საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა






სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ.წეროვნის N2 საჯარო                 სკოლა


           პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში


ზეპირი კომუნიკაციის განვითარების პრობლემა
                  ინგლისურ ენაში  VIII კლასი.



             უცხოური  (ინგლისური)   ენის მასწავლებელი
                                      ირმა მესხორაძე
                                       
                             
                                      2018-2019 წწ.                                     



                                                 ს ა რ ჩ ე ვ ი

შესავალი -----------------------------------------------------------გვ.2
თავი I
საკვლევი საკითხის მიმოხილვა, პრობლემის იდენტიფიცირება,პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები, აქტუალობის დასაბუთება, სამიზნე ჯგუფი ------------------------------------------ ----------------------------გვ.3
 თავი II
 ლიტერატურის მიმოხილვა ----------------------------------------------გვ.6
 თავი III
საკვლევი კითხვის ფორმულირება, კვლევის მიზანი, ამოცანები და  კვლევის გეგმა ---------------------------------------------------------------გვ.8
თავი IV
კვლევის მეთოდების განხილვა, ვადები,მონაცემთა შედეგები და      ანალიზი, კვლევის მიგნებები --------------------------------------------გვ.10           თავი V
ინტერვენციების დაგეგმვა, ინტერვენციების განხორციელება, ინტერვენციების შედეგები და მათი ანალიზი --------------------------გვ.24
 თავი VI
პრაქტიკული კვლევის არსი და სკოლაში მისი დანერგვა--------------გვ.27
თავი VII
რეკომენდაციები,კვლევის ნაკლოვანებები,დასკვნა -------------------გვ.28
ბიბლიოგრაფია --------------------------------------------------------------გვ.30
დანართები.
რეფლექსია--------------------------------------------------------------------გვ.35

შესავალი
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ.წეროვნის N2 საჯარო სკოლის VIII კლასში განხორციელებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს, ზეპირი კომუნიკაციის განვითარების პრობლემის შესახებ,სადაც განხილულია საკვლევ საკითხთან დაკავშირებით სამეცნიერო ლიტერატურაში არსებული ინფორმაციები,პრობლემის გამომწვევი მიზეზები და მისი გადაჭრის შესაძლებლობები.
ნაშრომი შედგება VII თავისგან.  I თავში მოცემულია საკვლევი საკითხის მიმოხილვა, პრობლემის იდენტიფიცირება,პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები, აქტუალობის დასაბუთება, სამიზნე ჯგუფი. II თავში მოცემულია ლიტერატურის მიმოხილვა,  III  თავი მოიცავს  საკვლევი კითხვის ფორმულირებას, კვლევის მიზანს, ამოცანებს და  კვლევის გეგმას.   IV თავი ეხება  კვლევის მეთოდების განხილვას, ვადებს,მონაცემთა შედეგებს და ანალიზს.   V თავში განხილულია  ინტერვენციის დაგეგმვა, ინტერვენციის განხორციელება,ინტერვენციის შედეგები და მათი ანალიზი.         VI თავში აღწერილია პრაქტიკული კვლევის არსი და სკოლაში მისი დანერგვა.  VII თავში მოცემულია კვლევის მიგნებები, რეკომენდაციები,კვლევის ნაკლოვანებები,  დასკვნა.

 საკვანძო სიტყვები: ზეპირი კომუნიკაცია,დისკუსია-დებატები,როლური თამაში, მოსმენა.

                                             
ავი I
საკვლევი საკითხის მიმოხილვა
ზეპირი კომუნიკაციის უნარის განვითარება უცხო ენის სწავლის დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა სწავლების პროცესში.ამ უნარის განვითარება, ამავე დროს, პრობლემურიცაა, რადგან შესაფერისი აქტივობების დაგეგმვის გარდა, აუცილებელია გავითვალისწინოთ მოსწავლეთა სოციალური უნარებიც, როგორიცაა თავდაჯერებულობა, მოტივაცია, საკუთარი თავის რწმენა და სხვა. ზეპირი კომუნიკაციის უნარის განვითარებას თან მოსდევს უამრავი ხელისშემშლელი ფაქტორი, მაგ.: სიმორცხვე ან შიში, რაც დასაშვებია გამოწვეული იყოს სასაუბრო თემის ირგვლივ შესაფერისი ლექსიკური ან გრამატიკული ერთეულების და სტრუქტურების მწირი ცოდნით ან შეცდომის დაშვების შიშით.აქედან გამომდინარე, მასწავლებელმა ისე უნდა დაგეგმოს გაკვეთილები,რომ გაითვალისწინოს მოსწავლეთა სოციალური და ემოციური განვითარების დონე, შესთავაზოს მათ საინტერესო და სახალისო აქტივობები.


პრობლემის იდენტიფიცირება
მიუხედავად იმისა, რომ VIII კლასში მოსწავლეების უმეტესობას აქვს მაღალი პასუხისმგებლობა, გააჩნიათ შესაბამისი ლექსიკური მარაგი, ფლობენ გრამატიკულ კონსტრუქციებს და მეტნაკლებად გამომუშავებული აქვთ დიალოგური მეტყველების უნარ-ჩვევები, რეალურ საკომუნიკაციო სიტუაციებში მოხვედრის დროს მოსწავლეები დაზეპირებული წინადადებების გამოყენებას ყოველთვის ვერ ახერხებენ, ზეპირი კომუნიკაციის დროს მათი ყურადღება მიპყრობილია სწორი წარმოთქმების გამოყენებაზე და გრამატიკული შეცდომების აღმოფხვრაზე. აქედან გამომდინარე,VIII კლასის მოსწავლეებს თავისუფლად მეტყველება და ზეპირი კომუნიკაცია მაინც პრობლემატურ საკითხად რჩება.



პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები
დავიწყე მუშაობა პრობლემის გამომწვევ სავარაუდო მიზეზებზე და გავაცნობიერე, რომ გამომწვევი მიზეზების სწორად დადგენა ძალიან მნიშვნელოვანია და ეხმარება მოსწავლეებს პრობლემის გადაჭრაში. ზეპირი კომუნიკაციის უნარის განვითარებას, მრავალმა ფაქტორმა შეიძლება შეუშალოს ხელი და ვფიქრობ, რომ ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
§  შეცდომების დაშვების შიში.
§  თავდაუჯერებლობა
§  აუდიტორიის შიში
§  ფრაზების არასწორად წარმოთქმა
§  მშობლიურ ენაზე აზროვნება
§  შესაბამისი გარემოს არ ქონა
§  არასაკმარისად განვითარებული მოსმენის უნარი
§  ლაპარაკის შიში ( შფოთვა)
§  დაბალი მოტივაცია




პრობლემის აქტუალობის დასაბუთება
ვთვლი, რომ ჩემი კვლევის აქტუალობა განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით:
·         მეცნიერული-კულტურული ურთიერთობების, ბიზნესის გაფართოების,რაც ითხოვს ინგლისური ენის სწავლების დონის ამაღლებას საჯარო სკოლებში.
·         ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ყველა საფეხურზე ინგლისურ ენაზე ზეპირი კომუნიკაციის დაუფლების საჭიროებას.
·         ზეპირი კომუნიკაციის აქტივობების (ლაპარაკისა და მოსმენის) მნიშვნელობის გაზრდას.
·         სწავლების საშუალო საფეხურზე ლაპარაკის, როგორც სწავლების სასიცოცხლო სტრატეგიის გაღრმავების აუცილებლობას.
·         გარკვეული მიღწევების მიუხედავად, ზეპირი კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარების ჯერ კიდევ არასაკმარის დონეს.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ პრობლემატურ საკითხთან დაკავშირებით კვლევის ჩატარება, რომ დამედგინა მიზეზი რატომ ჰქონდა ზეპირი კომუნიკაციის  პრობლემა VIII კლასის მოსწავლეებს და შესაბამისად ინტერვენციების დახმარებით აღმომეფხვრა ეს პრობლემა.  
                           


