„საგანმანათლებლო რესურსების
გამოყენება სასწავლო პროცესში“
„მობილური ტელეფონი,როგორც საგანმანათლებლო რესურსი“
სტატიის ავტორი: წეროვნის N2 საჯარო სკოლის
უცხო ენის მასწავლებელი
ირმა მესხორაძე.
სტატია მომზადდა განათლების საერთაშორისო აკადემია
IAE
საუნივერსიტეტო კონფერენციაზე წარსადგენად.
„21 -ე საუკუნის მასწავლებელი
და საგანმანათლებლო რესურსები“
21-ე საუკუნე არის პერიოდი,როდესაც ხდება ცვლილებები,აღმოჩენები
როგორც ციფრულ ტექნოლოგიებში, ასევე მეცნიერების სხვადასხვა დარგში.დღევანდელი მოსწავლე
თავისი უნარებით და შესაძლებლობებით სრულიად განსხვავდება იმ მოსწავლეებისგან,რომელსაც
10-15 წლის წინ შევხვდებოდით.შეიცვალა მიდგომები სწავლა-სწავლების მიმართულებითაც.ახლა
მოსწავლეს თავად შეუძლია მოიძიოს უამრავი ლიტერაატურა როგორც მშობლიურ, ასევე უცხო
ენაზე და გაეცნოს მას. ამ შემთხვევაში იზრდება მასწავლებლის როლი და მნიშვნელობა. დღევანდელი
მასწავლებელი არ არის უბრალოდ ინფორმაციის გადამცემი მოსწავლისათვის. ბავშვმა ამა თუ
იმ საკითხის შესახებ მასალა დამოუკიდებლადაც შიძლება მოიპოვოს. მასწავლებელს აქ ეკისრება
სულ სხვა ფუნქცია.იგი უნდა ეცადოს მოსწავლეს საწყის ეტაპზევე ჩამოუყალიბოს და განუვითაროს
ის უნარები და კომპეტენციები, რომლებსაც 21-ე საუკუნის უნარებს უწოდებენ, ესენია:
კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაცია,
თანამშრომლობა, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება, შემოქმედებითობა, პრობლემების
გადაჭრის უნარი.
აქედან
გამომდინარე 21-ე საუკუნის მასწავლებელმა ისე უნდა დაგეგმოს სასწავლო პროცესი რომ ერთი
მხრივ, იხელმძღვანელოს ეროვნული სასწავლო გეგმით და მეორე მხრივ სასწავლო პროცესი უნდა
გახადოს საინტერესო,სახალისო,აქტიური და მრავალფეროვანი. მასწავლენელს ამისთვის ჭირდება
უამრავი რესურსი,თვალსაჩინოება,რათა მასალა ამომწურავად მიაწოდოს მოსწავლეებს.
რატომ არის სასწავლო პროცესში რესურსების
გამოყენება აუცილებელი?
რესურსი
ეხმარება მოსწავლეს გაკვეთილის უკეთ გაგებაში, არის მეტი თვალსაჩინოება, სასწავლო პროცესი
ხდება სახალისო და საინტერესო, ხდება მოსწავლეთა მეტი ჩართულობა და მოსწავლეების აკადემიური
მოსწრების გაუმჯობესება, იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია და ვთვლი რომ ამ მიმართულებით
რესურსების გამოყენება სასწავლო პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.მათი მოძიება
დღესდღეობით დიდ სირთულეს აღარ წარმოადგენს, რადგან საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებით
შეიძლება მოვიპოვოთ ის დამატებითი ინფორმაცია თუ მასალა, რომელიც შეიძლება გამოყენებული
იქნას საგაკვეთილო პროცესში. ეს შეიძლება იყოს სურათები,ვიდეოები,ფილმი, ელექტრონული
რესურსი, კომიქსები, თვალსაჩინოებები თუ სხვა
რამ.
