენ მცირე პრეზენტაციას დაწყვილებული ქვეყნების შესახებ.

6) მასალის შეჯამების მიზნით მასწავლებელი სვამს კითხვებს...აძლევს მოსწავლეებს განმავითარებელ-განმსაზღვრელ შეფასებას.
საკლასო მენეჯმენტი
მერხები,სკამები,კომპიუტერი,პროექტორი,ფურცლები,
საწერი კალმები
სასწავლო რესურსები
კომპიუტერი,პროექტორი,თაბახის ფურცლები,საწერი კალმები.დომინოს  ფორმის ქარდები
შფასება და თვითშეფასების კრიტერიუმები.მეთოდები და საშუალებები
განმავითარებელი-განმსაზღვრელი.
მეთოდები: გონებრივი იერიში,კითხვა-პასუხი,პრეზენტაცია,დომინო








                                                დანართი N1  ცხრილი
ქვეყანა
დედაქალაქი
სამზარეულო
ღირშესანიშნაობები
ცნობილი ადამიანები









                            
                                              შეფასების კრიტერიუმები
კრიტერიუმები
დაბალი
  1-2
საშუალოზე დაბალი
   3-4
საშუალო
5-6
საშუალოზე მაღალი
7-8
მაღალი
9-10
შეძლებს ისაუბროს გაბმულად და გასაგებად
მოსწავლე ვერ საუბრობს გასაგებად
მოსწავლე ცდილობს ისაუბროს გასაგებად მაგრამ უჭირს
მოსწავლე საუბრობს ნელი ტემპით,უშვებს შეცდომებს
მოსწავლე საუბრობს კარგად.მცირე პაუზებით
მოსწავლე საუბრობს ძალიან კარგად
შეძლებს გამოიყენოს რთული კონსტრუქციის წინადადებები
საუბრის დროს
მოსწავლე ვერ იყენებს მარტივ ფრაზებს
იყენებს მარტივ კონსტრუქციებს
უშვებს შეცდომებს
იყენებს მარტივ ფრაზებს
იყენებს რთულ წინადადებებს თუმცა მცირე ხარვეზები აქვს.
იყენებს რთულ წინადადებებს საუბრის დროს, აზრობრივად სწორად და თანმიმდევრობით.
შეძლებს ისაუბროს ლექსიკურ-გრამატიკული ერთეულების სწორად გამოყენებით
ვერ საუბრობს
აზრს ვერ გადმოსცემს
ცდილობს ისაუბროს მაგრამ უჭირს მათი გამოყენება საუბრის დროს
უშვებს გრამატიკულ-
ლექსიკურ შეცდომებს,მაგრამ აზრის გაგება შესაძლებელია
საუბრობს რამდენიმე შეცდომის დაშვებით
არ უშვებს შეცდომებს აზრს გადმოსცემს მკაფიოდ და გასაგებად.ლექსიკურ-გრამატიკულ ერტეულებს სწორად იყენებს




გაკვეთილის გეგმა - ირმა მესხორაძე

მასწავლებელი:   ირმა მესხორაძე.  უცხო ენის პედაგოგი.                                                             პ/ნ  60001028167
საგანი:     კლასის საათი ( სადამრიგებლო კლასთან)
სწავლების საფეხური/კლასი:  მე-6 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 15
თემა:      ბულინგი - ოჯახური ძალადობა 
მიზანი:მოსწავლე შეძლებს განიხილოს ოჯახში ძალადობის და ბულინგის თემატიკა.დამოუკიდებლად ამოიცნობს პრობლემას და მოძებნის მისი გადაჭრის გზებს. გამოუმუშავდება თანაგრძნობისა და ემპათიის უნარი.
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:მოსწავლეები შეიძენენ გარკვეულ ცოდნას ოჯახურ ძალადობის, მისი პრევენციის შესახებ. გამოუმუშავდებათ დამოუკიდებლად პრობლემის გაადაჭრის და თანაგანცდის უნარები.
N
          აქტივობა