კვლევის სამიზნე ჯგუფი
1.სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ.წეროვნის N2 საჯარო სკოლის    VIII კლასის მოსწავლეები.
2.სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ.წეროვნიN2 საჯარო სკოლის
VIII კლასის მშობლები.
3.სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ.წეროვნის N2 საჯარო სკოლის უცხოური ენის მასწავლებლები.




თავი II
ლიტერატურის მიმოხილვა
XXI საუკუნის უცხოური ენის გაკვეთილი განსხვავდება ტრადიციული გაკვეთილისგან. პირველ რიგში იმით, რომ ორიენტირებულია კომუნიკაციაზე, რაც ენობრივი მასალის დასწავლა-თარგმნისა და მასალის მექანიკურ დაზეპირების გზით სწავლებას არ გულისხმობს. უცხოური ენის სწავლების ძირითად მიზანს დღეს კომუნიკაციური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება წარმოადგენს.
როგორც ლელა აბდუშელიშვილი წერს თავის დისერტაციაში,თანამედროვე ეპოქაში, ინფორმაცია,კომუნიკაცია და კომუნიკაციური ტექნოლოგიები უაღრესად მნიშვნელოვანია ზეპირი კომუნიკაციის განსავითარებლად.
უცხოური ენის სწავლების პროცესში ზეპირი კომუნიკაციის განვითარება
უპირველესი ამოცანაა, ვინაიდან ადამიანი ენას კომუნიკაციისთვის იყენებს და შესაბამისად, მას სჭირდება ისეთი უნარებისა და მიდგომების დახვეწა განვითარება, რომელიც მას საშუალებას მისცემს ეფექტურად იმოქმედოს უცხო ენოვან გარემოში.
ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 80-იან წლებში უცხოური ენების დიდაქტიკაში ნაკლოვან მხარედ მიიჩნეოდა ის, რომ აბიტურიენტებს შექსპირის, მოლიერის თუ გოეთეს ინტერპრეტირება საუცხოოდ შეეძლოთ, მაგრამ არ შეეძლოთ ისეთ მარტივ თემებზე ლაპარაკი, როგორიცაა ამიდი ან ტელეფონით რაიმეს შეკვეთა. ეს იყო იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ აქტუალური გახდა ლაპარაკის უნარ-ჩვევაზე მუშაობისას სავარჯიშოების ისეთი ტიპების შერჩევა, რომელთა დახმარებითაც მოსწავლე მიღებულ ცოდნას რეალურ ცხოვრებაში გამოიყენებდა და კომუნიკაციაში სრულფასოვნად მიიღებდა მონაწილეობას. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა თუ რა ფორმებით და რა სახის დავალებებით და სავარჯიშოებით შეიძლება ზეპირი კომუნიკაციის უნარის განვითარება საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეებისთვის.
თანამედროვე უცხოური ენების სწავლებაში ასეთი ტიპის სავარჯიშოები მრავალფეროვანია.მაგალითად, ზეპირი ინტერაქცია, როლის შესრულება როლური თამაშის დროს, საუბარი, დისკუსია, დებატი,მოსასმენი დავალებების მოსმენა, პრეზენტაცია, სურათის შინაარსის ვერბალური გამოხატვა, თარჯიმნობა, ზეპირი ტესტების პერიფრაზირება და სხვა.
აქედან გამომდინარე ვთვლი რომ უცხო ენის გაკვეთილზე მასწავლებელი არის დამხმარე მხარე, ხელის შემწყობი, რომელიც ქმნის მოსწავლეებისთვის დადებით საკლასო გარემოს და აძლევს მათ შესაძლებლობას ეფექტურად გამოიყენოს ენა.
როგორც დასაწყისში აღვნიშნე, დღესდღეობით, უცხოური ენის სწავლების მრავალი მეთოდი თუ მიდგომა არსებობს.ზოგი მასწავლებელი ისევ ძველ და ტრადიციულ მეთოდის მიმდევარია,ზოგი კი ცდილობს თანამედროვე სწავლების მეთოდებით გაამრავალფეროვნოს სასწავლო პროცესი,რათა დაეხმაროს მოსწავლეს სასაუბრო უნარ-ჩვევის გამომუშავებაში და უცხო ენაზე კომუნიკაციისას წარმატების მიღწევაში.
როგორც ლ.აბდუშელიშვილი აღნიშნავს თავის დისერტაციაში, ზეპირი კომუნიკაციის განსავითარებლად ერთ-ერთი ეფექტური აქტივობაა „პიროვნების დამადასტურებელი ბარათები“.მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს ბარათებზე დაწერონ სამი-ოთხი მნიშვნელოვანი ფაქტი მათ შესახებ.შემდეგ იგი ჩართავს მუსიკას,მოსწავლეები დადიან ოთახში და ერთმანეთს ეკითხებიან სხვადასხვა კითხვებს,რათა გაიგონ მათ შესახებ საჭირო ინფორმაცია.როდესაც მასწავლებელი გამორთავს მუსიკას,მოსწავლეებს ევალებათ წარმოადგინონ ერთმანეთის შესახებ ის ინფორმაცია,რომელიც კითხვების დასმის შედეგად მოაგროვეს.უცხო ენის გაკვეთილზე მსგავსი აქტივობების გამოყენებით მოსწავლეები უფრო მიზანმიმართული, დაკვირვებული და ყურადღებიანი ხდებიან,სიამოვნებთ სწავლა და უკეთესად ახერხებენ უცხო ენაზე კომუნიკაციაზე.
დღევანდელი ცხოვრება საკმაოდ მრავალფეროვანია. ის ადამიანები, ვისთანაც ყოველდღიურად გვიწევს ურთიერთობა სხვადასხვა ემოციებს განიცდიან,ზოგი დაკავებულია,ზოგი გაღიზიანებული,ზოგი კი გახარებული. სწორედ ასეთი, წინასწარ განსაზღვრული სიტუაციებისთვის ვამზადებთ ჩვენს მოსწავლეებს ზეპირი კომუნიკაციის ეფექტური მიდგომით „როლური თამაში“. როლური თამაშის დროს მოსწავლეები,თვითონ ირგებენ როლს,აქტიურად იყენებენ სიტყვებს,ნასწავლ ფრაზებს,გრამატიკულ სტრუქტურებს და მაქსიმალურად არიან მობილიზირებულები მათ შესასრულებლად.ამ შემთხვევაში მოსწავლეებს უვითარდებათ ერთმანეთთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები და მოსწავლეებს შორის მიმდინარეობს მუდმივი კომუნიკაციის პროცესი.
 აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ზეპირი კომუნიკაციის პროცესში აქტიური მოსმენის უნარი, ძალიან მნიშვნელოვანია.თუ მოსწავლეს არ აქვს განვითარებული მოსმენის უნარი,მას უჭირს თავისუფლად საუბარი უცხო ენაზე. აქტიური მოსმენისას ჩვენ გვესმის არა მხოლოდ სხვა ადამიანის მიერ ნათქვამი სიტყვები,არამედ ვცდილობთ გავიგოთ მის მიერ გამოთქმული შეტყობინება,ამისთვის საჭიროა, რომ დაკვირვებით მოვუსმინოთ, არ გაგვეფანტოს ყურადღება და ვიყოთ ფოკუსირებული მოსაუბრისკენ.
ზეპირი საკომუნიკაციო უნარების განვითარებისათვის აუცილებელია მოსწავლემ გამოიმუშაოს აქტიური მოსმენის უნარი,რომელიც ხელს უწყობს, მოსმენილის უკეთ აღქმა-გააზრებას, უცხო ენის სწავლების პროცესში.
არანაკლებ ეფექტურია ზეპირი კომუნიკაციის უნარის განსავითარებლად დისკუსია და დებატები.
დებატები,რომელიც ფრანგულ ენაზე ნიშნავს „სიტყვიერ ორთაბრძოლას“, არის კომუნიკაციის ერთერთი საინტერესო სახე, სადაც ერთი მხარე ,მყარი არგუმენტების გამოყენებით არწმუნებს მეორე მხარეს თავისი აზრის სიმართლეში, ხოლო დისკუსია არის ზეპირი კომუნიკაციის მნიშვნელოვანი მიდგომა,სადაც მიმდინარეობს მსჯელობა ამა თუ იმ წამოყენებულ საკითხზე და რომლის მიზანია გამოიძიოს, განიხილოს,წამოაყენოს მოსაზრებები, დაასაბუთოს თავისი  სისწორე და წამოჭრილი პრობლემის არსის გააზრება და გათავისება, რაც ითვალისწინებს იმას რომ დაადგინოს ჭეშმარიტება და მიაღწიონ ურთიერთშეთანხმებას.
ამრიგად, ზეპირ კომუნიკაციაზე ორიენტირებული უცხოური ენის გაკვეთილისთვის მნიშვნელოვანია არა ცალკეული გრამატიკული ფორმები ან ადამიანების გამონათქვამების განსაზღვრული სეგმენტები, არამედ ენობრივი ურთიერთ გაცვლის კომპლექსური, არგუმენტის და კონტრარგუმენტის, კითხვისა და პასუხის შინაარსზე ორიენტირებული მიზანმიმართული ფორმები,რომლებშიც ადამიანები თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ,თავიანთ პოზიციებს სხვის პოზიციებთან ადარებენ, თავიანთი პიროვნების სიტყვიერ დემონსტრირებას ახდენენ, ან თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას ავითარებენ და სრულყოფენ.უცხოურ ენაზე კომუნიკაციის ამგვარად აღქმის შედეგად მოჰყვა საკლასო ოთახში დისკურსიულ და ინტერაქტიულ პროცესებზე ყურადღების გამახვილება. მიუხედავად იმისა,რომ ამის შესახებ მეოცე საუკუნის 70-იანი წლებიდან არის მსჯელობა და სამიზნე ენაზე ასალაპარაკებლად სისტემატიური მუშაობა სკოლაში დღემდე მიმდინარეობს, საკითხი ამდენი ხნის შემდეგ კვლავ პრობლემატურ ამოცანად რჩება.(ე.შავერდაშვილი. 2014წ )