ელექტრონული
რესურსები
ჩემთვის,როგორც მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო სასწავლო რესურსი გახდა
ელექტრონული რესურსები,რომელთა გამოყენება დავიწყე ჩემს გაკვეთილებზე მას შემდეგ, რაც გავიარე ტრენინგები „ელექტრონულუ რესურსები“ -ზე განათლების
საერთაშორისო აკადემიაში. მოგეხსნებათ საგაკვეთლო
პროცესში აქტიური მონაწილეობა მოსწავლეთათვის გაცილებით ნორმალურია ვიდრე წყნარად ჯდომა
და მოსმენა, შესაბამისად ლექციის ტიპის მეთოდით ჩატარებული გაკვეთილის დროს მოსწავლეები
მოდუნდებიან და იუნტერესო, რუტინული ხდება გაკვეთილი.ამიტომ მე-3 კლასში დავგეგმე საჩვენებელი
გაკვეთილი სახელწოდებით „DIFFERENT
WEATHER IN DIFFERENT SEASON“, შევქმენი ელექტრონული რესურსი
„LearningApps”-ში, და ახალი თემის განმტკიცების
მიზნით გავაკეთებინე მათ. ამ აქტივობამ დიდი
ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში, გაზარდა მათი მოტივაცია და მასქიმალური ჩართულობა
საგაკვეთილო პროცესში უფრო ინტენსიური გახდა სხვა გაკვეთილებზეც.
თვალსაჩინოებები
თვალსაჩინოების მასალის გამოყენება ბილინგვური
განათლების პროცესში იან ამოს კომენსკიმ თავის ნაშრომში „დიდი დიდაქტიკა“ დიდაქტიკის
ერთ-ერთ უმთავრესად თვალსაჩინოების პრინციპი მიიჩნია: „ოქროს კანონად უნდა იქცეს პირობა:
მოსწავლეებს უნდა მიეცეთ უფლება,შეიგრძნონ ყველაფერი,რაც კი შესაძლებელია შეიგრძნონ
შეგრძნებების დონეზე:ხილვადი - მხედველობით, ხმა - სმენით, სუნი - ყნოსვით, გემო -
გემოთი, შესახები - შეხებით. (ი.ა.კომენსკი) რატომ არის ხილვადობა ასე მნიშვნელოვანი?
კომენსკის აზრით,რა ენასაც არ უნდა ვასწავლიდეთ- მშობლირ ენასაც კი - უნდა ვაჩვენოთ
ნივთები, რომელთა განმარტებაც სიტყვებია და უნდა ვასწაავლოთ სიტყვებით გამოთქმა ყველაფრისა,
რასაც ვხედავთ, რასაც ვეხებით, რასაც ვჭამთ, რათა მეტყველების პროცესი და აზრი ყოველთვი
პარალელურად მიმდინარეობდეს და ორივე ვითარდებოდეს ერთად. არავის არ შეიძლება წავაკითხოთ
ის,რაც მას არ ესმის, ან მოვთხოვოთ იმის განხილვა, რის გამოთქმაც მას სიტყვებით არ
შეუძლია.
ვიზუალური საშუალებები
დამხმარე სასწავლო საშუალებებია,რომელთაც აჩვენებენ, დემონსტრირებას უკეთებენ გაკვეთილზე,
რათა უფრო გასაგები და ადვილად აღსაქმელი გახდეს სასწავლო მასალა, მიწოდებული ინფორმაცია,
თეორიული აზრი და ასე შემდეგ.ვიზუალურ საშუალებებს, ჩვეულებრივ სასწავლო პროცესის გარკვეული
საფეხურის საჭიროებებისა და მოთხოვნების, ასევე მოსწავლეების ასაკიდან გამომდინარე
თვისებების შესაბამისად ამზადებენ. მათ აჯგუფებენ ბუნებრივ, ხელოვნურ და სიმბოლურ ვიზუალურ
მასალად,რომელიც შეიძლება იყოს : ბუნების ობიექტები (დემონსტრირების დროს, ექსკურსიებზე
და გასეირნების დროს), სპეციალური შექმნილი საშუალებები ( პლაკატები, სქემები, გამოსახულებები,ფოტოსურათები,
ნახატები, გრფიკული ცხრილები, ტაბულები), სიმბოლური საშუალებები ( რუკები, გლობუსები),
მოდელები ( აპარატები,ხელსაწყოები), საეკრანო საშუალებები ( კინო ფილმები,დიაფილმები),
აუდიოვიზუალური საშუალებები ( ვიდეო ჩანაწერები, აუდიო ჩანაწერები).
საინტერესო იყო ჩემს მიერ გაკეთებული
თვალსაჩინოება დაწყებითი კლასებისთვის,რომელიც გამოვიყენე ჩემს სამოდელო გაკვეთილზე
მე-3 კლასში. პატარები დიდი ენთუზიაზმით და
მონდომებით ასრულებდნენ ჩემს მიერ მიცემულ ინსტრუქციას. მინდა ავღნიშნო ასევე რომ ელექტრონული
რესურსიც დიდი სიხარულით გააკეთეს თავიანთ
„ბუკებ“-ში. გაკვეთილი გამოვიდა მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით დატვირთული.
