ჩემი ელექტრონული რესურსები

https://learningapps.org/display?v=pxcmxerta19

                  ელექტრონული სასწავლო რესურსი

წეროვნის N2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი, ირმა მესხორაძე.    პირადი ნომერი:    60001028167                                                                                                                              
                                                                                                                                                  2019 წ.

                       სასწავლო რესურსის ელექტრონული მისამართი: ზემოთ არის მითითებული
                     
                               ელექტრონული რესურსის რეფლექსია

      ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსის სათაურია „ექვსი მოსამსახურე კაცი “. აღნიშნული რესურსი შექმნილია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთათვის, კერძოდ მე-  III კლასი. მასწავლებლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის. მოსწავლემ უნდა შეუსაბამოს კითხვითი სიტყვები  არსებით სახელებს, წინდებულიან სიტყვებს, ნაცვალსახელებს.

    აღნიშნული რესურსის შექმნა გადავწყვიტე  იმიტომ რომ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ზოგადად უჭირს კითხვითი სიტყვების დამახსოვრება და მათი დაკავშირება სიტყვებთან კითხვითი წინადადებების შედგენის დროს. რესურსი სახალისოა და საინტერესო. იძლევა რამდენჯერმე შესრულების საშუალებას, რის შედეგადაც მოსწავლე ხალისით ასრულებს დავალებას. 
    თითოეულმა მოსწავლემ შეიძლება დაუშვას ელექტრონული რესურსის გამოყენებისას შეცდომები, რესურსი კი იძლევა საშუალებას დაუბრუნდეს აღნიშნულ აქტივობას რამდენჯერმე  სანამ არ დაუკავშირებს  სიტყვებს შესაბამის კითხვით სიტყვებს .

კონკრეტული ინსტრუქცია დევს ელ.რესურში შემდეგი სახით:
match wh-questions and words.დაუკავშირეთ ერთმანეთს სიტყვები და კითხვითი სიტყვები
connect  wh-questions to the appropriate words..დაუკავშირეთ სპეციალური კითხვითი სიტყვები და მოცემული სიტყვები ერთმანეთს
რესურსი შექმნილია ე ს გ-ეს უცხოური ენის სასწავლო სტანდარტის შესაბამისად.
უცხ.დ.III.10. მოსწავლეს შეუძლია ტექსტების ზეპირად თქმა და ლექსიკური ცოდნის გამოვლენა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ზეპირად გაითამაშებს მარტივ დიალოგებსა და სცენებს;

უცხ.დ.IV.11. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           სვამს/პასუხობს კითხვებს, ან გამოხატავს თხოვნას კონკრეტულ საკლასო სიტუაციასთან დაკავშირებით (მაგ., სად არის წიგნი? ჩანთაშია, მაგიდაზეა, რვეულთან დევს და სხვა);

  ელექტრონული რესურსის მიზანია ,ხელი შეუწყოს მოსწავლეებს სწორად და ლაკონურად აღიქვან და დაუკავშირონ კითხვითი სიტყვები და ლექსიკური ერთეულები ერთმანეთს. რადგან მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა იცოდნენ რომელი ლექსიკური ერთეული შეესაბამება წარმოდგენილ კითხვით სიტყვებს. მაგალითად მოიფიქრონ, გაიაზრონ მოცემული არსებითი სახელი, წინდებულიანი სიტყვა ან ნაცვალსახელი  შეესაბამება მოცემულ კითხვით სიტყვებს. ამის გარკვევაში ეხმარებათ უკვე რამდენიმე ნაცნობი ლექსიკური ერთეული.  ამ სავარჯიშოთი მოსწავლეები განიმტკიცებენ ცოდნას კითხვითი სიტყვების სწორად გამოყენების შესახებ წინადადებებში დიალოგების შედგენის დროს. რადგან ეროვნული სტანდარტის განსაზღვრული ინდიკატორი ეფუძნება                                                                                                                              
უცხ.დ.III.10. მოსწავლეს შეუძლია ტექსტების ზეპირად თქმა და ლექსიკური ცოდნის გამოვლენა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ზეპირად გაითამაშებს მარტივ დიალოგებსა და სცენებს;