თავი III
საკვლევი კითხვის ფორმულირება
კვლევის მთავარი კითხვა :
რა არის ზეპირი კომუნიკაციის განვითარების პრობლემის გამომწვევი მიზეზები და როგორია მათი აღმოფხვრის გზები?
ქვეკითხვები:
კვლევის მთავარ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჩამოვაყალიბე შემდეგი ქვეკითხვები:
v  რა უშლით ხელს მოსწავლეებს სწორად მეტყველებაში
v  რამდენად ხშირად ხდება ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში
v  ხდება თუ არა დიალოგური ფრაზების დამახსოვრება საგაკვეთილო პროცესში
v  რა მეთოდებით და გზებით შევძლებთ ზეპირი კომუნიკაციასთან დაკავშირებულ პრობლემების გადაჭრას.
v  რამდენად ხშირად ხდება მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინება სასაუბრო თემების შერჩევისას.
v  რას მივაქციოთ ყურადღება სამომავლოდ რომ არ მოხდეს მსგავსი პრობლემების წარმოქმნა.



კვლევის მიზანი და ამოცანები
ჩემი კვლევის მიზანია VIII კლასში ზეპირი კომუნიკაციის უნარის  განვითარება და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამომწვევი მიზეზების შესწავლა, დადგენა, გამოკვლევა.ეფექტური სტრატეგიების ძიება,რაც უფრო საინტერესოს გახდის ინგლისურ ენაზე თავისუფლად ლაპარაკს და საშუალებას მისცემს მოსწავლეებს გამოიყენოს ისინი კომუნიკაციაში.


კვლევის  ამოცანები:
·         ინგლისურ ენაზე ზეპირ კომუნიკაციასთან დაკავშირებული თავისებურებების გათვალისწინება, მათი სწავლების პროცესში.
·         ეფექტური მეთოდებისა და სტრატეგიების შერჩევა.
·         დაკვირვება მოსწავლეებზე.
·         ფოკუს-ჯგუფის შექმნა.
·         დისკუსიები და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება.
·         მოსწავლეთა და მშობელთა, პედაგოგთა გამოკითხვა.
·         მონაცემთა ანალიზი.
·         შედეგებისა და დასკვნების პრეზენტაცია.


კვლევის გეგმა
კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით, მონაცემთა შეგროვების გასაკეთებლად დავგეგმე გამომეყენებინა კვლევის მეთოდები:
პირისპირ ინტერვიუ
მონაცემთა ანალიზი
დაკვირვება
 გამოკითხვა
 ანკეტირება-კითხვარები
 სატელეფონო ინტერვიუ
 ზეპირი გამოკითხვა
 მეორადი მონაცემების ანალიზი.



თავი IV
კვლევის მეთოდების განხილვა
საკითხის შესწავლის მიზნით გამოვიყენე რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევის მეთოდები.ამ სახის მეთოდებით კვლევამ, მომცა შესაძლებლობა უფრო კარგად გამომეკვეთა ჩემთვის მნიშვნელოვანი ასპექტები და კვლევის პროცესში შემეტანა ცვლილებები კვლევის საჭიროებიდან გამომდინარე.

პირისპირ ინტერვიუ გავაკეთე უცხო ენის პედაგოგებთან, რათა მათგან გამეგო ჰქონდათ თუ არა მსგავსი პრობლემა თავიანთ საგაკვეთილო პროცესში და თუ ჰქონდათ რა გზებს მიმართავდნენ მათ გადასაჭრელად.დამედგინა მათი დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რამაც დიდი დახმარება გამიწია კვლევის სწორად წარმართვასა და კითხვარის მომზადებაში. (დანართი 1)
გამოკითხვა-ანკეტირება გავაკეთე VIII კლასის მშობლებისთვის, რათა დამედგინა ის ხელისშემშლელი ფაქტორები, რაც პრობლემას უქმნიდა მათ შვილებს ზეპირი კომუნიკაციის უნარების განსავითარებლად ინგლისურ ენაში და გამეგო პასუხები კვლევისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.გამოკითხვა მოხდა ანონიმურად, ამ დროს რესპოდენტი არ არის შეზღუდული და აქედან გამომდინარე ვთვლი რომ პასუხებიც გულწრფელია. (დანართი 2)
კითხვარი-ანკეტა მოვამზადე VIII კლასის მოსწავლეებისთვის. ანკეტირებაში 15 მოსწავლიდან, კითხვარი შეავსო 14 ბავშვმა. მოსწავლეები პასუხისმგებლობით მოეკიდნენ კითხვარის შევსებას. კითხვარების შევსებით ერთგვარი წარმოდგენა შემექმნა, მოსწავლეების შეხედულების გასაგებად წარმოდგენილი პრობლემის შესახებ.     (დანართი 3)

ასევე გამოვიყენე კვლევის მეთოდი „დაკვირვება“ -კერძოდ, პირველად გავაკეთე „აღწერითი“, ამით შესაძლებელი იყო დამედგინა, თუ რაზე გამეკეთებინა ფოკუსირება.
ხოლო შემდეგ, ორი კვირის განმავლობაში,ინგლისური ენის გაკვეთილზე ვაკეთებდი ფოკუსირებულ დაკვირვებას  და გამოვკვეთე კონკრეტული საკვლევი ელემენტები.(დანართი 4)
მეორადი მონაცემების ანალიზი  --- ეს მეთოდი გამოვიყენე, როცა  მეორად მონაცემებს ვამუშავებდი.
კვლევის ვადა: 6 თვე ნახევარი, რადგან იანვარი დასვენების დღეები დაემთხვა და ვერ ვახერხებდი მოსწავლეებთან და მშობლებთან ინტენსიურ ურთიერთობას.