მობილური ტელეფონი როგორც საგანმანათლებლო
რესურსი
ამ ბოლო
დროს ბევრი იწერება იმის შესახებ, უნდა ჰქონდეს თუ არა მოსწავლეს მობილური
ტელეფონი სკოლაში.უკანასკნელ
პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით ევროპის რამდენიმე წამყვანმა ქვეყანამ აკრძალა
მობილური ტელეფონის საჭიროება სასწავლო პროცესის დროს, ხოლო სულ ახლახანს ჩვენს სკოლებში
მოვიდა სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგების
მიხედვით შემუშავებული რეკომენდაცია - „,,საქართველოს სახალხო დამცველის
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის
შესაბამისად. რეკომენდაციაში დასაბუთებულია, რომ კონსტიტუციის 21-ე
მუხლის მე-2 პუნქტის, გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტის ზოგადი
კომენტარი #1, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8
მუხლის და მოსწავლეთა ქცევის კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, მოსწავლეს არ
ეკრძალება ამ ნივთის ტარება, თუ იგი ხელს არ შეუშლის გაკვეთილის ჩატარების
პროცესს.
მასწავლებლების
დიდი ნაწილი ალბათ დამეთანხმება, რომ გაკვეთილზე საინტერესოდ შეთავაზებული მასალის
მიუხედავად მოსწავლეტა გარკვეული ნაწილი მაინც ახერხებს,განსაკუთრებით
მრავალრიცხოვან კლასებში,დრო დაუთმოს პირადი შეტყობინების თუ გასართობი
ინფორმაციის კითხვას.
როგორ შეიძლება ვაქციოთ მობილური ტელეფონი
რესურსად საგაკვეთილოპროცესში
21-ე საუკუნისთვის დამახასიათებელმა ცხოვრების კომპლექსურობამ და
მიმდინარე სოციალურმა ცვლილებებმა უდავოდ დიდი გავლენა იქონია არა მარტო მასწავლებლის
პროფესიულ როლზე, არამედ ცხოვრების ყველა ასპექტზე.სოციოლოგები თვლიან ,რომ
არსებული ცვლილებების შედეგად მივიღეთ თვისობრივად ახალი საზოგადოება.
იმისათვის, რომ ასეთ სწრაფად ცვალებად სამყაროს ადვილად მოვერგოთ,
მასწავლებლებს გვევალება ვიყოთ უფრო შემოქმედებითები, უნდა შევძლოთ მოქნილად
რეაგირება ახალ სიტუაციებში, ვიპოვოთ რთული პრობლემების ახლებურად გადაჭრის გზები.
მასწავლებლებს მოგვიწევს მეტი ძალისხმევა გამოვიჩინოთ მოსწავლეებთან ურთიერთობაში
და კომუნიკაცია გვქონდეს მათთან როგორც ემოციურ ,ისე კოგნიტურ დონეზე და თუ ჩვენ
მასწავლებლებმა მომავალი საზოგადოების წევრები, ახლებური სამყაროსთვის უნდა
მოვამზადოთ, თავად უნდა შეგვეძლოს ახალ გამოწვევებთან გამკლავება. უნდა შვძლოთ
კომპლექსურ და მომთხოვნ გარემოში მუშაობის უნარ-ჩვევის გამომუშავება,რათა
გავზარდოთ მომავლის მშენებელი საზოგადოების პოტენციალი.
თანამედროვე
სასწავლო პროცესი არავის უკვირს კომპიუტერის და პროექტორის თანხლებით, მათი
გამოყენებით გაკვეთილი უფრო მრავალფეროვანი და აქტიურია,მოსწავლეებიც უფრო
ხალისიანი, მოტივირებულები და
თავდაჯერებულები არიან.
სწორედ
ამიტომ, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, გადავწყვიტე ერთი გაკვეთილი ჩამეტარებინა
არა პროექტორითა და კომპიუტერით,არამედ
უბრალოდ მობილური ტელეფონით,რომელსაც გამოვიყენებდი გაკვეთილზე,როგორც ,სასარგებლო
და საჭირო რესურსს და რამდენიმე აქტივობის განხორციელება მომეხდინა მისი საშუალებით.
კერძოდ:
მე-8
კლასში თემის „ A sound mind is in a sound body” შეჯამებისას გაკვეთილი დავგეგმე ისე, რომ
რამდენიმე აქტივობის შერევისას მისი გამოყენება შეძლებოდათ. ჩემმა გადაწყვეტილებამ
მოსწავლეების გაოცება გამოიწვია თავდაპირველად,რადგან მათ სკოლაში აკრძალული
ჰქონდათ ტელეფონით სარგებლობა საერთოდ.