უცხ.დ.IV.11. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           სვამს/პასუხობს კითხვებს, ან გამოხატავს თხოვნას კონკრეტულ საკლასო სიტუაციასთან დაკავშირებით (მაგ., სად არის წიგნი? ჩანთაშია, მაგიდაზეა, რვეულთან დევს და სხვა);


 ასეთი რესურსი დააინტერესებს მოსწავლეს იფიქროს,რატომაა აუცილებელი  კითხვითი სიტყვების ცოდნა და როგორ შეიძლება ამ ცოდნის ტრანსფერი, გამოიყენო ყოფა-ცხოვრებაში. ასევე საინტერესო იქნება, თუკი არ ეცოდინებათ რამდენიმე კითხვითი სიტყვა, ვინაიდან ისინი მეტად დაინტერესდნენ, გაიაზრონ, მშობლიურ ენაზე დაუსვან კითხვა ლექსიკურ ერთეულს და შეეცადონ დაუკავშირონ კითხვით სიტყვას. მასწავლებელს შეუძლია რესურსი გამოიყენოს გაკვეთილის მსვლელობისას, დააჯგუფოს მოსწავლეები და დროის ლიმიტით აკონტროლოს  დაწყვილების ბოლომდე დასრულებისას, შემდეგ გამოავლინოს საუკეთესო გუნდი.
ასეთი ტიპის სავარჯიშოების კეთებისას მოსწავლეები განიმტკიცებენ ცოდნას ელექტრონული რესურსზე მუშაობისას. ელექტრონული რესურსი შეესაბამება სწავლების არსებულ მოთხოვნებს. ამ მხრივ შეძენილი ცოდნა გაუადვილებს მოსწავლეებს შემდგომი სასწავლო აქტივობების ორგანიზებას.
აღნიშნული სასწავლო რესურსი შექმნილია მოსწავლეთა ასაკობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით.
ჩემი აზრით, ასეთი ფორმით მასალის მიწოდება ხელს უწყობს საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას, მრავალფეროვანს ხდის სასწავლო პროცესს და ეხმარება მოსწავლეს სააზროვნო უნარების განვითარებაში, როგორიცაა ანალიზი, დროისა და სივრცეში ტრანსფორმაცია  და სხვა.






                  ელექტრონული სასწავლო რესურსი

წეროვნის N2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი,ირმა მესხორაძე       პირადი ნომერი:  60001028167                                                                                                                               
                                                                                                                                                  2019 წ.
                      სასწავლო რესურსის ელექტრონული მისამართი:
                    https://learningapps.org/display?v=pbzq1qren19

                                         ელექტრონული რესურსის რეფლექსია

      ჩემს მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსის სათაურია „სპორტის  სახეობები“. აღნიშნული რესურსი შექმნილია საბაზო საფეხურის მოსწავლეთათვის,კერძოდ მე-8 კლასი. მასწავლებლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის. მოსწავლემ უნდა შეუსაბამოს სურათები და სიტყვები ერთმანეთს.
 აღნიშნული რესურსის შექმნა გდავწყვიტე იმიტომ რომ მოსწავლეთა უმრავლესობას უჭირს
დამახსოვრება  სიტყვების, სპორტთან დაკავშირებით. რესურსი სახალისოა და საინტერესო. იძლევა რამდენჯერმე შესრულების საშუალებას, რის შედეგადაც მოსწავლე ხალისით ასრულებს დავალებას. 
    თითოეულმა მოსწავლემ შეიძლება დაუშვას ელექტრონული რესურსის გამოყენებისას შეცდომები, რესურსი კი იძლევა საშუალებას დაუბრუნდეს აღნიშნულ აქტივობას რამდენჯერმე  სანამ არ დაუკავშირებს სწორ პასუხს სურათებს.
კონკრეტული ინსტრუქცია დევს ელ.რესურში შემდეგი სახით:
შეუსაბამეთ სურათები და სიტყვები ერთმანეთს - match words and pictures each other
სურათებზე გამოსახული სპორტის სახეობები შეუსაბამეთ შესაფერის სიტყვებს ისე რომ თანხვედრა გამოვიდეს ერთმანეთან.. match items of the pictures and the words each other
რესურსი შექმნილია ესგ-ეს უცხოური ენის სასწავლო სტანდარტის შესაბამისად.
უცხ..II.34. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა ხერხს ლექსიკური მარაგის
განსამტკიცებლად და გასამდიდრებლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· სისტემატურად იმეორებს გავლილ ლექსიკურ მასალას;
· ამოკრებს ცუდად ათვისებულ ლექსიკურ ერთეულებს;
95
· იყენებს დამახსოვრების სხვადასხვა ხერხს (რამდენჯერმე გადაწერა, ხმამაღლა
გამეორება, ერთი ფუძის სიტყვების, ანტონიმური/სინონიმური წყვილების
დაჯგუფება, ასოცირება, კონტექსტში გამოყენება, თემატიკის მიხედვით დაჯგუფება
და სხვა).