ვადები
აქტივობა
დეკემბერი-იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
პრობლემის
იდენტიფიცირება
ü  





კვლევის გეგმის
შემუშავება
ü  





კითხვარების
შედგენა
ü  





კოლეგებთან შეხვედრა და პირისპირ
ინტერვიუ
ü  





მოსწავლეთა
მშობლების
გამოკითხვა
ü  





მოსწავლეების
ანკეტირება.
ü  





მონაცემების
ანალიზი

ü  




შესაძლო ინტერვენციების
დაგეგმვა

ü  




ინტერვენციების
განხორციელება

ü  
ü  
ü  
ü  

დაკვირვება

ü  
ü  
ü  
ü  

ინტერვენციების
შედეგების
ანალიზი





ü  
კვლევის შედეგების
ანალიზი





ü  
კვლევის შედეგების გაზიარება





ü  






მონაცემთა შედეგები და ანალიზი  
                                                        
პედაგოგებთან პირისპირ ინტერვიუს ჩატარებით, მსურდა გამეგო, VIII კლასში, რას მიიჩნევდნენ ისინი ზეპირი კომუნიკაციის უნარის განვითარებასთან დაკავშირებულ პრობლემებს და გამომწვევ მიზეზებს. ჩემი შეგროვებული ინფორმაციიდან გამოიკვეთა შემდეგი :


1.როგორ ფიქრობთ, არის თუ არა მნიშვნელოვანი და აქტუალური აღნიშნულ საკითხზე კვლევის ჩატარება?

ყველა პედაგოგმა ერთხმად დაადასტურა, რომ აღნიშნულ საკითხზე კვლევის ჩატარება მნიშვნელოვანია.

                                                                                                                                                                       


2.როგორი ტიპის დავალებების შესრულება მოსწონთ მოსწავლეებს?
პედაგოგების მცირე ნაწილი ამბობს, რომ მოსწავლებს მოსწონთ ზეპირი სახის სავარჯიშოები. ნაწილი ფიქრობს, რომ წერითი  სავარჯიშოები უფრო აქტუალურია და ერთმა თქვა -  მხოლოდ მოსასმენი სავარჯიშოები მოსწონთ მოსწავლეებს.




3.რამდენად უჭირთ მოსწავლეებს ზეპირი დავალებების შესრულება?

უმეტესი ნაწილი ამბობს, რომ მოსწავლეები თავს ართმევენ ზეპირი დავალებების შესრულებას. ნაწილი ფიქრობს, რომ უჭირთ გაართვან თავი, ხოლო მცირე ნაწილი პედაგოგებისა ამბობს, რომ ბავშვები თავს არიდებენ ზეპირი დავალებების შესრულებას.






4.რა სიხშირით აძლევთ მოსწავლეებს ზეპირი მეტყველების განსავითარებელ აქტივობებს?

პედაგოგების მცირე ნაწილი აძლევს ყოველ გაკვეთილზე ასეთი ტიპის აქტივობებს მოსწავლეებს. უმეტესი ნაწილი მასწავლებლებისა ამბობს, რომ ეს გაკვეთილის თემაზეა დამოკიდებული, ხოლო რამდენიმემ თქვა, რომ ასეთ აქტივობებს აძლევს კვირაში ერთხელ.







5.როგორ ფიქრობთ, რა ძირითადი კომპონენტებია საჭირო ზეპირი კომუნიკაციის განსავითარებლად?

რამდენიმე მასწავლებლების აზრით ზეპირი კომუნიკაციის განსავითარებლად საჭიროა
 მეტი მოსასმენი სავარჯიშოების შერჩევა, რათა განუვითარდეთ აქტიური მოსმენის
 უნარი. ნაწილი ამბობს, რომ საჭიროა ხშირი კომუნიკაცია უცხო ენაზე, და ასევე საჭიროა
ზეპირი კომუნიკაციის უნარ-ჩვევების ტექნიკის გამომუშავება.




6.რა რჩევას მომცემდით ზეპირი კომუნიკაციის განვითარების პრობლემის დასაძლევად?

მასწავლებლებმა მომცეს შემდეგი რჩევები:

სასურველია წაკითხული ტექსტების პრეზენტაციების გაკეთება.

გამოვიყენო მრავალფეროვანი აქტივობები, შესაფერისი მეთოდები და სტრატეგიები.

გამოვიყენო სწორად შერჩეული ზეპირი კომუნიკაციის განსავითარებელი სავარჯიშოები.







7.რას მიიჩნევთ ზეპირი კომუნიკაციის განვითარების პრობლემის მიზეზად?

მასწავლებელის ნაწილს მიაჩნიათ, რომ პრობლემის გამომწვევი მიზეზია მწირი ლექსიკური მარაგი. ნაწილი ფიქრობს, რომ მოსწავლეებს აქვთ შეცდომის დაშვების შიში, ხოლო ნაწილი მიიჩნევს,  რომ უბრალოდ ბავშვებს აქვთ ზერელე დამოკიდებულება საგნის მიმართ.















მშობელთა გამოკითხვის შედეგები იყო შემდეგი:

1.რა დროს უთმობს თქვენი შვილი ინგლისური ენის გაკვეთილის მომზადებას?

             




2.რამდენად რთული ან მარტივია მისთვის ინგლისურ ენაში ზეპირი მეტყველების სავარჯიშოების შესრულება? თქვენი აზრით რა არის ამის მიზეზი?


მშობლების უმეტესი ნაწილი ფიქრობს,  რომ არ არის მარტივი,  რადგან სწავლას საკმარის დროს არ უთმობს მისი შვილი.  მშობლების  მცირე ნაწილი ფიქრობს, რომ არ არის მარტივი, რადგან თავს ვერ ართმევს დროის სიმცირის გამო ან არ იცის უცხო ენა.








3.როგორ ფიქრობთ,არის თუ არა ინგლისური ენის შესწავლისას ლაპარაკის უნარ-ჩვევა ერთერთი აუცილებელი კომპონენტი?






4.რამდენად ახერხებთ თქვენს შვილზე დაკვირვებას და დახმარების გაწევას ინგლისური ენის დავალების შესრულებისას?









5. რამდენად ხშირად გესმით თქვენი შვილისგან ზეპირი კომუნიკაცია გარშემომყოფებთან?
        






6. აკონტროლებთ თუ არა თქვენი შვილის სასწავლო შედეგს? (მაგ.: იცით თუ არა როგორ უნდა გააუმჯობესოს ინგლისურ ენაზე საუბარი, ზეპირი კომუნიკაცია?)

მშობლების დიდი ნაწილი ვერ აკონტროლებს შვილების სასწავლო შედეგს, რადგან მუშაობს და დრო არ აქვს. მცირე ნაწილი შვილებს  იძულებით აყურებინებს ფილმებს უცხო ენაზე და მხოლოდ ერთი ვერ აკონტროლებს მოუცლელობის გამო თავის შვილს.
















7. რამდენად ხშირად უსმენს თქვენი შვილი ინგლისურ ენაზე მოსასმენ სავარჯიშოებს?








8. რამდენად ხშირად ეხმარებით თქვენს შვილს, ინგლისური ენის ზეპირი სავარჯიშოების შესრულებაში?




15 მოსწავლიდან 14-მა მიიღო მონაწილეობა გამოკითხვაში. გამოკითხვის შედეგები ასეთია:



1.შენი აზრით, არის თუ არა ინგლისური ენის შესწავლისას ზეპირი კომუნიკაციის უნარ ჩვევა ერთერთი აუცილებელი კომპონენტი?








2.რა არის ზოგადად ინგლისურ ენაზე ზეპირი კომუნიკაციის სირთულე?