გაკვეთილის
დასაწყისში თემის, მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობის შემდეგ
მოსწავლეებს ვთხოვე დარეგისტრირებულიყვნენ ჩემს მიერ მითითებულ მისამართზე.
შემდეგ მათ გახსნეს ჩემი გაკეთებული ელექტრონული რესურსი სპორტის თემაზე. ვინაიდან არსებობდა უამრავი სპორტის სახეობები
და უჭირდათ მათი ინგლისურ ენაზე დამახსოვრება მათი სახელწოდებების, რესურსზე
მუშაობისას მიხვდნენ რომ გაცილებით მარტივად იმახსოვრებდნენ ტერმინოლოგიას..რადგან
არასწორად დაწკაპების შემთხვევაში რესურსი აძლევდა უკან დაბრუნების საშუალებას და
ხელახლა გაკეთების.
ამ
აქტივობის გამოყენებით:
დაიზოგა
დრო. მობილურმა ტელეფონმა მიიღო სხვა დატვირთვა და იქცა რესურსად. გაიზარდა
მოსწავლეთა მოტივაცია.
ტელეფონის
გამოყენების საჭიროება ამით არ ამოწურულა და აქტივობა-შეჯამება დავგეგმე
ტესტირების მეთოდით. ტესტები წინასწარ მოვამზადე ელექტრონულ რესურსად. თითოეულ
კითხვას მივანიჭე ქულა და განვსაზღვრე პასუხისთვის საჭირო გონივრული დრო. მობილურ
ტელეფონში აკრეფის შემდეგ მოსწავლეები ჩაერთნენ ტესტირების პროცესში. ვერ
წარმოიდგენთ, რა ხალისით წარიმართა ტესტირება. მოსწავლები პასუხობდნენ კითხვებს და
იკვეთებოდნენ ლიდერები, ვინ უფრო სწრაფად გასცა პასუხი კითხვებს, ვინ იყო უფრო
აქტიური, რესურსი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს მაშინვე გაიგოს
რამდენ კითხვას უპასუხა სწორად და უშუალოდ რომელი კითხვის პასუხი იყო
არასწორი, ე.ი. უკუკავშირი შედგა. ტესტირების დასრულების შემდეგ მოსწავლემ იცის,
რა შედეგს მიაღწია და რა ქულაზე შეასრულა დავალება და მასწავლებელს საშუალება
ეძლევა მოახდინოს კომენტარით შეფასება.
აქვე მინდა ავღნიშნო
რომ ელექტრონული რესურსების გაკეთება ტელეფონებში პირველ რიგში ყველაზე ეფექტურად დამეხმარა
ისეთი აქტივობების გაკეთებაში როგორიცაა ახლი სიტყვების დამახსოვრება სწრაფად და ხანგრძლივად.
მსგავს გაკვეთილებს
ხშირად ვატარებ და კმაყოფილიც ვარ შედეგით.
უარყოფითი მოლოდინები
რათქმაუნდა ნებისმიერი
სახის წამოწყებას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე..ამ შემთხვევაში წავაწყდი
არასახარბიელო სიტუაციას კლასებში..ყველა მოსწავლეს არ ჰქონდა მობილური ტელეფონში ინტერნეტის
წვდომა ან საერთოდ არ გააჩნდათ ტელეფონი. ამიტომ რომ არ მომხდარიყო უხერხული სიტუაცია
საგაკვეთილო პროცესში ბავშვებს ვაწყვილებდი და ისე ვთხოვდი რიგრიგობით ემუშავათ მასში.
ზოგჯერ ჩემს ტელეფონსაც ვაძლევდი სამუშაოდ.
და ბოლოს, მინდა ერთი რამ ავღნიშნო და ვთქვა: ნუ დაუშლით ბავშვებს
მობილური ტელეფონების გამოყენებას საგაკვეთილო პროცესში,,მივანიჭოთ მას გაკვეთილის
ერთერთი აუცილებელი და საჭირო ფუნქცია.
გამოყენებული ლიტერატურა:
განვითარებისა და
სწავლების თეორიები
მასწავლებლის
სახელმძღვანელო
უცხო ენების
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი
ჯეკი
თერნბელი-პროფესიონალი მასწავლებლის 9 მახასიათებელი-პირველი ქართული გამოცემა.
Resources for
teaching Elementary school science , By National Science Resources Center of
the National Academy of Sciences and the Smithsonian Institution
No comments:
Post a Comment