         ელექტრონული რესურსის მიზანია ,ხელი შეუწყოს მოსწავლეებს, სწორად და ლაკონურად აღიქვან და დაუკავშირონ სურათები და ლექსიკური ერთეულები ერთმანეთს. რადგან მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა იცოდნენ რომელი სპორტის სახეობა შეესაბამება წარმოდგენილ სურათებს. მაგალითად მოიფიქრონ,გაიაზრონ რომელი სპორტის სახეობა შეესაბამება სურათს. ამის გარკვევაში ეხმარებათ უკვე რამდენიმე ნაცნობი სპორტის სახეობა.  ამ სავარჯიშოთი მოსწავლეები განიმტკიცებენ ცოდნას სხვადასხვა  და მრავალფეროვანი სპორტის სახეობის შესახებ.რადგან ეროვნული სტანდარტის განსაზღვრული ინდიკატორი ეფუძნება:                                               უცხ..II.34. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა ხერხს ლექსიკური მარაგის
განსამტკიცებლად და გასამდიდრებლად.
   შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· სისტემატურად იმეორებს გავლილ ლექსიკურ მასალას;
· ამოკრებს ცუდად ათვისებულ ლექსიკურ ერთეულებს;
95
· იყენებს დამახსოვრების სხვადასხვა ხერხს (რამდენჯერმე გადაწერა, ხმამაღლა
გამეორება, ერთი ფუძის სიტყვების, ანტონიმური/სინონიმური წყვილების
დაჯგუფება, ასოცირება, კონტექსტში გამოყენება, თემატიკის მიხედვით დაჯგუფება
და სხვა).
 საინტერესოა მოსწავლემ იცოდეს,რატომაა აუცილებელი  სპორტის სახეობების ცოდნა და როგორ შეიძლება ამ ცოდნის ტრანსფერი ყოფა-ცხოვრებაში. ასევე საინტერესო იქნება, თუკი არ ეცოდინებათ რამდენიმე სპორტის სახეობა, რადგან უფრო მეტად დაინტერესდნენ და მოიძიონ აღნიშნული  სპორტის სახეობები. მასწავლებელს შეუძლია რესურსი გამოიყენოს გაკვეთილის მსვლელობისას, დააჯგუფოს მოსწავლეები და დროის ლიმიტით აკონტროლოს  დაწყვილების ბოლომდე დასრულებისას ჯგუფი და შემდეგ გამოავლინოს საუკეთესო გუნდი.
 ასეთი ტიპის სავარჯიშოების კეთებისას მოსწავლეები განიმტკიცებენ ცოდნას ელექტრონულ რესურსზე მუშაობისას.ელექტრონული რესურსი შეესაბამება სწავლების არსებულ მოთხოვნებს. ამ მხრივ შეძენილი ცოდნა გაუადვილებს მოსწავლეებს შემდგომი სასწავლო აქტივობების ორგანიზებას.
აღნიშნული სასწავლო რესურსი შექმნილია მოსწავლეთა ასაკობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით.
ჩემი აზრით, ასეთი ფორმით მასალის მიწოდება ხელს უწყობს საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას, მრავალფეროვანს ხდის სასწავლო პროცესს და ეხმარება მოსწავლეს ანალიზის გაკეთებაშიში,დროისა და სივრცეში ტრანსფორმაცია , ცოდნის კატეგორიზაციაში  და სხვა.



No comments:

Post a Comment