3.როგორ ფიქრობ,რა შეიძლება გაკეთდეს ინგლისურ ენაზე ზეპირი კომუნიკაციის პრობლემის დასაძლევად?

























4.მშობლებს შეუძლია შენი დახმარება ინგლისურ ენაზე ზეპირი კომუნიკაციის მხრივ?







5.ოჯახის წევრებთან ან სკოლის გარეთ ინგლისურ ენაზე ზეპირი კომუნიკაციის რა საშუალებები გაქვთ?

მოსწავლეების ნაწილი ფიქრობს, რომ ზეპირი კომუნიკაციის კარგი საშუალებაა მეგობრებთან ლაპარაკი უცხო ენაზე. ნაწილი ფიქრობს,  რომ ზეპირი კომუნიკაციის კარგი საშუალებაა ოჯახის წევრთან ერთად  ლაპარაკი ან ფილმის ყურება უცხო ენაზე, ხოლო მცირე რაოდენობა მოსწავლეებისა ფიქრობს რომ ზეპირი კომუნიკაციის კარგი საშუალებაა უცხოენოვან მოლაპარაკე ადამიანთან კომუნიკაცია უცხო ენაზე.







6.როგორ ფიქრობთ,ზეპირი კომუნიკაციის გაუმჯობესების რა ხერხები არსებობს და რომელს გამოიყენებდი?


მოსწავლეების ნაწილი ფიქრობს, რომ ზეპირი კომუნიკაციის გაუმჯობესების კარგი ხერხია  დისკუსიები საინტერესო თემებზე. მოსწავლეების მცირე რაოდენობა ფიქრობს, რომ ზეპირი კომუნიკაციის გაუმჯობესების  ხერხია  პრეზენტაცია წაკითხულ წიგნზე ან ფილმზე და მოსწავლეების უმეტესი ნაწილი ფიქრობს, რომ ზეპირი კომუნიკაციის გაუმჯობესების საუკეთესო ხერხია  სპექტაკლის დადგმა.




 7.რა სახის პრობლემებს აწყდები ინგლისურ ენაზე საუბრის დროს?




















8.რამდენ დროს უთმობთ ინგლისური ენის დავალების შესრულებას?





9.თქვენი აზრით,რა გიშლით ხელს,რომ თავისუფლად ისაუბროთ ინგლისურ ენაზე?









დაკვირვება, რომელიც მოვახდინე საგაკვეთილო პროცესის დროს, როგორც ჩართული ისე ფოკუსირებული მეთოდებით, დავადგინე :
v  მოსასმენი სავარჯიშოებისადმი არასწორი დამოკიდებულება
v  შეცდომის დაშვების შიში საუბრის დროს
v  ზერელე დამოკიდებულება საგნისადმი
v  თავისუფლად ლაპარაკის კომპლექსი


კვლევის მიგნებები
მონაცემთა ანალიზის შედეგად გაირკვა რამდენიმე მინიშვნელოვანი მიგნება:
·         მოსწავლეები მცირე დროს უთმობენ ინგლისური ენის გაკვეთილის მომზადებას
·         მშობლებს არ შეუძლიათ კონტროლი გაუწიონ შვილებს დავალებების შესრულებისას, ენის არ ცოდნის გამო
·         ნაკლებად უსმენენ მოსასმენ დავალებებს
·         თავდაჯერებულობა აკლიათ
·         აუდიტორიის შიში აქვთ
·         საუბრის დროს აქვთ შიში (შფოთვა)



თავი V
ინტერვენციის დაგეგმვა
კვლევის პროცესში, მონაცემთა ანალიზის და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, შევიმუშავე სავარაუდო ინტერვენციები:
·         მოსმენის სავარჯიშოების გამოყენება მოსმენის უნარის განსავითარებლად.
·         წაკითხული წიგნის პრეზენტაცია კლასის წინაშე
·         გაკვეთილების დაგეგმვა, დისკუსიის გამოყენებით, თემებზე „რატომ არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი მოსწავლეებში,თავისუფლად საუბრის უნარის ქონა.“
·         საკლასო გარემოში, ფილმების ჩვენება ინგლისურ ენაზე და მათი გარჩევა-განხილვა.
·         საწრეო მუშაობა. სპექტაკლის დადგმა.



ინტერვენციების განხორციელება
გამომდინარე იქედან,რომ თვალსაჩინოება ერთერთი საუკეთესო საშუალებაა თემის გასააზრებლად,მოსწავლეებს ვაჩვენებდი სხვადსხვა ვიდეორესურსებს, მოკლემეტრაჟიან ფილმებს. დავიწყე ნელ ნელა გაგება-გააზრების სტრატეგიებზე მუშაობა. ბავშვებთან ერთად ვირჩევდით ფილმს ინგლისურ ენაზე, ვუყურებდით ერთად და შემდეგ ვაწყობდით დისკუსიას ფილმში წამოჭრილ პრობლემებთან დაკავშირებით.
ასევე დავიწყეთ მოსმენის სავარჯიშოების კეთება.ვარჩევდით სხვადასხვა სახის დიალოგებს და ტექსტებს, შემდეგ ვუსმენდით მათ და შეძლებისდაგვარად ცდილობდნენ პერიფრაზირება გაეკეთებინათ მისი.
დავგეგმე რამდენიმე გაკვეთილი,სადაც მოვაწყვეთ დისკუსიები თემაზე თუ რატომ იყო აუცილებელი და მნიშვნელოვანი მოსწავლეებში ინგლისურ ენაზე თავისუფლად საუბრის უნარის ქონა.მათ გაიაზრეს და გაიგეს რამდენად აუცილებელია ზეპირი კომუნიკაციის უნარების განვითარება, ინგლისურ ენაზე საუბრის დროს.
საწრეო მუშაობის დასაწყისში,სამუშაოდ ავიღეთ კარლო კოლოდის „პინოქიოს თავგადასავალი“.პირველ რიგში მოსწავლეებმა წაიკითხეს პიესა,  შემდეგ გააკეთეს პრეზენტაცია კლასში. წიგნის კითხვის დროს არჩევდნენ საინტერესო ფრაზებს, უსმენდნენ ერთმანეთის გამოთქმებს, ასწორებდნენ შეცდომებს.მუშაობა მიმდინარეობდა მეგობრულ და თანამშრომულ ვითარებაში. ამის შემდეგ გავანაწილეთ როლები მოსწავლეთა შესაძლებლობების მიხედვით და დავიწყეთ სპექტაკლზე მუშაობა. მიუხედავად დატვირთული საგაკვეთილო რეჟიმისა ბავშვები მაინც ხალისით ერთვებოდნენ გაკვეთილების შემდეგ რეპეტიციებზე სამუშაოდ. გავაკეთეთ მცირე დეკორაცია,რაც სკოლას მოეძებნებოდა, ფორმები ვინათხოვრეთ და ივნისის დასაწყისში სპექტაკლის პრემიერა შედგა,რომელსაც ესწრებოდა სკოლის შეფასების ჯგუფის წევრები, მშობლები და დაინტერესებული პირები. 
იხილეთ ბმული:
  https://irmamesxo.blogspot.com/p/blog-page_53.html                                         

ინტერვენციის შედეგები და მათი ანალიზი

ჩემს მიერ დაგეგმილი ინტერვენციების შეფასების მიზანს წარმოადგენდა გამეგო:
·         ეფექტური იყო თუ არა ჩემს მიერ დაგეგმილი და ჩატარებული ინტერვენციები.
·         დაეხმარა თუ არა ჩემს მოსწავლეებს ფილმების ჩვენება და მათი განხილვა
·         რამდენად ეფექტური იყო საწრეო მუშაობა მოსწავლეებისთვის
·         დაეხმარა თუ არა მოსწავლეებს გაკვეთილზე გამართული დისკუსიები შერჩეულ თემებზე ან წაკითხული წიგნის პრეზენტაცია ზეპირი კომუნიკაციის უნარების განსავითარებლად
·         რამდენად დაეხმარა მშობლებს პედაგოგთან თანამშრომლობა მათ შვილებთან, სწორად და ეფექტურად მუშაობაში.



o   ზემოთ ჩამოთვლილთა შესაფასებლად დავგეგმე და განვახორციელე სატელეფონო ინტერვიუ მშობლებთან. ამით დავადგინე, რომ თანამშრომლობა და სწორი, ეფექტური კომუნიკაცია პედაგოგთან, დისკუსიები და გაწეული მუშაობა დაეხმარა მათ, შვილებთან სწორად მუშაობაში,ახლა უკვე იყენებენ შვილებზე მონიტორინგის სხვადასხვა მეთოდს.
            