მეთოდი/ მეთოდები
კლასის ორგანიზების
ფორმა
სასწავლო
რესურსები
დრო
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი
1.
საორგანიზაციო საკითხები. კლასისთვის გაკვეთილის თემის,მიზნის და შეფასების რუბრიკის გაცნობა.
მინი
ლექცია
მთელი
კლასი
ფლიპჩარტები რომლებზეც მითითებულია გაკვეთილის თემა , მიზანი, შეფასების რუბრიკა.
2წთ.
მოსწავლეთა ინფორმირება ახალი თემის გასაცნობად და გასააზრებლად. ინტერესის გაღვივება საგაკვეთილო პროცესში ჩასართავად. მოტივაციის ამაღლება.
2.
მასწავლებელი სვამს კითხვას თუ რა არის ძალადობა. ყველა წარმოთქმულ აზრს წერს დაფაზე სადაც იქმნება ასოციაციის რუკა.
გონებრივი იერიში.
ასოციაციის რუკა
მთელი კლასი
დაფა
ცარცი
3წთ.
მოსწავლეები გაიხსენებენ რა იციან ძალადობის შესახებ.
3.
მასწავლებელი აჩვენებს ბავშვებს მოკლემეტრაჟიან ფილმს“ყვირილი“. და ფილმის ნახვის შემდეგ გამოთქვან თავიანთი აზრი იმის შესახებ თუ რა განცდა დაეუფლათ? რა სახის ძალადობაა ფილმში გამოვლენილი? როგორ იქცევა პატარა ბიჭი? მათი აზრით რატომ იქცევა ასე? სწორად იქცევა ბიჭი როცა მშობლებს აცნობებს პატარა გოგოზე დედის ძალადობის შესახებ? როგორია ჰელენის ქცევა დედისგან ძალადობის შესახებ? სწორად იქცევა ჰელენი დედის აგრესიის დამალვის შემთხვევაში?
კითხვა პასუხი
მთელი კლასი
პროექტორი
კომპიუტერი
ინტერნეტი.
ფილმი „ყვირილი“.  http//www.you
Tube.com/watch.
12წთ
მოსწავლეები გაანალიზებენ ფილმის სიუჟეტს. ფილმში წარმოქმნილ პრობლემას ამოიცნობენ .
4.
მასწავლებელი კლასს ჰყოფს 3 ჯგუფად.თითოეულ ჯგუფს ურიგებს თეთრ თაბახის ფურცელზე დაბეჭდილ ამონარიდებს ბავშვის უფლებათა კონვენციიდან და ამავე დროს მოკლედ ესაუბრება მოსწავლეებს მის შესახებ. (დანართი 1).
მინი ლექცია
3 ჯგუფად გაყოფილი კლასი
articles/ ბავშვის -უფლებათა- კონვენცია- ადაპტირებული რესურსი.
4წთ.
მოსწავლეები, მასწავლებლის დახმარებით, ახალი თემის ირგვლივ ააგებენ ახალ ცოდნას თემის ირგვლივ.
5.
მასწავლებელი თხოვს მოსწავლეებს ჩამოწერონ ამონარიდიდან მუხლები ცალ-ცალკე თემასთან დაკავშირებით.წაიკითხონ, გაიაზრონ კარგად, შეუსაბამონ ფილმში წამოჭრილ პრობლემას..თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინოს პრეზენტაცია თუ რა სახის პასუხისმგებლობის გამოყენება შეიძლება ბავშვზე ოჯახური ძალადობის შემთხვევაში. წარმოადგინოს თითოეულმა ჯგუფმა თითო-თითო გზა პრობლემის გადაჭრის.
ჯგუფური
მუშაობა.
ზეპირი
გამოსვლა.
3 ჯგუფად არის გაყოფილი კლასი.
თაბახის ფურცლები.
საწერ კალამი.
20წთ
მოსწავლეები სიღრმისეულად გაიაზრებენ და დაისწავლიან თუ როგორ დაიცვან თავი ძალადობისგან და ასევე დაეხმარონ სხვასაც ძალადობის თავიდან ასაცილებლად.

