კოლეგების შეხვედრა

კოლეგების შეხვედრა.     "გაკვეთილის დაგეგმვა"

კოლეგებთან სამუშაო  შეხვედრების ორგანიზება
                     სამუშაო შეხვედრების გეგმა
      
კოლეგებთან შეხვედრების ორგანიზატორის (ქოუჩის) სახელი და გვარი :                          
 ირმა მესხორაძე

N
შეხვედრის თარიღი
შეხვედრის მიზანი
შეხვედრის ძირითადი საკითხები
1
06.02.2019 წელი
გაკვეთილის მიზნის ფორმულირება გაკვეთილის დაგეგმვის დროს.
გაკვეთილის გეგმის წერის უნარ-ჩვევის გაცნობა. სასწავლო მიზნის მიღწევა 45 წუთში რამდენად შესაძლებელია.
2
20.02.2019წელი
  სტრატეგიების და აქტივობების განსაზღვრა და მათი გამოყენება გაკვეთილის თითოეულ ფაზაში.
მრავალფეროვანი მეთოდებისა და სტრატეგიების გაცნობა,მათი სპეციფიკის გაცნობიერება და მათი დანიშნულება გაკვთილის დაგეგმვის დროს.
3
06.03.2019წელი
სასწავლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება საგაკვეთილო პროცესის წარსამართავად.
რესურსების მნიშვნელობა გაკვეთილზე დაგეგმილი აქტივობების წარსამართავად.
4
20.03.2019წელი
 შეფასების ფორმების,კრიტერიუმების და მეთოდების გაცნობა. გაკვეთილის  რეფლექსიის ჩამოყალიბება.
შეფასების როლი სწავლების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში;რას გულისხმობს და როდის ვაკეთებთ განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას;
რეფლექსიის რაობა;რეფლექსიის სახეების გაცნობა.რაზე კეთდება აქცენტი რეფლექსიაში.

   



                                                  დღე - პირველი:06.02.2019წ



                             

                                                    მეორე  შეხვედრა: 20.02.2019წ


                                       


                                                     მესამე შეხვედრა: 06.03.2019წ







                                                              მეოთხე შეხვედრა: 20.03.2019წ






           კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების რეფლექსია


2019 წლის 06.02.-20.02-06.03-20.03 ორგანიზება გავუკეთე კოლეგებთან შეხვედრას, რომლის მიზანი იყო „გაკვეთილის დაგეგმვა“. პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, ურთიერთთანამშრომლობით შედეგების მიღწევა და  კოლეგებთან გამოცდილების გაზიარება. მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვა.
შეხვედრის ორგანიზატორი: ირმა მესხორაძე
მონაწილე მასწავლებელთა რაოდენობა:  4 მასწავლებელი.
ზინა ემინოვა
სიდონია ზაქაიძე
ნანა ხუროშვილი
 ირმა ხუნდაძე
  კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავების და გამოცდილების გაზიარების მიზნით შევიკრიბეთ პედაგოგები და განვიხილეთ, თუ როგორ უნდა დაგვეგეგმა გაკვეთილები. გაკვეთილის დაგეგმვის უნარ-ჩვევის ფლობა ყველა მასწავლებელს მოეთხოვება, ვინაიდან კარგი გაკვეთილის გეგმა სწავლა-სწავლების პროცესის წარმატების საწინდარია,ხოლო გეგმაში რომელიმე ფაზის გამოტოვება, გაკვეთილის ჩავარდნის ტოლფასია.
პირველ შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმაზე ,რომ გაკვეთილის მიზანი უნდა საზღვრავდეს თუ რა ცოდნას და უნარ ჩვევას მიიღებს მოსწავლე, რისი ცოდნა და უნარებია საჭირო მოსწავლისთვის,რომ გაკვეთილი წარმატებული იყოს, რა ინფორმაციას უნდა ფლობდნენ ისინი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და რას შეისწავლიან ახალს.     
შემდეგ შეხვედრაზე ვისაუბრეთ გაკვეთილის მიზანთან შესაბამისი ეფექტური სტარატეგიებისა და აქტივობების შესახებ, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს და ემსახურებოდეს გაკვეთილის მიზანს.
მომდევნო შეხვედრაზე განვიხილეთ საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება გაკვეთილზე. გაკვეთილის აქტივობები ეფექტური და საინტერესო რომ გახდეს, რესურსების გამოყენება ინტენსიურად უნდა ხდებოდეს. კოლეგებს ვაჩვენე ჩემ მიერ გაკეთებული თვალსაჩინოება და ელექტრონული რესურსები და გაუჩნდათ მათი, თავიანთ გაკვეთილებზე გამოყენების სურვილი.
მომდევნო ბოლო შეხვედრაზე განვიხილეთ ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხი გაკვეთილის რეფლექსია და შეფასების რუბრიკები.
ოთხივე შეხვედრის შემდეგ მასწავლებლებმა დაგეგმეს გაკვეთილები, დაისახეს მიზნები და მისთვის შესაბამისი აქტივობები. გაკვეთილები შევუსაბამეთ ე ს გ-ის სტანდარტებს, შევურჩიეთ რესურსები თითოეულ გაკვეთილზე გამოყენებულ აქტივობას.მოხდა დასახული მიზნის მიღწევა, პედაგოგებმა შექმნეს ისეთი პროდუქტები როგორიცაა: გაკვეთილის გეგმა, შეფასების რუბრიკები,შეიმუშავეს შეფასების კრიტერიუმები საგნის და თემის მიხედვით,  რეფლექსია და გამოიყენეს შემდეგ თავიანთ გაკვეთილებზე.


ასეთი შეხვედრები ნამდვილად დაეხმარება მასწავლებელებს ყოველი გაკვეთილის სრულყოფილად დაგეგმვაში.
ჩემს მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე ვთვლი, რომ მივაღწიეთ დასახულ მიზნებს, განვიხილეთ ყველა საკითხი რაც გაკვეთილის დაგეგმვას შეეხებოდა. გავუზიარეთ გამოცდილება, ურთიერთანამშრომლობით გაიღრმავეს ცოდნა, რასაც პრაქტიკაში გამოიყენებენ. ამ შეხვედრაში მიღებული გამოცდილება დაგვეხმარება ავამაღლოთ მოსწავლეთა მოტივაცია და ხელი შევუწყოთ მათი ცოდნის გაღრმავებას, რათა საინტერესო და სახალისო გავხადოთ საგაკვეთილო პროცესი.
ჩატარებული შეხვედრის ძლიერი მხარე იყო  თანამშრომლობით მიღწეული შეთანხმება და კარგი გეგმის შემუშავება, რასაც ყოველდღიურად გამოვიყენებთ პრაქტიკაში. 








No comments:

Post a Comment