  

o   მოსწავლეებთან მქონდა ზეპირი გამოკითხვა, რომლის მიხედვით შემიძლია გავაკეთო დასკვნა,რომ ჩატარებულმა სამუშაოებმა შედეგი გამოიღო, თუმცა ისიც მინდა ვთქვა რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი რასაც მომავალ სასწავლო წელს დავგეგმავთ.

    



თავი VI
პრაქტიკული კვლევის არსი და სკოლაში მისი დანერგვა
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნაა მასწავლებლებში პრაქტიკული კვლევის კომპეტენციის უნარის ფლობა. მასწავლებელი კოლეგებთან ერთად გეგმავს სპეციალურ კვლევით სამუშაოებს, ახორციელებს მათ და იყენებს პრაქტიკულ საქმიანობაში (პროფესიული განვითარება, მუხლი 133,).
შეუძლია საკვლევი საკითხის დამოუკიდებლად განსაზღვრა, კვლევის ჩატარება, მონაცემთა დამუშავება-ინტერპრეტაცია, კვლევის შედეგების გამოყენება, საკუთარი და კოლეგების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. ( პროფესიული განვითარება, მუხლი 139)
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩემი კვლევის ძირითადი მიზანი გახლდათ, გამომეკვეთა ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც აფერხებდა მოსწავლეებში ზეპირი კომუნიკაციის უნარების განვითარებას და განმეხილა ის ძირითადი ღონისძიებები და აქტივობები, რომლებიც მოსწავლეებს ხელს შეუწყობდა პრობლემის აღმოფხვრაში. მინდა აღვნიშნო,რომ კვლევის სწორად წარმართვამ და განხორციელებულმა ინტერვენციებმა მკვეთრად გამოკვეთა შემაფერხებელი ფაქტორები და დამანახა თუ როგორი მიდგომებით და თანმიმდევრული აქტივობებითაა შესაძლებელი მოსწავლეებს განუვითაროთ ზეპირი კომუნიკაციის უნარები, ხოლო რაც შეეხება ჩემს კვლევას, მისი შედეგების გაზიარება დაეხმარება ჩემს კოლეგებს თვითონ წარმართონ პედაგოგიური კვლევა, პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით.










თავი VII
რეკომენდაციები
რეკომენდაციები ჩამოვაყალიბე ამ ფორმით:
v  სასურველია მასწავლებელმა გამოიყენოს ისეთი სტრატეგიები, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს ზეპირი კომუნიკაციის უნარების განვითარებაში.
v  კვლევამ აჩვენა, რომ აუცილებელია ზეპირი კომუნიკაციის უნარჩვევებზე მიმართული კონკრეტული სტრატეგიების სისტემატიური გამოყენება,რათა მოსწავლეებს გაუქრეს შიში და შფოთვა საუბრის დროს.
v  მოსწავლეებმა მეტი დრო უნდა დაუთმონ ინგლისური ენის დავალებების შესრულებას.
v  იმუშაონ მოსმენის ტიპის დავალებებზე, რათა ჩამოუყალიბდეთ ინგლისურ ენაზე საუბრის უნარ ჩვევა და გახდნენ უფრო თავდაჯერებულები.
v  სასურველია გაღრმავდეს მუშაობა მოსწავლეებთან და მშობლებთან.
v  აუცილებელია მონიტორინგის წარმოება მუშაობის პროცესში.




კვლევის ნაკლოვანებები
კვლევის ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ერთი მოსწავლე აცდენდა ხშირად და არ იღებდა მონაწილეობას ყველა ინტერვენციის დროს ჩატარებულ აქტივობებში. ასევე მინდა აღვნიშნო ის, რომ კვლევის ინტერვენციებში იყო ჩართული მოსწავლეები, მშობლები, მაგრამ უკეთესი იქნებოდა საბაზო საფეხურის მასწავლებლების მეტი ინფორმირება  და ჩართულობა, რათა ერთობლივად დასახულიყო პრობლემის მოგვარების და გადაჭრის გზები.







დასკვნა
ჩემს მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, გავაკეთე დასკვნა იმაზედ, რომ VIII კლასის მოსწავლეებისთვის ზეპირი კომუნიკაციის უნარის განვითარების პრობლემის გამომწვევი მიზეზებია:
v  საგნისადმი უგულისყურო დამოკიდებულება;
v  საუბრის დროს შიში და შფოთვა თემის არცოდნის გამო;
v  მშობლიურ ენაზე აზროვნება;
v  თავდაუჯერებლობა;
v  მშობლების არაეფექტური ჩართულობა თავიანთი შვილების სასწავლო პროცესში;
v  მშობლების ნაკლები თანამშრომლობა პედაგოგთან.
  აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები. ჩატარებული ინტერვენციების შეფასებისას გამოვლინდა, რომ მათი უმრავლესობა შედეგიანი იყო.
კვლევის დასრულების შემდეგ გავაკეთე კვლევის პრეზენტაცია კოლეგებთან და დაინტერესებულ პირებთან.












ბიბლოიოგრაფია

აბდუშელიშვილი ლ. (2013) თბილისი “ ზეპირი საკომუნიკაციო უნარების განვითარება ზრდასრულებში უცხოური ენის სწავლების პროცესში.“ განათლების მეცნიერების დოქტორის (Ph.D.) აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაცია.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გზამკვლევი. (2016) II ნაწილი

„პრაქტიკის კვლევის დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება“. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცეტრი.

სიხარულიძე მ. (2012) 2ოქტომბერი. „როლური თამაშები უცხოური ენის გაკვეთილზე.
შავერდაშვილი ე., ფიცხელაური ნ., რამიშვილი ფ., გვასალია მ. თანაავტორობით. (2014) თბილისი „უცხოური ენების საფუძველი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
 ქათამაძე ნ. (2016) 16 თებერვალი “ზეპირმეტყველების უნარის განვითარება უცხო ენის სწავლების პროცესში“ http://mastsavlebeli.ge/?p=8555

Lindsay Cora with Knight Paul, (2006) Learning and Teaching English, Oxford University Press.




Начало формы













დანართი 1
კითხვარი- ინტერვიუ
უცხო ენის მასწავლებლებისთვის.
მოგესალმებით!
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას მე-8 კლასში, ინგლისურ ენაში. ზეპირი კომუნიკაციის განვითარების პრობლემის შესახებ.
თქვენი, როგორც გამოცდილი სპეციალისტების მონაწილეობა კვლევაში, ძალიან მნიშვნელოვანია.
თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია.
მადლობას გიხდით კვლევაში მონაწილეობისთვის.

1.როგორ ფიქრობთ, არის თუ არა მნიშვნელოვანი და აქტუალური აღნიშნულ საკითხზე კვლევის ჩატარება?
   ა) აქტუალურია     ბ) არაა მნიშვნელოვანი    გ) არ მიფიქრია
2.როგორი ტიპის დავალებების შესრულება მოსწონთ მოსწავლეებს?

  ა) ზეპირი           ბ) წერითი      გ)  მოსასმენი

3.რამდენად უჭირთ მოსწავლეებს ზეპირი დავალებების შესრულება?