მასწავლებელი, გაკვეთილის შეჯამების მიზნით, მოსწავლეებს ურიგებს ფერად ბარათებს,სადაც დაწერილია:  რამ გამაოცა? რამ დამაფიქრა? რა დამამახსოვრდა გაკვეთილიდან?. მოსწავლეები ავსებენ ბარათებს და აძლევენ მასწავლებელს, რომელიც
საჭიროების შემთხვევაში აკეთებს უკუკავშირს.
კითხვებზე
პასუხი
წერილობით
ინდივიდუა-
ლური მუშა-
ობა.
ფერადი ქაღალდები.
საწერ კალამი
3წთ
მასწავლებელი შევსებულ
ბარათებს აკავშირებს გაკვეთილის მიზანთან აკეთებს დასკვნებს თუ რა შედეგზე გავიდნენ მოსწავლეები.


მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს საშინაო დავალებას: გაიხსენონ რა ძალადობის ფაქტები იციან რომლებიც მომხდრა მათ ირგვლივ მეზობლად თუ ქუჩაში და რა გზით გადაჭრიდნენ მას?
მინი ლექცია
საერთო
საკლასო
დაფა,ცარცი
1წთ.
შეძლებენ ამოიცნონ
პრობლემა და დამოუკიდებლად მოძებნონ მისი გადაჭრის გზები.


                                                            შეფასების   რუბრიკა.  ( განმავითარებელი )

კრიტერიუმები
არადამაკმაყოფილებელი
დამაკმაყოფილებელი
კარგი
შეძლებს განიხილოს ბულინგის თემა.
ვერ ახერხებს თემის განხილვა
შეუძლია განხილვა თემის მასწავლებლის დახმარებით
კარგად განიხილავს  ბულინგის თემას
შეძლებს ამოიცნოს ფილმში პრობლემა დამოუკიდებლად
ვერ ახერხებს
 ახერხებს პრობლემის გაგებას, მაგრამ დიდ დროს ანდომებს
სწრაფად  და უშეცდომოდ ახერხებს პრობლემის ამოცნობას ფილმში
მოძებნის პრობლემის გადაჭრის გზებს დამოუკიდებლად
უჭირს დამოუკიდებლად გადაჭრას პრობლემა
შეუძლია მოძებნოს გზა მაგრამ არ არის მთლიანად დარწმუნებული თავის თავში
სხარტად და გონიერად შეუძლია პრობლემის გადაჭრის გზების პოვნა.
გამოუმუშავდება თანაგანცდის უნარი.
არ აქვს  უნარი სხვისი ტკივილის გასაზიარებლად.
მეტნაკლებად ახერხებს თანაგანცდის უნარის გამომუშავებას.
თანაგრძნობას და მხარდაჭერას იჩენს ფილმში არსებულ პრობლემსთან დაკავშირებით.











დანართი 1.



     გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ბავშვთა უფლებების კონვენცია 1989 წლის 20 ნოემბერს მიიღო. იგი ძალაში შევიდა 1990 წლის 2 სექტემბერიდან.კონვენცია შედგება 54 მუხლისგან,რომელთაგან პირველი 42 მუხლი შეეხება ბავშვის დაცვასთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებს - ბავშვის უფლებებს, სახელმწიფოს ვალდებულებებს და ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული ადამიანების მოვალეობებს. 53-54 მუხლებში კი საუბარია იმაზე თუ რა უნდა გააკეთონ სახელმწიფომ და ზრდასრულმა ადამიანებმა ერთად კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. კონვენციას მიერთებულია 193 ქვეყანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებში აიღეს კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სამართლებლივი პასუხისმგებლობა. საქართველო აღნიშნულ კონვენციას 1994 წელს შეუერთდა.







No comments:

Post a Comment