   ა) ართმევენ თავს   ბ) უჭირთ მათი გაკეთება  გ) არ აკეთებენ საერთოდ

4.რა სიხშირით აძლევთ მოსწავლეებს ზეპირი მეტყველების განმავითარებელ აქტივობებს?
    ა) ყოველ გაკვეთილზე       ბ) თემაზეა დამოკიდებული  გ) კვირაში ერთხელ

5.როგორ ფიქრობთ, რა ძირითადი კომპონენტებია საჭირო ზეპირი კომუნიკაციის განსავითარებლად?
--------------------------------------------------------------------------------------------------

6.რა რჩევას მომცემდით ზეპირი კომუნიკაციის განვითარების პრობლემის დასაძლევად?

--------------------------------------------------------------------------------------------------------

7.რას მიიჩნევთ ზეპირი კომუნიკაციის განვითარების პრობლემის მიზეზად?

დანართი 2
კითხვარი - მე-8 კლასის მშობლებისთვის
მოგესალმებით!
წეროვნის N2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი, ირმა მესხორაძე ვატარებ კვლევას მე-8 კლასში, ზეპირი კომუნიკაციის განვითარების  პრობლემის შესახებ. თქვენი,როგორც მშობლის მონაწილეობა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია კვლევის წარმატებისთვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია.

1.რა დროს უთმობს თქვენი შვილი ინგლისური ენის გაკვეთილის მომზადებას?
                  ა) 1 საათს             ბ) 40 წუთს             გ) 1.5 საათს

2.რამდენად რთული ან მარტივია მისთვის ინგლისურ ენაში ზეპირი მეტყველების სავარჯიშოების შესრულება? თქვენი აზრით რა არის ამის მიზეზი?
-----------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------              

3.როგორ ფიქრობთ,არის თუ არა ინგლისური ენის შესწავლისას ლაპარაკის უნარ-ჩვევა ერთერთი აუცილებელი კომპონენტი?

              ა) დიახ              ბ) არა             გ) ნაწილობრივ

4.რამდენად ახერხებთ თქვენს შვილზე დაკვირვებას და დახმარების გაწევას ინგლისური ენის დავალების შესრულებისას?
            ა) ვერ ვახერხებ       ბ) იშვიათად        გ) ყოველ დღე

5. რამდენად ხშირად გესმით თქვენი შვილისგან ზეპირი კომუნიკაცია გარშემომყოფებთან?
           ა) იშვიათად           ბ) არასოდეს     გ) ხშირად     

6. აკონტროლებთ თუ არა თქვენი შვილის სასწავლო შედეგს? (მაგ.: იცით თუ არა როგორ უნდა გააუმჯობესოს ინგლისურ ენაზე საუბარი, ზეპირი კომუნიკაცია?
   --------------------------------------------------------------------------------------------------------
   --------------------------------------------------------------------------------------------------------
7. რამდენად ხშირად უსმენს თქვენი შვილი ინგლისურ ენაზე მოსასმენ სავარჯიშოებს?
     ა) არ უსმენს საერთოდ                ბ) იშვიათად უსმენს    გ) ხშირად

 8. რამდენად ხშირად ეხმარებით თქვენს შვილს, ინგლისური ენის ზეპირი სავარჯიშოების შესრულებაში?

 ა) ვერ ვეხმარები ინგლისური ენის არ ცოდნის გამო
 ბ) ვეხმარები ხანდახან, რადგან ცუდად ვფლობ ინგლისურ ენას.

დანართი 3
ანკეტა კითხვარი
მე-8 კლასის მოსწავლეებისთვის.
მოგესალმებით!
როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია,ვატარებ პრაქტიკულ კვლევას ინგლისურ ენაში.
ზეპირი კომუნიკაციის განვითარების პრობლემის შესახებ. თქვენი გულწრფელი პასუხები ძალიან მნიშვნელოვანია კვლევის წარმატებისთვის.
თქვენი პასუხები ანონიმურია. წარმატებებს გისურვებ!

1.შენი აზრით, არის თუ არა ინგლისური ენის შესწავლისას ზეპირი კომუნიკაციის უნარ ჩვევა ერთერთი აუცილებელი კომპონენტი?
ა) აუცილებელია     ბ) ნაწილობრივ    გ) არ არის აუცილებელი

2.რა არის ზოგადად ინგლისურ ენაზე ზეპირი კომუნიკაციის სირთულე?
   ა) ენის არცოდნა               ბ) მწირი ლექსიკური მარაგი   გ) შეცდომების დაშვების შიში

3.როგორ ფიქრობ,რა შეიძლება გაკეთდეს ინგლისურ ენაზე ზეპირი კომუნიკაციის პრობლემის დასაძლევად?
  ა) სავარჯიშოების კეთება          ბ) თავდაჯერებულობა   გ) შიშის დაძლევა

4.მშობლებს შეუძლია შენი დახმარება ინგლისურ ენაზე ზეპირი კომუნიკაციის მხრივ?
     ა) არ შეუძლია,რადგან არ იცის ინგლისური     ბ) შეუძლია რადგან ფლობს ენას

5.ოჯახის წევრებთან ან სკოლის გარეთ ინგლისურ ენაზე ზეპირი კომუნიკაციის რა საშუალებები გაქვთ?
 -----------------------------------------------------------------------------------------------------

6.როგორ ფიქრობთ,ზეპირი კომუნიკციის გაუმჯობესების რა ხერხები არსებობს და რომელს გამოიყენებდი?
 --------------------------------------------------------------------------------------------------

7.რა სახის პრობლემებს აწყდები ინგლისურ ენაზე საუბრის დროს?

 ა) შეცდომის დაშვების შიში          ბ) ფრაზების არასწორად წარმოთქმის შიში

8.რამდენ დროს უთმობთ ინგლისური ენის დავალების შესრულებას?
ა) 2 საათს            ბ) 50 წუთს            გ) 1 საათს

9.თქვენი აზრით,რა გიშლით ხელს,რომ თავისუფლად ისაუბროთ ინგლისურ ენაზე?
ა)  აუდიტორიის შიში  ბ) არ ვარ დარწმუნებული საკუთარ თავში       გ) შეცდომების დაშვება





დანართი 4

აღწერითი დაკვირვების ცხრილი


დაკვირვების კრიტერიუმები
ხშირად
იშვიათად
არასდროს
საუბრობს გამართულად,თემის ირგვლივ,მისთვის საინტერესო თემატიკაზე



ფლობს ზეპირი კომუნიკაციის უნარ ჩვევებს.



სწორად იყენებს ლექსიკურ ერთეულებს



ჩართულია საგაკვეთილო პროცესში






                                         
                           



                                       რეფლექსია
სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ.წეროვნის N 2 საჯარო სკოლაში 2018-2019წწ. ჩავატარე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე ზეპირი კომუნიკაციის განვითარების პრობლემა ინგლისურ ენაში  VIII კლასი.
 კვლევის მიზანი იყო  VIII კლასში ზეპირი კომუნიკაციის უნარის  განვითარება და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამომწვევი მიზეზების შესწავლა, დადგენა,გამოკვლევა.ეფექტური სტრატეგიების ძიება,რაც უფრო საინტერესოს გახდის ინგლისურ ენაზე თავისუფლად ლაპარაკს და საშუალებას მისცემს მოსწავლეებს გამოიყენოს ისინი კომუნიკაციაში.
ვფიქრობ, ჩატარებულმა კვლევამ გარკვეული შედეგი გამოიღო და შესაძლებელი გახდა მისი გაზიარება კოლეგებისთვის.
კვლევა მოიცავდა 6 თვეს.2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის ივნისის 5 რიცხვამდე.მინდა ავღნიშნო რომ კვლევა წარიმართა გეგმის შესაბამისად, მნიშვნელოვანი ხარვეზები არ გამოკვეთილა კვლევის პროცესში, ალბათ ეს განაპირობა იმან, რომ ჩემი საკვლევი თემა იყო მაქსიმალურად კონკრეტული და არა ზოგადი, და ვატარებდი ერთ კონკრეტულ კლასში. კვლევა დავიწყე საკვლევი საკითხის არსის გარკვევის შემდეგ. შევიმუშავე კითხვარები ანკეტირებისთვის, ინტერვიუსთვის კოლეგებთან,VIII კლასის მშობლებისთვის და მოსწავლეებისთვის. ვაწარმოებდი დაკვირვებას ფოკუსჯგუფზე. დავგეგმე საინტერესო ინტერვენციები. მოსწავლეებს შეეძლოთ ემუშავათ სხვადასხვა მეთოდებით, ვიყენებდი მრავალფეროვან აქტივობებს, როგორიცაა ნანახი ფილმების გარჩევა და განხილვა, წაკითხული წიგნის პრეზენტაცია, დისკუსია სხვადასხვა თემაზე, მოსმენილი დიალოგების და ტექსტების პერიფრაზირება, მაგრამ ყველაზე საინტერესო და სახალისო მოსწავლეებისთვის მაინც საწრეო მუშაობა იყო, სადაც დავდგით სპექტაკლი კარლო კოლოდის „პინოქიოს თავგადასავალი“.
რა თქმა უნდა იყო სირთულეებიც, ბავშვებს ცოტა უჭირდათ გაკვეთილების შემდეგ დარჩენა და მუშაობა თავიანთი გადატვირთული რეჟიმის გამო, მაგრამ მაინც ვცდილობდით ერთად მიგვეღწია დასახული მიზნისკენ.
აქვე მინდა დავამატო ისიც რომ პროგრესი განიცადა მეტ ნაკლებად, კვლევაში მონაწილე  მშობლების ჩართულობამ თავიანთი შვილების სასწავლო პროცესში. შედარებით უფრო გამყარდა თანამშრომლობა მშობელს, მოსწავლეს და მასწავლებელს შორის.
ჩატარებული კვლევის შედეგები განვიხილე ფოკუსჯგუფთან ( მოსწავლეებთან), ვისაუბრეთ შედეგებზე, მომავალ გეგმებზე. ჩემი და მათი აზრი ერთმანეთს დაემთხვა იმ თვალსაზრისით რომ შედეგებით არ უნდა დავკმაყოფილდეთ, წინ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
ასევე ჩემი კვლევის შედეგები წარვუდგინე და გავუზიარე კოლეგებს. ძალიან საინტერესო იყო მათი უკუკავშირი, რომელიც მათ მომაწოდეს. იყო მნიშვნელოვანი და სასარგებლო იდეებიც საკვლევ საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნეს რომ კვლევაში გამოკვეთილ აქტივობებს გამოიყენებდნენ თავიანთ პედაგოგიურ პრაქტიკაში.
ჩემს მიერ ჩატარებულმა კვლევამ საკმაოდ დიდი გამოცდილება შემძინა მეც და ჩემს მოსწავლეებსაც. სასწავლო პროცესი გახადა საინტერესო და გამომიმუშავა უნარი იმისა თუ როგორ ვეძებო გზები პრობლემების გადაჭრისა.





19 comments:

  1. ძალიან საინტერესოა, ყოჩაღ!

    ReplyDelete
  2. ირმა საყვარელო გავეცანი და ძალიან მომეწონა შენი კვლევა. განსაკუთრებით მიგნებები ა ინტერვენცია. საწრეო მუშაობას ძალიან კარგი შედეგი მოჰყვა როგორც უკვე ვნახე. გილოცავ ჩემო კარგო და ეინსვლასა და წარმატებას გისურვებ❤

    ReplyDelete
  3. მადლობა დიდი ნათი..შენი შეფასება ჩემთვის მნიშვნელოვანია)

    ReplyDelete
  4. ირამა,ძალიან გიშრომია,ყოჩაღ,დაწვრილებით არის კითხვებზე დიაგრამების შედები,რაც უფრო ნათელს ხდის ნაშრომს! წარმატებები <3

    ReplyDelete
    Replies
    1. ხათო მადლობა დიდი..წარმატებებს გისურვებ უამრავს)

      Delete
  5. ბევრი გიშრომია, ირმა. საინტერესო კვლევაა. წარმატებები.

    ReplyDelete
    Replies
    1. დიდი მადლობა თამარ..ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის შენი შეფასება..წარმატებები და წინსვლა..

      Delete
  6. ბევრი გიშრომია.

    ReplyDelete
  7. ყოჩაღ. ჩემი მოკრძალებული სურვილი იქნება, კვლევა პროცენტული გამოთვლით რომ გქონდეს. მეცნიერული კვლების სახეს მისცემდა ნაშრომს. გაუმართლა ყველა შენს მოსწავლეს. ბევრჯერ მომისმენია მათი მადლიერი სიტყვები შენს მიმართ და არ მიკვირს. მიყვარხარ და მეამაყები, რომ ჩემი ხარ.

    ReplyDelete
  8. მადლობა ინგუ.მეც ვამაყობ შენით))

    ReplyDelete
  9. ყოჩაღ ირმა,ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ჩაგიტარებია კვლევა.ზეპირი კომუნიკაციის უნარების განვითარება დაწყებითი საფეხურიდანაც მნიშვნელოვანი და აუცილებელია,ძალიან საინტერესო ინტერვენციები გაქვს განხილული,ნამდვილად ხელს შეუწყობს ამ პრობლემის მოგვარებას,სახალისო და საინტერესო გარემოს შექმნა,როლური თამაშებით,მოსასმენი სავარჯიშოებით,წიგნის პრეზენტაცია,ფილმის ჩვენება მართლაც დაეხმარება მოსწავლეებს სასაუბრო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.ეს კვლევა ძალიან დაგვეხმარება,მადლობა ამისთვის.წარმატებებს გისურვებ საყვარელო.

    ReplyDelete
    Replies
    1. უღრმესი მადლობა ასეთი შეფასებისთვის..უდიდეს წარმატებას გისურვებთ.)

      Delete
  10. ძალიან პრობლემატური საკიტხია და საინტერესო! წარმატებები!

    ReplyDelete
  11. ირმა! ჩემო კარგო , ყურადღებით გავეცანი კვლევას.ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ზეპირი კომუნიკაციის უნარების განვითარება,რომელიც არამარტო საბაზო, არამედ დაწყებით კლასებშიც მნიშვნელოვანია.განსაკუთრებით მომეწონა კვლევის მეთოდები.გისურვებ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში.

    ReplyDelete
    Replies
    1. უღრმესი მადლობა შეფასებისთვის))..წარმატებებს გისურვებთ მეც))

      Delete
  12. ძალზედ საინტერესო საკვლევი თემაა..წარმატებები ირმა!!

    ReplyDelete
    Replies
    1. დიდი მადლობა ნიინ..დიდ წარმატებას და წინსვლას გისურვებმეც))

      Delete
  13. ძალიან საინტერესო,საჭირო და მნიშვნელოვანი საკითხია ზეპირი კომუნიკაცია და მართლაც ინტერვენციები რეალურად დაგეგმილი და გაკეთებული გაქვს ჩემო ნიჭიერო და მიზანდასახულო���� სულ ვადევნებდი თვალს (შენს facebook-გვერდზე საწრეო მუშაობას,ფილმის ჩვენებას,სპექტაკლი და ღია გაკვეთილები რომლებიც ზეპირი კომუნიკაციის უნარების განვითარებისთვის გქონდა დაგეგმილი.ძალიან დიდი შრომა და ენერგია ჩადე და ყოჩაღ გილოცავ და წარმატებებს გისურვებ ჩემო საყვარელო����ვამაყობ შენით��������

    ReplyDelete
    Replies
    1. დიდი მადლობა ნინა..გაიხარე

      Delete